გზირი — გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და სხვა. ტერმინი „გზირი“ ადრინდელ ქართულ ძეგლებშიც გვხვდება, მაგრამ მისი იმდროინდელი მნიშვნელობა უცნობია. ივ. ჯავახიშვილის აზრით, შესაძლებელია „გზირი“ სიტყვა „გზისაგან“ იყოს ნაწარმოები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 150.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 411-413;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 207-208;