გველკუდები, ოფიურები (Ophiuroidea), ზღვის ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. სხეული შედგება ბრტყელი დისკოსა და 5 (იშვიათად 10-მდე) მოქნილი სხივისაგან. სხივები ლოკომოტორულ ფუნქციას ასრულებენ: სუნთქვისა და შეხების ორგანოთა ფუნქციებს - ამბულაკრული სისტემა. გველკუდების უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ცოცხლადმშობია. იკვებებიან მცირე ზომის ცხოველებით ან დეტრიტით. კაშკაშა შეფერილობისანი არიან. ზოგი გველკუდა ანათებს კიდეც. ბინადრობენ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე. კლასში 2000-მდე სახეობაა.

გველკუდები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Ophiuroidea


ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 140, თბ., 1978