გველის სურო

მცენარეთა გვარი

გველის სურო (ლათ. Vinca) — მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მიწაზე გართხმული ბალახია. აქვს მოპირისპირე, ხშირად ტყავისებრი მოზამთრე ფოთლები, თეთრი, ცისფერი ან მოლურჯო-იისფერი მარტოული ყვავილები.

გველის სურო
გველის სურო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ნაღველასნაირნი
ოჯახი:  ქენდირისებრნი
გვარი:  გველის სურო
ლათინური სახელი
Vinca L., 1753

ევროპასა და დასავლეთ აზიაში გავრცელებულია 7 სახეობა, საქართველოში — 2 სახეობაა: V. herbacea და V. major (ქვესახეობა Vinca major subsp. hirsuta, ყოფილი V. pubescens). მათგან პირველი უფრო ფართოდ გვხვდება. მისი უნაყოფო ან ნაყოფიანი ღეროები გართხმული ან წამოწეული და შიშველია. აქვს მოლურჯო-იისფერი ყვავილები და თითქმის მჯდომარე ფოთლები. ყვავილობს აპრილ-მაისში. იზრდება მთის შუა სარტყლის ბუჩქნარებსა და ფერდობებზე.

დეკორატიული მცენარეებია, აშენებენ აგრეთვე როგორც სამკურნალო მცენარეს. საქართველოში გავრცელებული ორივე სახეობა სამკურნალოა, შეიცავს ალკალოიდებსაკუმაცინს, ვინკამინს, ვინინს, პუბესცინს, რეზერპინს და სხვ. მათგან დამზადებული პრეპარატები (დევინკანი, ვინკაპანი) გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების დროს.

ლიტერატურა რედაქტირება