გვადელუპა (ფრანგ. Guadeloupe) — არქიპელაგი სამხრეთ კარიბის ზღვაში, კოორდინატებით 16°15′ ჩ. გ. 61°35′ დ. გ. / 16.250° ჩ. გ. 61.583° დ. გ. / 16.250; -61.583. მისი ფართობი — 1628 კვ. კმ-ია. გვადელუპა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, ასევე 26-დან ერთ-ერთი რეგიონი. 2007 წლიდან, იგი რესპუბლიკის ხელშეუვალი ნაწილია.

გვადელუპის დროშა
გვადელუპისა და საფრანგეთის მდებარეობა

საფრანგეთთან ერთად, გვადელუპა ევროპის კავშირის წევრია. როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, აქაც ვალუტა ევროა[1]. მიუხედავად ამისა, გვადელუპა არ იმყოფება შენგენის ხელშეკრულების ქვეშ. გვადელუპას პრეფექტურა არის ბას-ტერი. 1493 წელს, ქრისტეფორე კოლუმბმა ამ კუნძულს უწოდა სანტა მარია დე გვადელუპა, მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად.

გვადელუპა მოიცავს ხუთ კუნძულს. ესენია: ბას-ტერი, გრანდ-ტერი (გამოყოფილია ბას-ტერისაგან ვიწრო ზღვის არხით, სალტ-რივერით), ლა–დეზირადე, ლეს–დე–სენსი და მერი-გალანტი.

გვადელუპა იყოფა 2 ოლქად. ესენია: ბას-ტერი და პუენტ-ა-პირტი. თავად ოლქები იყოფიან 40 კანტონად, ხოლო კანტონები — 32 კომუნად.

2006 წელს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 17,338 ($21,780)[2].

დემოგრაფია რედაქტირება

2006 წლის ივლისის მონაცემების მიხედვით, გვადელუპის მოსახლეობა 452 776 კაცია. აქედან 23,64 % 14 წლამდე ასაკის არიან, 67,1 % — 15 წლიდან 64 წლამდე, ხოლო 9,2 % — 65-ს გადაცილებული. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,91 წელია, ქალებში — 81,37 წელი, ორივე სქესის საშუალო მაჩვენებელი კი — 78,06 წელია.

კლიმატი რედაქტირება

წლიური ამინდი — Basse-Terre—capital of Guadeloupe
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 28 (82) 28 (82) 28 (82) 29 (84) 30 (86) 31 (88) 33 (91) 31 (88) 31 (88) 30 (86) 29 (84) 29 (84) 30 (86)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) 20 (68) 20 (68) 21 (70) 22 (72) 23 (73) 24 (75) 25 (77) 23 (73) 23 (73) 23 (73) 22 (72) 21 (70) 22 (72)
ნალექი სმ (დუიმი) 8 (3.1) 6 (2.4) 7 (2.8) 11 (4.3) 15 (5.9) 12 (4.7) 16 (6.3) 19 (7.5) 23 (9.1) 22 (8.7) 22 (8.7) 14 (5.5) 178 (70,1)
წყარო: Weatherbase[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Guadeloupe is pictured on all Euro banknotes, on the backside at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomiation.
  2. (ფრანგული) INSEE-CEROM. Tableau de bord économique de la Guyane. ციტირების თარიღი: 20 January 2008.
  3. Weatherbase: Historical Weather for Basse-Terre.