გერჰარდტის წისქვილი

გერჰარდტის წისქვილი (რუს. Мельница Гергардта) ან გრუდინინის წისქვილი (რუს. Мельница Груди́нина) — XX საუკუნის დასაწყისის წისქვილი ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაინგრა სტალინგრადის ბრძოლის დროს და არ აღუდგენიათ ომის სამახსოვროდ. შედის მუზეუმ-ნაკრძალ „სტალინგრადის ბრძოლის“ შემადგენლობაში.

გერჰარდტის წისქვილი
Мельница Гергардта

წისქვილის ნანგრევები
მდებარეობა ვოლგოგრადი, რუსეთი
მასალა აგური, რკინა-ბეტონი
თარიღდება 1899-1900
მდგომარეობა ნანგრევები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3410041000

ისტორია რედაქტირება

წისქვილის ისტორია იწყება 1899 წელს, როდესაც მეწარმე გერჰარდტების ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის გადამამუშავებელი კომპლექსის აშენების შესახებ. მშენებლობისათვის გამოყოფილი ადგილს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ტამბოვის (ახლანდელი ნაუმოვის) ქუჩა, ვოლგის მხარეს, აღმოსავლეთიდან არხანგელსკის (ამჟამად - ჩუიკოვის) ქუჩა, სამხრეთიდან ყაზანის (ომამდე სოლნეჩნაია, ხოლო ამჟამად მე-13 გვარდიის დივიზიის) ქუჩა, ხოლო დასავლეთიდან პენზის (ახლანდელი საბჭოთა) ქუჩა. სატრანსპორტო თვალსაზრისით იყო საკმაოდ მოხერხებულ ადგილზე დასავლეთიდან ესაზღვრებოდა გრიაზ-ცარიცინის რკინიგზა, საიდანაც წისქვილამდე შედიოდა რკინიგზის ხაზი (დაშალეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ), აღმოსავლეთიდან რამდენიმე მეტრში გადიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის რკინიგზა (დაშალეს 1930-იან წლებში)[1].

წისქვილის მშენებლობა დაიწყო 1899 წელს. 1900 წლის 20 ივლისს წისქვილი ექსპლუატაციაში შევივა, ხოლო ფქვილის გაყიდვა დაიწყო 1900 წლის 1 აგვისტოდან. წისქვილი მუშაობდა 1907 წლის 8 აგვისტოს ხანძრამდე, რომლის შედეგად წისქვილიდან მხოლოდ ქვის ნარჩენებიღა დარჩა[2].

ამავე ადგილზე 1908 წელს ააშენეს ახალი შენობა, მიუხედავად იმისა, რომ შენობას კვლავ წისქვილს უწოდებდნენ, შენობა უკვე მრავალფუნქციური იყო აქ ამუშავებდნენ თევზს, ხორცს, ასევე აქ იყო მზა პროდუქტების საწყობი[2]. 1911 წელს საწარმოში მუშაობდა 78 მუშა, სამუშაო დრო იყო 10,5 საათი.

წისქვილის შენობა ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა, რომელიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აიგო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მშენებლობის სტილი ახალი იყო, თავად შენობა ტიპური იყო XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურისათვის, მსგავში შენობები შენდებოდა ამ პერიოდის რუსეთის იმპერიაში.

საბჭოთა პერიოდში მოახდინეს წისქვილის ნაციონალიზაცია, სტალინგრადის წისქვილებს შორის მას მიენიჭა ნომერი 4. 1929 წელს მიანიჭეს კონსტანტინე გრუდინინის სახელი.

სტალინგრადის ბრძოლა რედაქტირება

1930-იან წლებში ბალკანის რაიონის ძლიერ შეიცვალა. 1932 წელს დაანგრიეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც იდგა თანამედროვე ლენინის ძეგლსა და პავლოვის სახლს შორის, მოედანს გადაარქვეს სახელი და უწოდეს „9 იანვრის მოედანი“ (1905 წლის სისხლიანი კვირის პატივისცემის ნიშნად) . მოედანზე ააგეს ორი ოთხსართულიანი შენობა (დღეს პავლოვის სახლი). დღევანდელი ოფიცერთა სახლის ადგილზე ააშენეს ორსართულიანი სახლი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ააშენეს ოთხსართულიანი შენობა (ორივე დაინგრა ომის დროს, არ აღუდგენიათ). წისქვილის სამხრეთით ააშენეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობა (არ აღუდგენიათ) და სახელმწიფო ბანკის შენობა (დაინგრა, არ აღუდგენიათ). ჩრდილოეთით რკინიგზელთა სახლი ააშენეს (არ აღუდგენიათ)[3].

წისქვილი მუშაობდა 1942 წლის 14 სექტემბრამდე, ამ დღეს მას ფუგასური ბომბი დაეცა, რამაც გამოიწვია ხანძარი და მუშაობის შეჩერება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Павлов Я. Ф. В Сталинграде (Фронтовые записки). — Сталинград: Областное книгоиздательство, 1951. — 32 с. — 20 000 экз.
  • Афанасьев И. Ф. Дом Солдатской славы. — Нижне-Волжское кн. изд-во, 1966. — 174 с.
  • Родимцев А. И. Дом солдатской доблести М.: ДОСААФ, 1969. — 192 с. Тираж 100 000 экз.
  • Олейников П. П. Архитектурное наследие Сталинграда — ГБУК «Издатель», ОАО «Югполиграфиздат» ISBN 978-5-9533-0958-4
  • Панченко Ю. А. «163 дня на улицах Сталинграда»
  • Савин М. В., Кравцов В. М. «Бои в Сталинграде.(Из опыта боёв Отечественной войны)» — 1944 г.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. План Царицына 1913 год..
  2. 2.0 2.1 Музей "Сталинградская битва". Фильм "Мельница Гергардта. Взгляд сквозь время"..
  3. П.П. Олейников. Архитектурное наследие Сталинграда. — 2012.