გერმანულენოვანი სამყარო

გერმანულენოვანი სამყარო წარმოადგენს გეოგრაფიულ სივრცეს, სადაც ძირითადად გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ.

დღესდღეობით გერმანულ ენაზე საუბრობენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკაში, ლიხტენშტაინის სამთავროში და შვეიცარიის კონფედერაციის გერმანულენოვან კანტონებში.

ისტორიის მსვლელობაში გერმანულენოვანი სამყაროს მოცულობა, ისევე როგორც გერმანული ენის პოზიციები მკვეთრად შეიცვალა, განსაკუთრებით შემცირდა ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1945 წლის შემდეგ.

უწინდელი გერმანულენოვანი მხარეები დღეს ეკუთვნის პოლონეთს, რუსეთს, უკრაინას, ჩეხეთს, სლოვაკიას, უნგრეთს, რუმინეთს, იტალიას (სამხრეთი ტიროლი), საფრანგეთს, ბელგიას, ლუქსემბურგსა და დანიას.

ზოგ ამ ქვეყანაში გერმანულ ენას გააჩნია სახელმწიფოსაგან მინიჭებული ენობრივი უმცირესობის სტატუსი, მაგრამ ძირითადად ეს ის ქვეყნებია, საიდანაც არ გამოუდევნიათ გერმანულენოვანი მოსახლეობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება