გერმანიის ფედერალური კანცლერი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუნდესკანცლერი.

ბუნდესკანცლერი (გერმ. Bundeskanzler; ქართ. ფედერალური კანცლერი) — მთავრობის მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ბუნდესკანცლერს ირჩევს ბუნდესტაგი. იგი აყალიბებს გერმანიის მთავრობას. ბუნდესკანცლერი არის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი. იგი წარმოადგენს გერმანიას სხვა ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან შეხვედრებზე, ასევე საერთაშორისო სამიტებზე. 2021 წლიდან კანცლერი არის ოლაფ შოლცი.

ფედერალური კანცელარია

2001 წლიდან კანცლერის ოფისი განთავსებულია ფედერალური კანცელარიის ახალ შენობაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება