გერმანიის პოლიტიკური სისტემა

გერმანიის პოლიტიკური სისტემა შედგება სამი ძირითადი ბირთვისგან: პოლიტიკური ინსტიტუტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შინაარსი.

გერმანიის პოლიტიკური ორგანიზაციული წყობა არის ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია. გერმანიას ასევე უწოდებენ პარტიული დემოკრატიის ქვეყანას, ვინაიდან ერთმანეთთან ძლიერ კონკურენციაში მდგომა პოლიტიკურ პარტიებს დიდი გავლენა აქვთ ქვეყნის ცხოვრებაზე. არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა კონკურენტი პარტიების მიერ კოალიციური მთავრობის შექმნა. გერმანიის პარლამენტი – ბუნდესტაგი ირჩევს ბუნდესკანცლერს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას ფედერალურ დონეზე (ე.წ. დირექტივების კომპეტენცია) და წარადგენს ბუნდესმინისტრების კანდიდატურებს. ფედერაციის (გერმ. Bund) ინსტიტუციები და კომპეტენციების გადანაწილება ფედერალურსა და ბუნდესლანდებს (ფედერალური მიწები) შორის რეგულირდება კონსტიტუციით (გერმ. ძირითადი კანონი, Grundgesetz). ძირითადი კანონის დაცვას ზედამხედველობს ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო. გერმანია ევროპის კავშირის წევრია და თავისი უზენაესი წარმომადგენლობითი უფლებების ნაწილი გადაცემული აქვს სახელმწიფოთა ამ კავშირისათვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება