გერმანიის ეროვნული ჰიმნი

გერმანიის ეროვნული ჰიმნი (გერმ. Deutsche Nationalhymne) დროშასა და გერბთან ერთად გერმანიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. მიღებულ იქნა 1991 წელს და წარმოადგენს ძველი გერმანული სიმღერის „დოიჩლანდლიდის“ მესამე სტროფს, რომელიც აუგუსტ ჰაინრიხ ჰოფმან ფონ ფალერსლებენის მიერაა დაწერილი. მელოდია, რომელიც იოზეფ ჰაიდნს ეკუთვნის, ძველად გერმანიის იმპერიის ჰიმნს წარმოადგენდა.

გერმანიის ჰიმნის ნოტები
გერმანიის ჰიმნის აკუსტიკური ვერსია

ტექსტი რედაქტირება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰიმნის ტექსტი აღებულია გერმანული ლექსის Das Lied der Deutschen-ის (გერმანელთა სიმღერა, უფრო ცნობილი დოიჩლანდლიდის სახელწოდებით) ბოლო სტროფიდან. ლექსი დაწერილია აუგუსტ ჰაინრიხ ჰოფმან ფონ ფალერსლებენის მიერ კუნძულ ჰელგოლანდზე, 1841 წელს.

Einigkeit und Recht und Freiheit
für das deutsche Vaterland!
Danach lasst uns alle streben
brüderlich mit Herz und Hand!
Einigkeit und Recht und Freiheit
sind des Glückes Unterpfand:
Blüh im Glanze dieses Glückes,
Blühe, deutsches Vaterland!

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება