გერმანიის გაერთიანება (1871)

გერმანიის გაერთიანება (გერმ. Deutsche Einigung) — პოლიტიკური პროცესი, რომელიც დასრულდა გერმანულენოვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების გადაქცევით გერმანიის იმპერიად, ფედერალური სახელმწიფოს მახასიათებლების მქონე სახელმწიფოდ, რომელშიც პრუსია დომინანტურ როლს თამაშობდა. ოფიციალურად გამოცხადდა 1871 წლის 18 იანვარს, საფრანგეთის ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში. ახლადშექმნილმა სახელმწიფომ ჩაანაცვლა გერმანიის კონფედერაცია, სუვერენულ სახელმწიფოთა მყიფე ასოციაცია და უაღრესად დეცენტრალიზებული საღვთო რომის იმპერია. საფრანგეთ-პრუსიის ომში პრუსიის გამარჯვების შემდეგ გერმანიის სახელმწიფოთა მთავრები (ავსტრია-უნგრეთისა და მისი ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის, რომელიც ითვლებოდა გერმანულენოვანი პოლიტიკური ერთეულების ფორმალურ სუზერენად, გამოკლებით) შეიკრიბნენ ცერემონიაზე სადაც ვილჰელმ I და ჰოჰენცოლერნის სახლი გერმანიის იმპერატორად აღიარეს.

Political map of central Europe showing the 26 areas that became part of the united German Empire in 1891. Prussia based in the northeast, dominates in size, occupying about 40% of the new empire.
გერმანიის იმპერია 1871-1918 წლებში

843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ ათასწლეულის განმავლობაში არსებობდა გერმანულენოვანი პოლიტიკური ერთეულების კონფედერაციული სივრცე; მიუხედავად ამისა, 1800-იანი წლების მოვლენებამდე არ არსებობდა საერთო გერმანული იდენტობა, რაც განპირობებული იყო სამთავროების ავტონომიური ხასიათით. საღვთო რომის იმპერიის ის მაცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ იმპერატორის მიერ პირდაპირ მართულ ტერიტორიებზე არ ცხოვრობდნენ, საკუთარ თავს აიგივებდნენ საკუთარ მმართველთან და არა გერმანულ სახელმწიფოსა თუ იმპერატორთან. იმპერიის მთიანმა რელიეფმა ასევე განაპირობა იზოლირებული საზოგადოებების ჩამოყალიბება, სადაც გამოიკვეთა კულტურული, ენობრივი, საგანმანათლებლო და რელიგიური განსხვავებები. ამ დაყოფას დაერქვა „ქლეინშტატერაის პრაქტიკა“ (გერმ. Kleinstaaterei), ან „პატარა სახელმწიფოების პრაქტიკა“. XIX საუკუნეში ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების გაუმჯობესებამ ეს ტერიტორიები დააკავშირა და დააახლოვა.

ეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა 1806 წელს საფრანგეთის მიერ საღვთო რომის იმპერიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ. 1815 წელს, საფრანგეთის დამარცხებისა და გერმანიის კონფედერაციის აღდგენის მიუხედავად, გერმანიაში ნაციონალიზმის უპრეცედენტო ტალღა დაიწყო. XIX საუკუნის შუა წლებში გამოჩნდნენ მოძრაობები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცენტრალიზაციას, ჰაბსგურგების დინასტიასთან ერთად, ან ამ დინასტიის გარეშე.

ავსტრიის მეტოქე გერმანულენოვანმა ძალამ, პრუსიამ, ჰაბსბურგების ყოფილმა ვასალმა, დაიწყო გერმანიის კონფედერაციის შესუსტება როგორც შიგნიდან, ისე გარედან. 1818 წელს პრუსიამ „ცოლფერაინის“ საბაჟო კავშირი შექმნა. მოგვიანებით ეს კავშირი კიდევ უფრო გაფართოვდა და ტრადიციულად ავსტრიის გავლენის ქვეშ მყოფი გერმანული პოლიტიკური ერთეულები მიიერთა. ამ კავშირმა შეამცირა კონკურენცია გერმანულენოვან სახელმწიფოებს შორის და მათ შიგნით.

საღვთო რომის იმპერიის დაშლასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური გაუგებრობების მიუხედავად, დაშლილი იმპერიის გერმანულენოვანი რაიონების მოსახლეობას ჰქონდა საერთო ენობრივი, კულტურული და იურიდიული ტრადიცია, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა საფრანგეთის რევოლუციური ომებისა და ნაპოლეონური ომების დროს. ევროპულმა ლიბერალიზმმა შექმნა გაერთიანების ინტელექტუალური საფუძველი სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციის დინასტიური და აბსოლუტიზმის მოდელების გამოწვევით; მისმა გერმანულმა მანიფესტაციამ ხაზი გაუსვა ტრადიციის, განათლებისა და ხალხთა ენობრივი ერთიანობის მნიშვნელობას გეოგრაფიულ რეგიონში. გაერთიანებამ გამოავლინა დაძაბულობა ახალი ერის მკვიდრთა შორის რელიგიური, ენობრივი, სოციალური და კულტურული განსხვავებების გამო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 1871 წელი, უფრო დიდი კულტურული გაერთიანების პროცესების მხოლოდ ერთი მომენტია. გადაადგილების ახალმა მეთოდებმა ხელი შეუწყო ბიზნესსა და მოგზაურობას, რამაც გაზარდა კომუნიკაცია გერმანულენოვან ხალხებს შორის მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით.

ვენის კონგრესისა და ნაპოლეონური ომების შედეგები ხელს უწყობდნენ დიპლომატიური გავლენის სფეროების მოდელის დამტკიცებას, რომელშიც ავსტრიის ჰაბსგურგების დინასტია ცენტრალური ევროპის გერმანულენოვან სივრცეში. ვენის კონგრესმა არ გაითვალისწინა პრუსიის მზარდი ძალა და როლი და უარი განაცხადეს გერმანიის სახელმწიფოების მეორე კონფედერაციის შექმნაზე, რომელიც პრუსიის გავლენის ქვეშ იქნებოდა. მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განჭვრეტა, რომ პრუსია შეეცილებოდა ავსტრიას გერმანულენოვან სივრცეში დომინირებას. ავსტრია-პრუსიის დაპირისპირებამ გერმანიის გაერთიანების ორი გადაწყვეტილება წარმოშვა: გერმ. Kleindeutsche Lösung, მცირე გერმანიის გადაწყვეტილება (გერმანია ავსტრიის გარეშე), ან გერმ. Großdeutsche Lösung, დიდი გერმანიის გადაწყვეტილება (გერმანია ავსტრიასთან ერთად).

ისტორიკოსები მსჯელობენ, ჰქონდა თუ არა ოტო ფონ ბისმარკს, პრუსიის მინისტრს, გეგმა 1866 წელს, ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციის გაფართოებასთან დაკავშირებით. მათ დაასკვნეს, რომ ბისმარკის Realpolitik-ის განსაკუთრებული მნიშვნელობის გარდა, გერმანიის გაერთიანების პროცესში მნიშნველოვანი როლი ასევე განაპირობა იმ ცვლილებებმა და პროგრესმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნეში.

გერმანული ნაციონალიზმის მანიფესტაციამ, როგორც რეაქციამ ფრანგულ და დანიურ ნაციონალიზმზე, პრუსიის სამხედრო წარმატებებთან ერთად, ხელი შეუწყო პრუსიის ირგვლივ გერმანულენოვანი სივრცის გაერთიანების იდეის მხარდაჭერას. მეექვსე კოალიციის ომში ერთიანი ბრძოლის გამოცდილებამ ასევე ხელი შეუწყო გერმანულენოვანი სივრცის გაერთიანების იდეას.

1871 წელს, ავსტრიის გარეშე გერმანიის გაერთიანებამ, საბოლოოდ გადაჭრა ავსტრიისა და პრუსიის დაპირისპირების დუალიზმი და საფუძველი ჩაუყარა ერთიან გერმანიის იმპერიას, რომელშიც დომინანტურ როლს პრუსია თამაშობდა.

რაიხსტაგი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

გერმანიის ისტორია

ანტიკური დრო
ძველი გერმანელები
მიგრაციის პერიოდი
ფრანკთა სახელმწიფო
შუა საუკუნეები
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
საღვთო რომის იმპერია
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
რაინის კავშირი
გერმანიის კავშირი
გერმანიის რევოლუცია 1848/49
ჩრდილო გერმანიის კავშირი
გერმანიის გაერთიანება (1871)
გერმანიის რაიხი
გერმანიის იმპერია
პირველი მსოფლიო ომი
ვაიმარის რესპუბლიკა
მესამე რაიხი
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ოკუპაცია
დას. გერმანია + აღმ. გერმანია
გერმანიის გაერთიანება (1990)
თანამედროვეობა
გერმანია
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ქრონოლოგია რედაქტირება

 
გერმანია, გერმანული ნაციის პერსონიფიკაცია, გვევლინება ფილიპ ვეიტის ფრესკაში (1834–36). მას უჭირავს ფარი, რომელზეც დატანილია გერმანიის კონფედერაციის გერბი. ფარები, რომლებზეც ის დგას, არიან რომის იმპერიის შვიდი ტრადიციული კურფიურსტების მკლავები.

გერმანულენოვანი ცენტრალური ევროპა XIX საუკუნის დასაწყისში რედაქტირება

 
საღვთო რომის იმპერიის რუკა, 1789 წელს. რუკაზე ნათლად ჩანს ჰაბსბურგების მონარქია (ნარინჯისფრად) და პრუსიის სამეფო (ლურჯად).

1803 წლამდე გერმანულენოვან ცენტრალურ ევროპაში შედიოდა 300-ზე მეტი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, რომელთა უმეტესობა საღვთო რომის იმპერიის ან ჰაბსბურგის ფართო მემკვიდრეობითი სამფლობელოების ნაწილი იყო. ამ სუბიექტებში მოიაზრებოდა, როგორც, მცირე ტერიტორიები, ასევე საკმაოდ მძლავრი და დიდი ტერიტორიები, მაგალითად: ბავარიისა და პრუსიის სამეფო. ასევე განსხვავდებოდა ამ სუბიექტთა მმართველობის ფორმები. იმპერიის ოლქების (გერმ. Reichskreise) ორგანიზაციის საშუალებით, სახელმწიფოთა ჯგუფებმა გააერთიანა რესურსები და დააწინაურა რეგიონალური და ორგანიზაციული ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და თავდაცვა.[3]

მეორე კოალიციის ომი (1799–1802) ნაპოლეონის მარცხით დასრულდა. ლუნევილის ზავმა (1801) და 1803 წლის მედიატიზაციამ საეკლესიო სამთავროების სეკულარიზაცია მოახდინა და გააუქმა უმეტესი თავისუფალი საიმპერატორო ქალაქები. ეს ტერიტორიები მათ მკვიდრებთან ერთად დინასტიური სახელმწიფოებს მიუერთდა. ამ მოვლენებმა განსაკუთრებით გააძლიერა ვიურტემბერგისა და ბადენის ტერიტორიები. 1806 წელს, პრუსიაში წარმატებული შეჭრისა და პრუსიის დამარცხების შემდგომ, დაიდო პრესბურგის საზავო ხელშეკრულბეა, რამაც განაპირობა რაინის კონფედერაციის შექმნა. ამ ყველაფერს მოჰყვა წევრ-სახელმწიფოთა იმპერიიდან გამოყოფა, რამაც საბოლოოდ საღვთო რომის იმპერიის დაშლა გამოიწვია.[4]

გერმანული ნაციონალიზმის ზრდა, ნაპოლეონის სისტემის პირობებში რედაქტირება

საფრანგეთის იმპერიის ჰეგემონიის პირობებში (1804–1814) ძალიან პოპულარული გახდა გერმანული ნაციონალიზმის იდეა რეორგანიზებულ გერმანულ სახელმწიფოებში. გაჩნდა აზრი, რომ „გერმანია“ ერთიანი სახელმწიფოა.

 
ერების ბრძოლის მონუმენტი, აღმართეს 1913 წელს, გერმანელი ხალხის საპატივცემულოდ, ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის.

არსებობდა მოსაზრება, რომ საერთო ენა, ერის საფუძველი იყო, მაგრამ როგორც XIX საუკუნის გერმანიის თანამედროვე ისტორიკოსებმა აღნიშნეს, ამ რამდენიმე ასეული პოლიტიკური ერთეულის გაერთიანებას ენათმეცნიერებაზე მეტი სჭირდებოდა.[5] საფრანგეთის ჰეგემონიის პერიდოში, გერმანულენოვანი ცენტრალური ევროპის არსებობამ ხელი შეუწყო ფრანგი დამპყრობლების განდევნას. ნაპოლეონის ლაშქრობები პოლონეთში (1806-1807), დასავლეთ გერმანიაში, იბერიის ნახევარკუნძულსა და რუსეთში, ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდა. ნაპოლეონის კონტინენტურმა სისტემამ თითქმის გაანადგურა ცენტრალური ევროპის ეკონომიკა. რუსეთში შეჭრაში 125 000 გერმანელის მონაწილეობა, შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ევროპის ნაპოლეონისაგან განთავისუფლების პროცესის საწყის წერტილად.[6] The creation of student militias such as the Lützow Free Corps exemplified this tendency.[7]

დროთა განმავლობაში შესუსტდა ფრანგთა გავლენა გერმანელ მთავრებზე. 1813 წელს ნაპოლეონი შეეცადა გერმანელების ფრანგულ „ორბიტაზე“ დაბრუნებას. იმავე წელს დაიწყო ლაიფციგის ბრძოლა, რომელსაც 500 000 ადამიანი შეეწირა. ამ მოვლენებს მოჰყვა ნაპოლეონის მთავრობის დამარცხება და ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლება. ვატერლოოსა და ლაიფციგის ბრძოლებმა ენთუზიაზმით აავსო გერმანელი ხალხები და გერმანული ნაციონალიზმი კიდევ უფრო გააძლიერა (ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბორუსიული მითი, რომელიც პრო-პრუსიელ ისტორიკოსებმა შექმნეს).[8]

ცენტრალური ევროპის რეორგანიზაცია და გერმანული დუალიზმის აღმასვლა რედაქტირება

 
გერმანიის კავშირის გერბი სახელწოდებით Deutscher Bund

ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, ვენის კონგრესმა შექმნა ახალი ევროპული პოლიტიკურ-დიპლომატიური სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ძალთა ბალანსზე. ამ სისტემამ შეცვალა ევროპის გავლენის სფეროები, რაც, ზოგ შემთხვევაში, თრგუნავდა სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის გერმანელებისა და იტალიელების მისწრაფებებს.[9] გაფართოებული პრუსია და 38 სხვა სახელმწიფო გაერთიანდა და მოექცა ავსტრიის გავლენის ქვეშ. კონგრესმა დააარსა თავისუფალი გერმანიის კონფედერაცია (1815–1866), რომელსაც ავსტრია მეთაურობდა და რომლის ხელმძღვანელობაც (პარლამენტი) დაფუძნდა ქალაქ ფრანკფურტში. ჰაბსბურგების მიერ იმპერატორული მმართველობის აღიარებისდა გამო, ავსტრიის იმპერატორები გახდნენ ამ პარლამენტის ტიტულოვანი პრეზიდენტები. ავსტრიის ბატონობამ ვერ გაითვალისწინა პრუსიის გამოჩენა XVIII საუკუნის საიმპერატორო პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც საუკუნის დასაწყისში ბრანდენბურგის არჩეული პრინცი პრუსიაში გამეფდა, მათი სამფლობელოები სტაბილურად გაიზარდა ომებისა და მემკვიდრეობითობის პრინციპის შედეგად. ფრედერიკ დიდის მმართველობისას პრუსიის კონსოლიდირებული ძალა განსაკუთრებით აშკარა გახდა შვიდწლიან ომის პერიოდში.[10] მაშინ, როდესაც მარია ტერეზა და იოზეფი ცდილობდნენ აღედგინათ ჰაბსბურგთა ჰეგემონია საღვთო რომის იმპერიაში, 1785 წელს ფრედერიკი დაუპირისპირდა ფიურსტენბუნდის (მთავართა კავშირის) შექმნას. ავსტრო-პრუსიულმა დუალიზმმა მყარად გაიდგა ფესვები ძველ იმპერიულ პოლიტიკაში. ძალაუფლების მანევრების ეს ბალანსი განასახიერა ბავარიის მემკვიდრეობისთვის ომმა, იგივე „კარტოფილის ომმა“. საღვთო რომის იმპერიის აღსასრულის შემდეგაც კი ამ კონკურენციამ გავლენა იქონია მეცხრამეტე საუკუნეში ნაციონალისტური მოძრაობების ზრდასა და განვითარებაზე.[11]

რეორგანიზაციის პრობლემა რედაქტირება

 
1817 წლის ოქტომბერში, 500-მდე სტუდენტი შეიკრიბა ვარტბურგის ციხესიმაგრეში ეროვნული ერთიანობის მხარდასაჭერად. ეს ადგილი სიმბოლური იყო, ვინაიდან უკავშირდებოდა გერმანულ ეროვნულ ხასიათს.[12]

მიუხედავად პარლამენტის ასამბლეის ნომეკლატურისა, ინსტიტუტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც საყოველთაოდ არჩეულ წარმომადგენელთა ჯგუფი. ბევრ შტატს არ ჰქონდა კონსტიტუცია და მათ, ვისაც ჰქონდათ, მაგალითად ბადენის საჰერცოგოს, საარჩევნო უფლები ენიჭებოდა მხოლოდ მათ, ვინც მატერიალურად „ძლიერი“ ფენის წარმომადგენლები იყო, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ელექტორატზე.[13] გარდა ამისა, ეს არაპრაქტიკული ვითარება არ ასახავდა პრუსიის რეალურ სტატუსს საერთო სქემაში. მიუხედავად იმისა, რომ პრუსიის არმია უშანსოდ დამარცხდა 1806 წელს იენა-აუერშტედტის ბრძოლაში, მან შეძლო და გაიძლიერა პოზიციები ვატერლოოს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ პრუსიის ლიდერები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ გერმანიის პოლიტიკაში.[14]

ნაპოლეონის პერიოდში გერმანელთა გამოცდილებით სტიმულირებულმა გერმანულმა ნაციონალიზმმა, რომელიც თავდაპირველად ლიბერალიზმთან ასოცირდებოდა, გააუმჯობესა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობები გერმანიის სახელმწიფოებში.[15] ბურშენშაფტის სტუდენტურმა ორგანიზაციებმა და პოპულარულმა დემონსტრაციები (მაგალითად, ვატბურგის ციხესიმაგრესთან გამართული დემონსტრაცია 1817 წლის ოქტომბერში) შეიძლება ჩაითვალოს გერმანულენოვანი ხალხების ერთიანობის განმტკიცებად ცენტრალურ ევროპაში. გარდა ამისა, 1813 წლის გერმანიის კამპანიის დროს გაცემულმა დაპირებებმა გამოიწვია ხალხში სუვერენიტეტის მოპოვების მოლოდინი და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა. ეს დაპირებები ძირითადად შეუსრულებელი დარჩა მშვიდობის მიღწევის შემდეგაც. სტუდენტური ორგანიზაციების კონსერვატიულმა ხელმძღვანელობამ შეაშინა ისეთი პირები, როგორებიც არიან კლემენს ვენცელი, პრინცი ფონ მეტტერნიხი. მათ ეშინოდათ ეროვნული განწყობების ამაღლებისა. 1819 წლის მარტში რადიკალი სტუდენტის მიერ გერმანელი დრამატურგის ავგუსტ ფონ კოცებუეს მკვლელობას, 1819 წლის 20 სექტემბერს მოჰყვა კარლსბადის განკარგულებების გამოცხადება, რამაც ხელი შეუშალა ნაციონალისტური მოძრაობის ინტელექტუალურ მართვას.[16]

მეტერნიხმა შეძლო მკვლელობაზე არსებული რეაქციის გამოყენება და გაამყარა კანონმდებლობა, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა პრესა და როგორც ლიბერალური, ასევე ნაციონალისტური მოძრაობები. შესაბამისად, ამ განკარგულებამ შეძლო ბურშენშაფტენის მიწისქვეშეთქი „განდევნა“, ნაციონალისტური პრესის შეზღუდვა, ცენზურის გამკაცრება და აკადემიურ გამოსვლათა (რომლებიც ეხებოდა ნაციონალისტურ მოტივებს) აკრძალვა.[17]

ეკონომიკური თანამშრომლობა: საბაჟო კავშირი რედაქტირება

 
გერმანიის კონფედერაციის საზღვრები. პრუსია ლურჯია, ავსტრია-უნგრეთი ყვითელი, ხოლო დანარჩენი კი ნაცრისფერი

გერმანული შტატების გაერთიანების ერთ-ერთ მეთოდად შეიძლება ჩავთვალოთ - „ცოლფერაინი“, რომელმაც შექმნა ეკონომიკური ერთიანობის განცდა. თავდაპირველად პრუსიის ფინანსთა მინისტრის მიერ ჩაფიქრებული გეგმა ჰოჰენცოლერნისა და პრუსიის დაკავშირებისა, „ცოლფერაინმა“ აქცია რეალობად. შემდგომი ოცდაათი წლის განმავლობაში, ამ ერთობას გერმანიის სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. ამ კავშირმა ხელი შეუწყო გერმანიის სახელმწიფოებს შორის პროტექციონისტული ბარიერების შემცირებას, განსაკუთრებით გაუმჯობესდა ნედლეულისა და მზა საქონლის ტრანსპორტირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო განვითარებადი ინდუსტრიული ცენტრებისთვის, რომელთა უმეტესობა განლაგებული იყო პრუსიის რაიონებში, რაინლანდში, საარში და რურის ხეობებში.[18] სანაპიროდან შორს არსებული შტატები ყველაზე ადრე შეუერთდნენ საბაჟო კავშირს. გაწევრიანება უფრო მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოთათვის, ვინაიდან საბაჟო კავშირის საგარეო ტარიფი ხელს უშლიდა მოვაჭრეებს სანაპიროზე გასვლაში (რაც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლეოდა). ამრიგად, 1836 წლისთვის პრუსიის სამხრეთით მდებარე ყველა სახელმწიფო (გარდა ავსტრიისა) გაწევრიანდა საბაჟო კავშირში.[19]

ამის საპირისპიროდ, სანაპირო სახელმწიფოებს უკვე ჰქონდათ წვდომა საერთაშორისო ბაზარზე და არ სურდათ დაეტვირთათ მომხმარებლები და მწარმოებლები გადასახადებით, რომლის გადახდა „ცოლფერაინის“ საბაჟო საზღვრებს შიგნით მყოფ ქვეყნებს უწევდათ. ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ჰანოვერმა შექმნა საკუთარი საბაჟო კავშირი - „საგადასახადო კავშირი“ ან „სტიუერვეინი“ - 1834 წელს, ბრუნსვიკთან და ოლდენბურგთან ერთად. საგარეო ტარიფები მზა საქონელზე და საზღვარგარეთულ ნედლეულზე „ცოლფერაინზე“ დაბალი იყო. ბრუნსვიკი შეუერთდა „ცოლფერაინის“ საბაჟო კავშირს 1842 წელს, ხოლო ჰანოვერი და ოლდენბურგი ამ კავშირში გაწევრიანდნენ 1854 წელს.[20] 1866 წლის ავსტრო-პრუსიის ომის შემდეგ, კი შლეზვიგი. ჰოლშტაინი და ლაუნენბურგი პრუსიას შეუერთეს და შესაბამისად, საბაჟო კავშირსაც შეუერთდნენ. მეკლენბურგის სახელმწიფოები და ჰამბურგისა და ბრემენის ქალაქები გვიან შეუერთდნენ საბაჟო კავშირს, რადგან ისინი საერთაშორისო ვაჭრობაზე იყვნენ დამოკიდებულნი. მეკლენბურგი შეუერთდა 1867 წელს, ხოლო ბრემენი და ჰამბურგი, კი 1888 წელს.[19]

გზები და რკინიგზები რედაქტირება

XIX საუკუნის დასაწყისისთვის გერმანიის გზები საგრძნობლად გაუარესდა. მოგზაურები, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ჰერსტრაჟენის შტატის სამხედრო გზებზე, რომელთა კარგ მდგომარეობაში ყოფნა არამარტო სამხედროებს უადვილებდა გადაადგილებას, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. დროთა განმავლობაში გზები გაუმჯობესდა. 1816 წელს, მყარი ზედაპირის მქონე გზა პრუსიაში 3 800 კილომეტრიდან გაიზარდა 16 600 კილომეტრამდე, რაც ნაწილობრივ დაეხმარა „მაკადამის“ გამოგონებას. 1835 წლისთვის ჰენრიხ ფონ გაგერნი წერდა, რომ გზები იყო „სხეულის ვენები და არტერიები...“ და იწინასწარმეტყველა, რომ ისინი ხელს შეუწყობდნენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და კეთილდღეობას.[21] ხალხთა გადაადგილების გახშირებასთან ერთად, ბუნებრივად გაიზარდა ამ ხალხთა შორის კავშირები. გაუმჯობესდა წყლის ტრანსპორტიც. 1820-იან წლებში, ნაპოლეონის ბრძანებით, მდინარე რაინზე გამოჩნდა ორთქლის ძრავები, რამაც წყლით გადაადგილება ბევრად უფრო მარტივი გახადა. 1846 წლისთვის 180 ორთქლმავალი მოძრაობდა გერმანიის მდინარეებსა და კონსტანტის ტბაზე, ხოლო არხების ქსელი გაფართოვდა დუნაიში, ვეზერსა და მდინარე ელბაში.[22]

 
ამ ნახატზე შემოთავაზებული იყო სატირული კომენტარი ბილეთების ბარიერების შესახებ გერმანიის მრავალ შტატში, დაახლოებით 1834 წლისთვის.

აშკარაა, რომ ეს პროგრესი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ისინი მაინც ვერ უწევდნენ რკინიგზას კონკურენციას. გერმანელმა ეკონომისტმა ფრიდრიხ ლისტმა რკინიგზებსა და საბაჟო კავშირს „სიამის ტყუპები“ უწოდა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან ურთიერთობას ერთმანეთთან.[23] ლისტის მოსაზრებას იზიარებდა პოეტი ავგუსტ ჰენრიხ ჰოფმან ფონ ფალერსლებენი, რომელმაც თავის პოემაში „ცოლფერაინისთვის“ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.[24] მეორე იმპერიის ისტორიკოსებმა რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს რკინიგზა, როგორც ერთიანი სახელმწიფოს პირველი მაჩვენებელი.[25] ყველა ენთუზიაზმით არ შეჰხვდა რკინის „ურჩხულს“. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ ვერანაირი უპირატესობა ვერ დაინახა იმაში, რომ ბერლინიდან პოტსდამამდე რამდენიმე საათით სწრაფად შეიძლებოდა მოხვედრა, ხოლო მეტერნიხმა საერთოდ უარი თქვა მატარებლით მგზავრობაზე. სხვები მსჯელობდნენ, იყო თუ არა რკინიგზა „ბოროტება“, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პეიზაჟს. ნიკოლაუს ლენაუსი, 1838 წელს გამოქვეყნებული პოემაში - „An Frühling“ (გაზაფხულზე), მწუხარებას გამოთქვამდე იმის გამო, რომ მატარებლებმა გაანადგურეს გერმანიის ტყეების ხელუხლებელი სიმშვიდე.[26]

ბავარიის ლუდვიგის რკინიგზამ, რომელიც იყო პირველი სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო ხაზი გერმანულ მიწებში, დააკავშირა ნიურნბერგი და ფიურტი 1835 წელს. მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო გზის სიგრძე მხოლოდ 6 კილომეტრს შეადგენდა და მხოლოდ დღისით მუშაობდა, ის მაინც მომგებიანი და პოპულარული გამოდგა. სამი წლის განმავლობაში დაიგო 141 კმ სიგრძის, 1840 წლისთვის 462 კმ სიგრძის, ხოლო 1860 წლისთვის 11 157 კმ სიგრძის სარკინიგზო გზები. გეოგრაფიულად ცენტრალურ-ორგანიზაციული მახასიათებლის არარსებობის გამო (მაგალითად, დედაქალაქის), რელსები გაყვანილი იქნა ქსელებად, რომლებიც აკავშირებდა ქალაქებსა და ბაზრებს რეგიონებთან, რეგიონებს უფრო დიდ რეგიონებთან და ა.შ. სარკინიგზო ქსელის გაფართოებისთანავე, საქონლის ტრანსპორტირება გაიაფდა: 1840 წელს თითო კილომეტრზე 18 პფენინგი, ხოლო 1870 წელს ხუთი პფენინგი. რკინიგზის განვითარებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია იმ დროინდელ ვითარებაზე. მაგალითად, ნედლეულის გადაზიდვა რურის ხეობაში ზედმეტი ძალისხმევისა და გადატვირთვა, გადმოტვირთვის გარეშე გახდა შესაძლებელი. რკინიგზა ხელს უწყობდა ეკონომიკურ საქმიანობას საქონელზე მოთხოვნის შექმნითა და კომერციის საშუალებებით. 1850 წელს შიდა გადაზიდვებით სამჯერ უფრო დიდი ტვირთის გადატანა მოხერხდა, ვიდრე რკინიგზით; 1870 წლისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და რკინიგზის მიერ გადაზიდული საქონელი ოთხჯერ აღემატობოდა შიდა გადაზიდვებით გადატანილს. სარკინიგზო მოგზაურობამ შეცვალა ის, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქები და ის, თუ როგორ მოგზაურობდა ხალხი. რკინიგზის გავლენა დაეტყო ყველა სოციალურ ფენას. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ზოგიერთ მოშორებულ პროვინციებს რკინიგზა არ ემსახურებოდა 1890 წლამდე, მოსახლეობის უმეტესობა და საწარმოო ცენტრები 1865 წლისთვის სარკინიგზო ქსელს უკავშირდებოდა.[27]

გეოგრაფია, პატრიოტიზმი და ენა რედაქტირება

 
გერმანიის ენობრივი არეალი (მწვანე) და პოლიტიკური საზღვრები (ნაცრისფერი) დაახლოებით 1841 წელს.

მგზავრობის გამარტივებასა და გაიაფებას მოჰყვა ის, რომ გერმანელებმა ერთიანობა დაინახეს ენის გარდა სხვა ფაქტორებშიც. ძმებმა გრიმებმა, რომლებმაც შეადგინეს მასიური ლექსიკონი, ასევე შექმნეს ხალხური ზღაპრებისა და იგავების კრებული, რომელიც ხაზს უსვამდა სხვადასხვა რეგიონების მოთხრობებს შორის პარალელებს.[28] კარლ ბაიდეკერმა დაწერა სახელმძღვანელოები ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონების შესახებ, სადაც აღწერა საცხოვრებელი ადგილები, ღირშესანიშნაობები, ციხეები, ბრძოლის ველები, ცნობილი შენობები და ცნობილი ადამიანების მოკლე ისტორიები.[29]

ასევე აღსანიშნავია, ავგუსტ ჰაინრიხ ჰოფმან ფონ ფალერსლებენის სიტყვები, რომლებიც გამოხატავდა არამხოლოდ გერმანელი ხალხის ენობრივ ერთობას, არამედ მათ გეოგრაფიულ ერთიანობასაც.[30] შეგვიძლია აღვნიშნოთ არამარტო ეს, არამედ სხვა პატრიოტული ნამუშევრები, მაგალითად, მაქს დიე შნეკენბურგერის „Die Wacht am Rhein“ („The Watch on the Rhine“). აქ უკვე გამოჩნდა ტენდენცია სხვა ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებისა, გარდა საერთო ენისა. შნეკენბურგერმა დაწერა „The Watch on the Rhine“ კონკრეტულ პატრიოტულ პასუხად იმის თაობაზე, რომ რაინი იყო საფრანგეთის ბუნებრივი აღმოსავლეთ საზღვარი. 1807 წელს ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტი ამტკიცებდა, რომ ეროვნული ხასიათი ასახავდა გეოგრაფიულ გავლენას რაც მოქმედებდა, როგორც ლანდშაფტისა და ხალხის შემაკავშირებელი რგოლი. ამ იდეის პარალელურად, გაჩნდა მოძრაობები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა ძველი ციხესიმაგრეებისა და ისტორიული ადგილების შენარჩუნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რაინლანდს, სადაც შედგა უამრავი დაპირისპირება საფრანგეთთან და ესპანეთთან.[31]

ფორმერცი და მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალიზმი რედაქტირება

პერიოდი ავსტრიისა და პრუსიის ისტორიაში, 1848 წლის რევოლუციებამდე, ცნობილია, როგორც „ფორმერცი“ (ან „მარტამდე“). ამ პერიოდში, ევროპული ლიბერალიზმი გაძლიერდა. მწვავედ დაისვა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები. ევროპელი ლიბერალების („ფორმერცის“ წევრთა) უმრავლესობა ცდილობდა გაერთიანებას ნაციონალისტური პრინციპების ეგიდის ქვეშ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხელს უწყობდა კაპიტალიზმის პოპულარიზაციას და ცდილობდა ამ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლას. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად დაისვა მამაკაცთა ელექტორატის გაფართოების საკითხი. „ფორმერცის“ წევრთა „რადიკალურობა“ განისაზღვრებოდა იმით, თუ რას ფიქრობდნენ ისინი მამაკაცთა ელექტორალურ პრობლემაზე: რაც უფრო ფართო სპექტრს მისცემდი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მით უფრო რადიკალური იყავი.[32]

ჰამბახის ფესტივალი: ლიბერალური ნაციონალიზმი და კონსერვატიული პასუხი რედაქტირება

 
1832 წელი, პრო-ნაციონალისტი პროტესტანტები მიდიან ჰამბახის ციხის ნანგრევებისკენ. ჭარბობენ სტუდენტები. თან აქვთ „ბურშშშაფტის“ დროშა, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედება თანამედროვე გერმანიის დროშას.

მიუხედავად მნიშვნელოვანი კონსერვატიული რეაქციისა, ერთიანობის იდეები შეერწყა ხალხური სუვერენიტეტის ცნებებს გერმანულენოვან ქვეყნებში. ჰამბახის ფესტივალს (Hambacher Fest) 1832 წლის მაისში 30 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.[33] ამ ფესტივალის მონაწილეებმა აღნიშნეს ძმობა, თავისუფლება და ეროვნული ერთობა. დღესასწაულის მონაწილენი შეიკრიბნენ ჰამბახის ციხესიმაგრის ქვემოთ მდებარე ქალაქში და გაემართნენ ჰამბახის ციხის ნანგრევებისკენ, ბავარიის პფალტის პროვინციაში. დროშების ფრიალით, დრამების და სიმღერის გამოყენებით, მონაწილეებმა დღის უმეტესი ნაწილი ციხის მიდამოებში გაატარეს, სადაც ისმენდნენ ნაციონალისტი ორატორების გამოსვლებს (რომელთა საკმაოდ ფართო სპექტრი, კონსერვატორებიდან დაწყებული, რადიკალებით დამთავრებული არ ერიდებოდა თავისი აზრის გამოთქმას). გამოსვლების საერთო შინაარსი მიგვითითებს ფუნდამენტურ განსხვავებაზე 1830-იანი წლების გერმანულ ნაციონალიზმსა და ივლისის რევოლუციის ფრანგულ ნაციონალიზმს შორის: გერმანული ნაციონალიზმის ფოკუსი ხალხის განათლება იყო; მას შემდეგ რაც მოსახლეობა მიიღებს განათლებას, იმის შესახებ, თუ რა არის მიზანი და როგორ შეიძლება ეს მიზანი იქნას მიღწეული, ისინი ამ მიზანს მიაღწევენ. ჰამბარხის რიტორიკაში ხაზგასმული იყო საკმაოდ მშვიდობიანი ხასიათი გერმანული ნაციონალიზმისა, განსხვავებით, ფრანგული ნაციონალიზმისგან, რომელიც ბარიკადების ჩადგმაში იყვნენ დახელოვნებულნი. გერმანული ნაციონალიზმის მიზანს წარმოადგენდა სოციალურ ჯგუფებს შორის „ხიდების“ აგება.[34]

მეტერნიხმა გამოიყენა ჰამბახში გამართული პოპულარული დემონსტრაცია კონსერვატიული სოციალური პოლიტიკის დასაწყებად (ისევე, როგორც ეს გააკეთა 1819 წელს, კოცებუეს მკვლელობის შემდგომ). 1832 წლის 28 ივნისის „ექვსმა სტატიამ“ პირველ რიგში დაადასტურა მონარქიული ავტორიტეტის პრინციპი. 5 ივლისს, ფრანკფურტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 10 სტატიის დამატებას, რომლებიც ითვალისწინებდა ცენზურის დაწესებას და საზოგადოებრივი გამოსვლების აკრძალვას. გარდა ამისა, წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდნენ მთავრობას, რომელსაც არეულობა ემუქრებოდა.[35] პრინცმა ვრედემ ბავარიის არმიის ნახევარი მიიყვანა პფალცში, პროვინციის „დასამორჩილებლად“. ჰამბაჩის რამდენიმე სპიკერი დააპატიმრეს და გაასამართლეს; ერთ-ერთი დემონსტრანტი - კარლ ჰენრიხ ბრიგგემანი (1810–1887), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და საიდუმლო ბურშშენჩაფის წარმომადგენელი, გაგზავნეს პრუსიაში, სადაც მას ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით შეიწყალეს.[33]

ლიბერალიზმი და პასუხი ეკონომიკურ პრობლემებს რედაქტირება

 
გერმანული კარიკატურა დასცინოდა კარლსბადის ბრძანებულებებს, რომელიც თრგუნავდა გამოხატვის თავისუფლებას.

რამდენიმე სხვა ფაქტორმა გაართულა ნაციონალიზმის წინსვლა გერმანულ შტატებში. ადამიანური ფაქტორები მოიცავდა პოლიტიკურ დაპირისპირებას გერმანიის კონფედერაციის წევრებს შორის, განსაკუთრებით ავსტრიელებსა და პრუსიელებს შორის, სოციალურ-ეკონომიკურ უთანხმოებას სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის. ბუნებრივ ფაქტორებს წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი გვალვა 1830-იან და 1840-იან წლებში, რამაც განაპირობა საკვების პროდუქტების დეფიციტი. შემდგომი გართულებები წარმოიშვა ინდუსტრიალიზაციისა და წარმოების ფორმის შეცვლის შედეგად; ადამიანები, რომლებიც ქალაქებში მუშაობდნენ (და მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო), ტოვებდნენ სოფლებსა და პატარა ქალაქებს და მხოლოდ შაბათ-კვირის ¾ ატარებდნენ საკუთარ მიდამოებში.[36]

რიგითი ადამიანების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დისლოკაცია, გარდამავალი ეკონომიკის თანმსდევმა სიდუხჭირემ და მეტეოროლოგიური კატასტროფების გავლენამ ხელი შეუწყო პრობლემათა რიცხვის ზრდას ცენტრალურ ევროპაში.[37] მთავრობათა უმრავლესობის მარცხმა 1840-იანი წლების საკვების კრიზისთან, მოსახლეობის დიდ ნაწილს დააჯერა, რომ მდიდრარი და ძლიერი ფენის წარმომადგენლებს მათი პრობლემებისადმი ინტერესი არ ჰქონდათ. მაღალი ფენის წარმომადგენელნი, კი კარგად აანალიზებდნენ სიტუაციას. აშკარა იყო, რომ ვერანაირი ცენზურა, პატიმრობა ან ჯარიმა ვერ დაახშობდა საზოგადოების უკმაყოფილებას. ამასთანავე, ნათელი იყო, რომ ავსტრიასა და პრუსიას სურდათ ყოფილიყვნენ ნებისმიერი გაერთიანების ერთპიროვნული ლიდერები.[38]

გაერთიანების პირველი მცდელობები რედაქტირება

ვარტბურგის მიტინგს 1817 წელს და ჰამბახის ფესტივალს 1832 წელს არ გააჩნდა გაერთიანების რაიმე მკაფიო პროგრამა. ჰამბახის მომხსენებელთა განცხადებება ეს უფრო ცხადყო. მხოლოდ გაერთიანების იდეით შექმნილ მათ წარმოდგენებში არ შედიოდა კონკრეტული გეგმები, მაგრამ მაინც არსებობდა იმედი იმისა, რომ ხალხი სწორად მიიღებდა ინფორმაციას (განათლებას), თვითონ მოახდენდა გაერთიანებას დამხმარე გეგმების გარეშე. ბრწყინვალე გამოსვლები, დროშები, სტუდენტთა უხვი რაოდენობა არ გარდაიქმნა ახალ პოლიტიკურ, ბიუროკრატიულ ან ადმინისტრაციულ აპარატად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ფიქრობდა კონსტიტუციის საჭიროებაზე, ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა, 1848 წლამდე, სანამ ნაციონალისტები შეუდგებოდნენ ამ პრობლემის გამოსწორებას.[39]

1484 წლის გერმანული რევოლუციები და ფრანკფურტის პარლამენტი რედაქტირება

 
წინასაპარლამენტო დელეგატები გადადიან ფრანკფურტში, სადაც მათ საფუძველი ჩაუყარეს ეროვნულ პარლამენტს.[40]

1848-49 წლის რევოლუციები ცდილობდნენ გერმანიის გაერთიანებას ერთიანი კონსტიტუციის სახელქვეშ. რევოლუციონერებმა ზეწოლა მოახდინეს სხვადასხვა შტატების მთავრობებზე, განსაკუთრებით რაინლენდში მყოფ მთავრობებზე, საპარლამენტო ასამბლეის მისაღებად, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა კონსტიტუციის შემუშავებაზე. საბოლოოდ, მემარცხენე რევოლუციონერთა უმეტესობა იმედოვნებდა, რომ ამ კონსტიტუციით დამყარდებოდა უნივერსალური საარჩევნო უფლება, მუდმივი ეროვნული პარლამენტი და ერთიანი გერმანია, შესაძლოა პრუსიის მეფის ხელმძღვანელობით. ეს, როგორც ჩანს, ყველაზე ლოგიკური კურსი იყო, ვინაიდან პრუსია ყველაზე ძლიერი და გეოგრაფიულად დიდი იყო გერმანიის სახელმწიფოთა შორის. მემარჯვენე რევოლუციონერები ცდილობდნენ გაეფართოვებინათ საარჩევნო უფლებები თავიანთ შტატებში. მათი ზეწოლის შედეგად ჩატარდა „განსხვავებული“ არჩევნები, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელობის სხვადასხვაგვარ კლასიფიკაციას. მაგალითად, ზოგიერთ საარჩევნო ჯგუფს - ძირითადად უფრო მდიდრებს - უფრო მეტ წარმომადგენლობით ძალას ანიჭებდნენ.[41]

1849 წლის 27 მარტს ფრანკფურტის პარლამენტმა მიიღო „Paulskirchenverfassung“ (წმინდა პავლეს ეკლესიის კონსტიტუცია), ხოლო მომდევნო თვეში, პრუსიის მეფე - ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ს შესთავაზეს კაიზერის (იმპერატორის) წოდება, რაზეც მან უარი განაცხადა. საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ის არ აპირებდა გვირგვინის მიღებას სხვა შტატების მთავრების თანხმობის გარეშე. რეალურად, მას ეშინოდა სამხედრო ჩარევის რუსეთისა და ავსტრიის მხრიდან. მან ასევე მკაცრი უარი განაცხადა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მინიჭებული გვირგვინისადმი. მეფე ამ გვირგვინს, „თიხის“ გვირგვინი უწოდა.[42] საბოლოოდ მოხერხდა კონსტიტუციის შემუშავება და მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალებმა ვერ მიაღწიეს მათთვის სასურველ გაერთიანებას, მათ მოახერხეს ნაწილობრივი გამარჯვების მოპოვება გერმანიის მთავრებთან საკონსტიტუციო საკითხზე მუშაობით და მათთან თანამშრომლობით, რითაც ნაწილობრივი გავლენა იქონიეს რეფორმებზე.[43]

1848 წლისა და ფრანკფურტის პარლამენტის რეტროსპექტიული ანალიზი რედაქტირება

გერმანიის ისტორიის მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში კამათობდნენ იმის თაობაზე, თუ როგორ უწყობდა ხელს ფრანკფურტის პარლამენტის წარმატებები და წარუმატებლობები გერმანელი ერის მშენებლობის ისტორიოგრაფიულ განმარტებებს. ერთი ერთ-ერთი მხარე, რომელიც გაჩნდა დიდი ომის შემდგომ, ხოლო გაპოპულარულდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ფრანკფურტის პარლამენტში ლიბერალების მარცხმა გამოიწვია ბურჟუაზიის კომპრომისი კონსერვატორებთან (განსაკუთრებით კონსერვატორებთან, რომლებიც ფლობდნენ იუნკერის მიწებს), რამაც შემდგომ მიიყვანა გერმანია ეგრეთ წოდებულ სონდერვეგამდე (გამორჩეული გზა).[44] ვინაიდან ვერ მოხერხდა გაერთიანება 1848 წელს, ნაციონალური სახელმწიფოს შექმნა გადაიდო 1871 წლამდე, რამაც ხელი შეუშალა ეროვნული ღირებულებების განვითარებას. ადოლფ ჰიტლერი ხშირად მოუწოდებდა გერმანულ საზოგადოებას, შეეწირათ ყველაფერი თავიანთი დიდი ერისთვის, მაგრამ მისმა რეჟიმმა არ შექმნა გერმანული ნაციონალიზმი: მან მხოლოდ გამოიყენა გერმანული საზოგადოების შინაგანი კულტურული ღირებულებები, რომლებიც დღემდე გავრცელებულია.[45] გარდა ამისა, 1848 წლის „მარცხმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფარული არისტოკრატიული ლტოლვები გერმანიის საშუალო ფენას შორის; შესაბამისად, ამ ჯგუფს არასდროს შეუქმნია მოდერნიზაციის პროგრამა.[46]

ბოლოდროინდელი მოსაზრება დაუპირისპირდა ზემოთხსენებულს და უარყო ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ გერმანიას არ ჰქონდა სხვა ერებისაგან დიდად „განსხვავებული გზა“ - „ექსეპციონალიზმად“ ცნობილი ისტორიოგრაფიული იდეა.[47] ამის ნაცვლად, თანამედროვე ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ 1848 წელს ლიბერალმა პოლიტიკოსებმა კონკრეტულ მიზნებს მიაღწიეს. მათი მრავალი იდეა მოგვიანებით შეიტანეს ბისმარკის სოციალურ პროგრამებში (მაგალითად, სოციალური დაზღვევა, საგანმანათლებლო პროგრამები და ხმის უფლების უფრო ფართო განმარტებები). გარდა ამისა, გამორჩეული გზის ცნება ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ზოგიერთი სხვა ერის გზა (ამ შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს) არის მიღებული ნორმა.[48] ეს ახალი არგუმენტი კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთზე ორიენტირებული განვითარების მოდელის ნორმებს: ბრიტანეთში და სხვა „ჩვეულებრივ“ სახელმწიფოებში (მაგ., საფრანგეთში ან შეერთებულ შტატებში) ეროვნული განვითარების კვლევების თანახმად, თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფო თანაბრად არ განვითარდა. ის არც განსაკუთრებით ადრე განვითარებულა, ძირითადად XIX საუკუნის ფენომენად შეგვიძლია ჩავთვალოთ. გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, ეს მოსაზრება უფრო ფართო მასშტაბით იქნა აღიარებული, თუმცა ზოგიერთ ისტოიკოსის ანალიზი სონდერვეგის პერიოდისა, ნაციონალ-სოციალიზმის გაანალიზებაში საკმაოდ გამოსადეგი იქნება.[49][50]

გავლენის სფეროების პრობლემა: ერფურტის კავშირი და ოლმუცის პუნქცია რედაქტირება

 
ფილიპ ვეიტის მიერ დახატული „გერმანიას“ ეს გამოსახულება, შეიქმნა ფრანკფურტის პავლეს ეკლესიაში, 1848–49 წლის მარტში, პარლამენტის სხდომის დროს. ხმალი ატარებს ღვთის სიტყვის სიმბოლიკას და ასევე წარმოადგენს ხალხის განახლებისა და ტრიუმფალური სულისკვეთების სიმბოლო.

ფრანკფურტის პარლამენტის დაშლის შემდეგ, ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ, გენერალ ჯოზეფ მარია ფონ რადოვიცის გავლენით, მხარი დაუჭირა ერფურტის კავშირის შექმნას - გერმანიის სახელმწიფოთა ფედერაციას (გარდა ავსტრიისა). ეს შეზღუდული კავშირი პრუსიის დაქვემდებარების ქვეშ, თითქმის მთლიანად გააქრობდა ავსტრიის გავლენას გერმანიის სხვა სახელმწიფოებზე. ავსტრიისა და რუსეთის კომბინირებულმა დიპლომატიურმა ზეწოლებამ აიძულა პრუსია უარი ეთქვა ერფურტის კავშირის იდეაზე მორავიაში, დაბა ოლმუცში გამართულ შეხვედრაზე. 1850 წლის ნოემბერში პრუსიელები - კონკრეტულად რადოვიცი და ფრიდრიხ ვილჰელმი - შეთანხმდნენ გერმანიის კონფედერაციის აღდგენაზე ავსტრიის ხელმძღვანელობით. ეს ოლმუცის პუნქციის სახელით გახდა ცნობილი, მაგრამ პრუსიელებში ამ მოვლენას „ოლმუცის დამცირება“ უწოდეს.[51]

ერფურტის კავშირის წინადადებამ და ოლმუცის პუნქტმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენები, ყურადღების ცენტში მოაქცია. დაისვა არა ის კითხვა, მოხდებოდა თუ არა საერთოდ გაერთიანება, არამედ როდის მოხდებოდა ეს გაერთიანება. ფრანკფურტის პარლამენტის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, იოჰან გუსტავ დროიზენმა შეაჯამა პრობლემა:

ჩვენ ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ მთლიანი გერმანული საკითხი მარტივი ალტერნატივაა პრუსიასა და ავსტრიას შორის. ამ ქვეყნებში გერმანულ ცხოვრებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ერთი მხრივ, ყველა ინტერესი ეროვნული და რეფორმაციულია, ხოლო მეორე მხრივ დინასტიური და დესტრუქციული. გერმანიის საკითხი არა კონსტიტუციური, არამედ ძალაუფლების საკითხია; პრუსიის მონარქია ახლა მთლიანად გერმანულია, ხოლო ავსტრიის კი ასეთი ვერანაირად ვერ იქნება.[52]

ამ პირობებში გაერთიანებამ წარმოშვა დიპლომატიური პრობლემა. გერმანიისა ან იტალიის გაერთიანება შეცვლიდა გავლენის სფეროებს, რომელიც შეიქმნა 1815 წლის ვენის კონგრესზე. ამ კონვენციის მთავარ არქიტექტორებს, მეტერნიხს, კასტრეას და მეფე ალექსანდრეს (თავის საგარეო მდივან - კარლ ნესელროდესთან ერთად) ჰქონდათ გააზრებული და ორგანიზებული ევროპა, რომლის ბალანსის გარანტორი იყო ოთხი „დიდი სახელმწიფო“: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ავსტრია. თითოეულ ძალას ჰქონდა გეოგრაფიული გავლენის სფერო. საფრანგეთს გავლენა ჰქონდა იბერიის ნახევარუნძულებსა და იტალიური სახელმწიფოების ნახევარზე, რუსეთს - ცენტრალურ ევროპის აღმოსავლეთსა და ბალკანეთზე, ავსტრიის გავლენა ვრცელდებოდა ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილზე, რომელიც ადრე საღვთო რომის იმპერიის ხელში იყო. ბრიტანეთის გავლენის სფეროდ, კი დანარჩენი მსოფლიო შეგვიძლია მოვიაზროთ, განსაკუთრებით, კი ზღვები.[53]

გავლენის ეს სფეროები დამოკიდებული იყო გერმანიისა და იტალიის სახელმწიფოების დანაწევრებაზე და არა მათ კონსოლიდაციაზე. შესაბამისად, გერმანულმა ერმა, რომელიც გაერთიანდა ერთი ბანერის ქვეშ, დასვა მნიშვნელოვანი კითხვები. არ არსებობდა რეალური განსზაღვრება იმისა, თუ ვინ იყვნენ გერმანელები და სად მთავრდებოდა მათი საზღვრები. ასევე იყო გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა საუკეთესო და ვინ დაიცავდა „გერმანიას“. სხვადასხვა ჯგუფებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, განსხავებული გზები განიხილეს. Kleindeutschland („მცირე გერმანია“) აზრით, გერმანიის სახელმწიფოები უნდა გაერთიანებულიყვნენ პრუსიელი ჰოენცოლერნების მეთაურობის ქვეშ. Grossdeutschland („დიდი გერმანია“) აზრით, გერმანიის სახელმწიფოები უნდა გაერთიანებულიყვნენ ავსტრიელი ჰაბსბურგების ხელმძღვანელობით. ეს დაპირისპირება, გერმანიის დუალიზმის შესახებ დებატების უკანასკნელი ეტაპი, რომელიც დომინირებდა გერმანიის სახელმწიფოებისა და ავსტრო-პრუსიული დიპლომატიის პოლიტიკაში, პრუსიის სამეფოს (1701 წლის) შექმნის შემდეგ, კიდევ 20 წელი გაგრძელდა.[54]

ერთიანი გერმანიის საგარეო მოლოდინები რედაქტირება

სხვა ნაციონალისტებს დიდი იმედი ჰქონდათ გერმანიის გამაერთიანებელი მოძრაობის, მაგრამ 1850 წლის შემდეგ ხანგრძლივმა გერმანიის გაერთიანების პროცესის მიერ გამოწვეულმა იმედგაცრუებამ, ეროვნული მოძრაობა უკან დასწია. რევოლუციონერებმა ეროვნული გაერთიანება პროგრესს დაუკავშირეს. როგორც ჯუზეპე გარიბალდიმ გერმანელ რევოლუციონერს კარლ ბლინდს მისწერა 1865 წლის 10 აპრილს, „კაცობრიობის პროგრესი, როგორც ჩანს, შეჩერდა და თქვენ თქვენი უმაღლესი ინტელექტით მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რატომ. მიზეზი არის ის, რომ მსოფლიო აკლია ნამდვილი ლიდერი ერი. ასეთი ლიდერობა საჭიროა არა იმისთვის, რომ დომინირება მოახდინო სხვა ერებზე, არამედ იმისთვის, რომ აჩვენო მათ მოვალეობისა და ძმობის გზა. გზა სადაც ეგოიზმი იქნება მიუღებელი და განადგურდება.“ გარიბალდისთვის გერმანია წარმოადგენდა „სახეს შუასაუკუნეობრივი რაინდული ტრადიციების დამცველი და გამგრძელებელი ქვეყნის. ერი, რომელიც თავის თავს მიუძღვნიდა სუსტების და ადამიანების დახმარებას. გერმანია უნდა იყოს ქვეყანა, გარანტი უკეთესი ცხოვრებისა.“ [55]

გერმანიის გაერთიანება ასევე განიხილებოდა, როგორც წინაპირობა ევროპული ფედერაციის შექმნისა, რომელსაც ჯუზეპე მაძინი და სხვა ევროპელი პატრიოტები ემსახურებოდნენ სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში:

1834 წლის გაზაფხულზე, ბერნში, მაძინიმ, ათეულობით იტალიელმა ლტოლვილმა, პოლონეთმა და გერმანიამ დააარსეს ახალი ასოციაცია გრანდიოზული სახელით - ახალგაზრდა ევროპა. მათი თანაბრად მარტივი და გრანდიოზული იდეა იყო ის, რომ შეექმნათ თავისუფალი ქვეყნების ერთობა (მაგალითად, როგორიც იყო საფრანგეთი) რაიმე სახის ასამბლეასთან ერთად, რომ დაერიგულირებინათ საერთო ინტერესები. თეორიულად ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ პრაქტიკულად ახალგაზრდა ევროპამ პოპულარობა და დაფინანსება ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, მაძინი და სხვები რჩებოდნენ ერთიანი და ძლიერი კონტინეტის იდეალის ერთგულნი.[56]

პრუსიის მზარდი ძალა: „Realpolitik“ რედაქტირება

 
ბისმარკის (მარცხენა) პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა უნარებმა, როონის (შუა) ჯარის რეორგანიზაციამ და გაწვრთნის სტრატეგიამ, მოლტკეს (მარჯვენა) სტრატეგიული და ოპერაციული პრინციპების რეორგანიზაციამ - პრუსია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა.

1857 წელს მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ ინსულტი გადაიტანა. ამან განაპირობა ის, რომ მისი ძმა უილიამი გახდა პრუსიის სამეფოს პრინცი რეგენტი 1858 წელს. ამასობაში, 1857 წელს, ჰელმუტ მოლტკე გახდა პრუსიის გენერალური შტაბის უფროსი, ხოლო ალბრეხტ ფონ როონი გახდა პრუსიის ომის მინისტრი 1859 წელს.[57] უფლებამოსილების შეცვლას პრუსიის სამხედრო დაწესებულებაში მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება. ფონ როონმა და უილიამმა (რომლებიც აქტიურად დაინტერესდნენ სამხედრო სტრუქტურებით) დაიწყეს პრუსიული არმიის რეორგანიზაცია, ხოლო მოლტკემ გადააკეთა პრუსიის სტრატეგიული თავდაცვა ოპერატიული სარდლობის გამარტივებით. 1860 წელს, პრუსიის არმიის რეფორმებმა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია, რადგან პარლამენტსა და უილიამს - მისი ომის მინისტრის საშუალებით - სურდათ კონტროლის დამყარება სამხედრო ბიუჯეტზე. უილიამმა, მეფემ ვილჰელმ I 1861 წელს დააგვირგვინა, 1862 წელს პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა ოტო ფონ ბისმარკი. ბისმარკმა გადაწყვიტა კრიზისი ომის მინისტრის სასარგებლოდ.[58]

ყირიმის 1854–55 წლების ომმა და იტალიის 1859 წლის ომმა დაარღვია ურთიერთობები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ავსტრიასა და რუსეთს შორის. ამ უწესრიგობის შემდეგ, ფონ მოლტკის ოპერატიული რედიზაინმა, ფონ როონისა და ვილჰელმის არმიის რესტრუქტურიზაციამ და ბისმარკის დიპლომატიამ შეცვალა ევროპული ძალთა ბალანსი. მათი კომბინირებული დღის წესრიგით პრუსია ჩამოყალიბდა, როგორც გერმანიის წამყვანი ძალა უცხოური დიპლომატიური ტრიუმფების კომბინაციით - რასაც ხელს უწყობდა პრუსიული სამხედრო ძალების შესაძლებლობანი - და პრაგმატიზმით შერბილებული შინაგანი კონსერვატიზმი, რომელიც, მოგვიანებით „Realpolitik“-ის სახელით გახდა ცნობილი.[59]

1862 წლის 30 სექტემბერს, პრუსიის დეპუტატთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ბისმარკმა ახსნა Realpolitik-ის არსი, ცნობილ „სისხლისა და რკინის“ სიტყვით გამოსვლაში: „ჩვენი დროის მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაწყდება სიტყვითი გამოსვლებითა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებით. ასე საკითხების გადაჭრის მცდელობა იყო 1848-1849 წლების ყველაზე დიდი შეცდომა. ეს საკითხები გადაწყდება მხოლოდ რკინითა და სისხლით.“ [60] ბისმარკის სიტყვებს, „რკინა და სისხლი“ (ან „სისხლი და რკინა“), ხშირად იყენებდნენ, როგორც მტკიცებულებას გერმანიის სისხლისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვის შესახებ.[61] მისი გამოსვლის პირველი ნაწილის - გამოსვლაში: „ჩვენი დროის მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაწყდება სიტყვითი გამოსვლებითა და უმრავლესობის გადაწყვეტილებებით.“ ხშირად განიმარტება, როგორც პოლიტიკური პროცესების უარყოფა.[62] მეორე ნაწილში, კი ბისმარკი გულისხმობდა არა გერმანული არმიის შეუდარებელ შესაძლებლობებს, არამედ რკინის და რკინასთან დაკავშირებული საომარი მასალების წარმოების რესურსსა და ამ საომარი მასალის გამოყენებას, საჭიროებისამებრ.[63]

ერთიანი სახელმწიფოს დაარსება რედაქტირება

„პოლიტიკურ გეოგრაფიაში არ არსებობს გერმანია, რომელზეც ღირს ლაპარაკი. არსებობენ მხოლოდ საჰერცოგოები და სამთავროები სადაც გერმანელები ცხოვრობენ და რომელთაც მართავენ სუვერენული ყველა შესაძლო ხერხებით. მიუხედავად ამისა, არსებობს ბუნებრივი მიდრეკილება ეროვნული ერთობისაკენ და გერმანელთა გაერთიანებისკენ ერთ დიდ ერში, რომელსაც ერთი საერთო ხელმძღვანელი ეყოლება.“
—სტატია The New York Times-ში, რომელიც 1866 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა.[64]

1862 წლისთვის, როდესაც ბისმარკი სიტყვით გამოვიდა, პან-გერმანიზმის მშვიდობიანი სულისკვეთებით გამსჭვალული გერმანული ნაციონალიზმის სახელმწიფოს იდეა 1848 წლის ლიბერალური და დემოკრატიული ხასიათიდან გადავიდა ბისმარკის უფრო კონსერვატიულ Realpolitik-ზე. ბისმარკი ცდილობდა გაერთიანებული სახელმწიფოს ჰოენცოლერნის დინასტიასთან დაკავშირებას. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, 1871 წელს, გერმანიის გაერთიანებაში ყველაზე დიდი წვილი ბისმარკს ამ ქმედების გამო მიუძღვის.[65] ხელშეკრულება რომელიც ბისმარკს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას უკრძალავდა, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს არაპრაქტიკულად მიაჩნდათ.[66] იმისათვის, რომ გერმანიის სახელმწიფოები გაერთიანებულიყვნენ, ბისმარკს ერთი, გარეგანი მტერი სჭირდებოდა, რომელიც პირველ რიგში ომს გამოუცხადებდა ერთ-ერთ გერმანულ შტატს, რითაც უზრუნველყოფდა casus belli-ს ამოქმედებას. ეს შესაძლებლობა გაჩნდა 1870 წელს, ფრანკო-პრუსიული ომის დაწყებისთანავე. ისტორიკოსები დიდი ხანია კამათობენ იმის შესახებ, თუ რა როლი ჰქონდა ბისმარკს იმ მოვლენებში, რომლებმაც სახელმწიფოები ომამდე მიიყვანა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის პრო-პრუსიული ისტორიკოსების მიერ გამოქვეყნებული შეხედულებები ამტკიცებს, რომ ბისმარკის მიზანი ყოველთვის იყო გერმანიის გაერთიანება. ამასთან, 1945 წლის შემდგომი ისტორიკოსები უფრო მოკლევადიან ოპორტუნიზმს და ცინიზმს ხედავენ ბისმარკის მიერ განხორციელებულ მოქმედებებში, ვიდრე ნაციონალური სახელმწიფოს გაერთიანების გრანდიოზულ გეგმას.[67] მოტივაციის მიუხედავად, 1866 და 1870 წლების მოვლენების მანიპულირებით, ბისმარკმა აჩვენა პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი. ის , რამაც გამოიწვია ვილჰელმის მისთვის მიმართვა 1862 წელს.[68]

 
ჩრდილოეთიდან სამხრეთით: იუტლანდიის დანიური ნაწილი (იასამნისფერი) და ტერაკოტა, შლეზვიგი (წითელი და ყავისფერი), ჰოლშტაინი (ყვითელი). შლეზვიგ-ჰოლშტაინის საკითხი ამ ტერიტორიებს შეეხებოდა.

სამი ეპიზოდი ფუნდამენტური აღმოჩნდა გერმანიის გაერთიანებისთვის. პირველი, დანიელი ფრედერიკ VII მამრობითი სქესის მემკვიდრეების გარეშე სიკვდილმა, რომელმაც თავის მხრივ შლეზვიგის მეორე ომი გამოიწვია, 1864 წელს. მეორე, იტალიის გაერთიანებამ პრუსიას ხელი შეუწყო 1866 წელს, ავსტრო-პრუსიის ომში. და ბოლოს, საფრანგეთმა, ჰოენცოლერნის ალყის შიშით, ომი გამოუცხადა პრუსიას - 1870 წელს. ბისმარკის დიპლომატიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ფონ როონის სამხედრო რეორგანიზაციისა და ფონ მოლტკის სამხედრო სტრატეგიის კომბინაციით, პრუსიამ აჩვენა, რომ 1815 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ვერცერთმა ევროპელმა ხელმომწერმა ვერ უზრუნველყო ავსტრიისთვის გავლენის სფეროს შენარჩუნება ცენტრალურ ევროპაში. საბოლოოდ, პრუსია გახდა ჰეგემონი გერმანიაში და დუალიზმის შესახებ დებატებიც დასრულდა.[69]

შლეზვიგ-ჰოლშტაინის საკითხი რედაქტირება

პირველი „საგა“ გერმანიის გაერთიანების შემდგომ და ბისმარკის მმართველობის პერიოდში, ეხებოდა შლეზვიგ-ჰოლშტაინს. 1863 წლის 15 ნოემბერს, კრისტიან IX გახდა დანიის მეფე და შლეზვიგის, ჰოლშტაინისა და ლაენბურგის ჰერცოგი. 1863 წლის 18 ნოემბერს, მან ხელი მოაწერა დანიის ნოემბრის კონსტიტუციას და შლეზვიგი დანიის ნაწილად აღიარა. გერმანიის კონფედერაციამ ეს მოქმედება აღიქვა 1852 წლის ლონდონის პროტოკოლის დარღვევად, რომელიც გერმანიის სტატუსს განასხვავებდა დამოუკიდებელი საჰერცოგოებისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ საჰერცოგოების მოსახლებაც აფასებდა დამოუკიდებლობის სტატუსს. გერმანიის კონფედერაციას შეეძლო ეს ვითარება და საჰერცოგოს მოსახლეობა გამოეყენებინა თავისი ინტერესების სასარგებლოდ, ვინაიდან ჰოლშტაინისა და ლაუნებურგის მოსახლეობა ძირითადად გერმანული წარმოშობის და გერმანულად მოლაპარაკეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. დიპლომატიური მოლაპარაკებები ნოემბრის კონსტიტუციის ბათილად გამოცხადების შესახებ ჩაიშალა, რამაც გამოიწვია ავსტრიისა და პრუსიის ჩართვა შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში, 1864 წლის 1 თებერვას ეიდერის მდინარესთან.

დანიელები ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის დაცვას, ანტიკური კედლით, რომელიც დანევირკეს სახელით იყო ცნობილი. დანიელებმა პრუსიულ და ავსტრიულ ძალებს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ამასთანავე დიდი დახმარებაც ვერ მიიღეს მეგობარი, სკანდინავიური ქვეყნებიდან (ვინაიდან დანიამ დაარღვია ლონდონის პროტოკოლი). ამ ომში გამოიყენეს იმ დროისათვის ინოვაციური იარაღი, რომელიც ჯარისკაცებს აძლევდა საშუალებას 5 სროლის ზედიზედ განხორციელებისა. შლეზვიგის მეორე ომი პრუსიისა და ავსტრიის გამარჯვებით დასრულდა და ამ ორმა ქვეყანამ კონტროლი დაამყარა შლეზვიგსა და ჰოლშტაინზე. ეს გარემოება 1864 წლის 30 ოქტომბრის ვენის მშვიდობის დოკუმენტშიცაა აღწერილი.[70]

ავსტრო-პრუსიული ომი, 1866 რედაქტირება

 
Situation at the time of the outbreak of the war:
  პრუსია
  ავსტრია
  ავსტრიის მოკავშირეები
  პრუსიის მოკავშირეები
  ნეიტრალური
  საერთო ადმინისტრაციის ქვეშ (შლეზვიგ-ჰოლშტაინი)

ბისმარკის გაერთიანების მცდელობის მეორე ეპიზოდი 1866 წელს მოხდა. ახლადშექმნილი იტალიის დახმარებით პრუსიამ შექმნა ისეთი დიპლომატიური გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო ავსტრიის მხრიდან პრუსიისთვის ომის გამოცხადებას. 1866 წლის აპრილში, ფლორენციაში, პრუსიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც ავალდებულებდა იტალიას პრუსიისთვის დახმარებაში. მეორე დღეს, პრუსიის დელეგატმა ფრანკფურტის ასამბლეაში წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული კონსტიტუციის, პირდაპირ არჩეული ეროვნული პარლამენტისა და საყოველთაო საარჩევნო უფლებების შეცვლის გეგმას. გერმანელი ლიბერალები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ გეგმას, ვინაიდან იცოდნენ ბისმარკის პოლიტიკის თავისებურებანი. სკეპტიკოსებმა ეს გეგმა მიიჩნიეს არა პროგრესულ რეფორმად, არამედ კონკრეტული ინდივიდების ძალაუფლების განმტკიცების საშუალებად.[71]

მხარეების არჩევა რედაქტირება

დებატები ევოვნული კონსტიტუციის შესახებ შედარებით დაცხრა, როდესაც მოვიდა ცნობები იტალიური ჯარების გადაადგილების შესახებ. ავტრიის მთავრობად გასცა ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება სამხრეთ რეგიონებში, იტალიელებმა, კი სრული მობილიზაციის ბრძანება გასცეს. მიუხედავად კონფლიქტის რაციონალურად გადაწყვეტის შესახებ რჩევებისა, იტალია, ავსტრია და პრუსია ჯიუტად მიდიოდნენ შეიარაღებული კონფლიქტის გზით. 1 მაისს, ვილჰელმის ბრძანების შემდგომ, პრუსიამაც ჯარების სრული მობილიზაცია მოახდინა.[72]

პარლამენტში, საშუალოს შტატების ჯგუფმა, რომელიც მიტელსტატენის სახელითაა ცნობილი, მხარი დაუჭირა სრულ დემობილიზაციას კონფედერაციის საზღვრებში. პრუსიის ომის კაბინეტი მიხვდა, რომ მათი მხარდამჭერი მხოლოდ ბრანდერბურგთან მიმდებარე ორი პატარა სამთავრო იყო.[73]

ასევე გამოჩდნენ სოციალური და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ეწინააღდმეგებოდნენ პრუსიის საბრძოლო ტაქტიკას. გერმანულ შტატებში, ქალაქის საბჭოებში ეწინააღმდეგებოდნენ ავსტრიასა და პრუსიას შორის მომხდარ ნებისმიერ კონფლიქტს. მათ სჯეროდათ, რომ კონფლიქტები მხოლოდ დიდგვაროვანთა ინტერესებში შედიოდა და მათი (მოსახლეობის) ინტერესები იჩაგრებოდა. ხალხის აზრიც პრუსიის დომინაციის საწინააღმდეგოდ იყო. კათოლიკე მოსახლეობა რინესა და კოლონიეს მიდამოებში ავსტრიის მხარდაჭერას აგრძელებდა. გვიანი გაზაფხულისთვის, მნიშვნელოვანი შტატების უმრავლესობა, გერმანიის შტატების ძალით რეორგანიზაციის წინააღმდეგნი იყვნენ. პრუსიის კაბინეტი უყურებდა გერმანიის გაერთიანებას, როგორც სიძლიერის საკითხს. არსებობდა კითხვა, თუ ვის ჰქონდა ძალა და მოთმინება იმისათვის, რომ ეს ძალა დაემორჩილებინა. ამასობაში, ფრანკფურტში მყოფი ლიბერალურმა ასამბლეა უყურებდა გერმანიის ერთიანობის პროცესს, როგორც მოვლენას, რომელიც მივიდოდა ძალის გადანაწილების ეტაპამდე.[74]

იზოლირებული ავსტრია რედაქტირება

 
პრუსიის პრინცი - ფრიდრიხ კარლო მოუწოდებს პრუსიის არმიას შეტევისკენ; სადოვის ბრძოლა.

მართალია, ზოგმა გერმანულმა შტატმა ავსტრიის მხარე დაიჭირა, მაგრამ მათ მაინც ვერ შეძლეს პრუსიის ჯარების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება. ავსტრიის ჯარი, კი, თავის მხრივ დაუპირისპირდა ტექნოლოგიურად ბევრად უფრო ძლიერ პრუსიულ არმიას, მხოლოდ და მხოლოდ საქსონიის დახამრების იმედით. საფრანგეთიც დაჰპირდა ავსტრიაას დახმარებას, მაგრამ ამ დახმარებამ დააგვიანა და საბოლოოდ არაეფექტური გამოდგა.[75] ავსტრიასთან სიტუაციის გართულების შემდეგ, იტალიას უწევდა ორ ფრონტზე ბრძოლა, რადგან ავსტრიასთან ბრძოლის გარდა მიმდინარეობდა მესამე იტალიური დამოუკიდებლობის ომი, ვენეციასა და ადრიატიკის ზღვაში.[76]

 
Aftermath of the war:
  პრუსია
  პრუსიის მიერ ანექსირებული ტერიტორია
  პრუსიის მოკავშირეები
  ავსტრია
  ავსტრიის მოკავშირეები
  გერმანიის კონფედერაციის ნეიტრალური წევრები

ერთდღიან ომში, სადოვას სოფელთან ახლოს, ფრედრიკ კარლი და მისი ჯარი გვიან მივიდა და ამ ყველაფერთან ერთად, არასწორ ადგილასაც. სწორ ადგილზე მისვლისთანავე პრუსიელებმა დამაჯერებლად მოიგეს ომი, რამაც აიძულა ჰაბსბურგებს, რომ დამარცხება ეღიარებინათ. ამ მოვლენებმა „შექმნა“ „გერმანია ავსტრიის გარეშე“.[77]

Realpolitik და ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია რედაქტირება

მშვიდობა მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ რუსეთი არ ჩართულიყო ომში, ავსტრიის მხარეს.[78] პრუსიამ მოახდინა ჰანოვერის, კასელის საჰეცოგოსა და ფრანკფურტის ანექსიერება. დამრსმტადტის საჰერცოგომ დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ არა სუვერენულობა. მეინის მდინარის სამხრეთით მდებარე შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მათ უწევდათ გადასახადების გადახდა და პრუსიის გავლენის სფეროში მოქცევა. ავსტრია და მისი მოკავშირეების უმეტესობა „გაირიცხა“ ჩრდ. გერმანული კონფედერაციიდან.[79]

ავსტრიული დომინაციის დასასრულმა, გერმანული შტატების ინტერესი ბალკანეთისკენ გადაიტანა. 1867 წელს, ავსტრიის იმპერატორი, ფრანც იოზეფი დათანხმა ავსტრო-უნგრეთის კომპრომისს, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა ორმაგი, ავსტრო-უნგრული მონარქია.[80] პრაღის ზავმა, ავსტრიასა და იტალიას შორის ურთიერთობების რესტრუქტურიზაია მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელები სამხედრო სფეროში ბევრად უფრო წარმატებულნი იყვნენ, მათ დაკარგეს ვენეციის მნიშვნელოვანი პროვინცია. ჰაბსბურგებმა ვენეცია დაუთმეს საფრანგეთს, რომელმაც შემდეგ ოფიციალურად გადასცა კონტროლი იტალიას.[81] ფრანგული საზოგადოება აღშფოთდა პრუსიის გამარჯვებით და მოითხოვა რევანში სადოვასთვის, რაც ანტიპრუსიული განწყობის აშკარა მაჩვენებელი იყო. ეს განწყობა, რამდენიმე თვეში, ფრანკო-პრუსიულ ომში გადაიზარდა.[82] ავსტრო-პრუსიულმა ომმა ასევე დააზარალა ურთიერთობები საფრანგეთის მთავრობასთან. ბიარიცის შეხვედრაზე, 1865 წლის სექტემბერში, ნაპოლეონ III-თან, ბისმარკისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ საფრანგეთი აპირებდა ბელგიისა და ლუქსემბურგის ანექსირებას, იმის სანაცვლოდ, რომ ფრანგები ნეიტრალურნი დარჩნენ ომში. ეს ანექსირებები არ მოხდა, რასაც მოჰყვა ნაპოლეონის მხრიდან მტრული განწყობის გაღვივება, ბისმარკის მიმართ.

რეალურად, ავსტრიის დამარცხებამ გამოიწვია ადგილობრივი ავტრონომიისა და ლიბერალიზმის გადაფასება.[83] ახალი ჩრდილო გერმანულ კონფედერაციას ჰქონდა თავისი კონსტიტუცია, დროშა, სამთავრობო და ადმინისტრაციული სტრუქტურები. სამხედრო გამარჯვების დახმარებით, ბისმარკის პრუსიამ შეძლო დაემარცხებინა ავსტრიის წინააღმდეგობა გაერთიანებული გერმანიის იდეისადმი. შესაძლოა ავსტრიის გავლენა გერმანულ შტატებზე აღარ იყო ისეთი მძლავრი, მაგრამ ომმა ასევე გაანადგურა გერმანული ერთიანობის სულისკვეთება. გერმანიის სახელმწიფოთა უმეტესობა აღშფოთებული იყო პრუსიის ძალაუფლების პოლიტიკით.[84]

ომი საფრანგეთთან რედაქტირება

1870 წლისთვის, სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ავსტრო-პრუსიული ომისა, ნათელი იყო. პირველი იყო, რომ სამხედრო ძალით, ძლიერ ქვეყანას შეუძლია დაუპირისპირდეს ძველ მოკავშირეს და 1815 წელს ჩამოყალიბებულ გავლენის სფეროებს. მეორე, დიპლომატიური მანევრების დახმარებით, ჭკვიან ლიდერს შეეძლო ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მოწინააღმდეგე სახელმწიფო მას პირველი დაესხმებოდა თავს, ხოლო თვითონ, კი მსხვერპლის როლს მოირგებდა. და ბოლოს, ვინაიდან, პრუსიის სამხედრო ძალა ბევრად აღემატებოდა ავსტრიისას, პრუსიას ნამდვილად ჰქონდა რესურსი კონფედერაციის სხვა შტატების დაცვისა. 1866 წელს, საშუალო ზომის გერმანული შტატები დაუპირისპირდენენ პრუსიას, მაგრამ 1870-იანი წლისთვის, ეს შტატები უკვე მყარად იდგნენ პრუსიის გვერდით, ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. ჭკვიანური დიპლომატიით, ბისმარკმა შექმნა სიტუაცია, რომელშიც საფრანგეთ მოუწია აგრესორის როლის თამაში, ხოლო პრუსია, კი გერმანიის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველად გვევლინებოდა.[85]

ესპანეთში გავლენის სფეროების დაშლა რედაქტირება

1815 წლის ვენის კონგრესზემ მეტერნიხმა და მისმა კონსერვატორმა მოკავშირეებმა აღადგინეს ესპანეთის მონარქია მეფე ფერდინანდ VII-ს მეთაურობის ქვეშ. შემდეგი 40 წლის განმავლობაში, ძლიერი ქვეყნები უჭერდნენ მხარს ესპანეთის მონარქიას, მაგრამ 1868 წლის მოვლენებმა ძველ სისტემას გამოცდა მოუწყო. ესპანეთის რევოლუციის შედეგად, გადააგდეს დედოფალი იზაბელა II და ტახტი ცარიელი დარჩa. ესპანეთი, რომელიც ეძებდა შესაფერის კათოლიკე კანდიდატს, შეთავაზება სამ ევროპელ პრინცს გაუკეთა, რომელთაგანაც ყველა ნაპოლეონ III-მ დაიწუნა, რომელიც რეგიონალური ძალის „გადამნაწილებლად“ გვევლინებოდა. საბოლოოდ, 1870 წელს, ტახტი შესთავაზეს ლეოპოლდს, ჰოჰენცოლერნის პრინცს.[86]

შემდეგ მომხარ ფურორს, ისტორიკოსებმა უწოდეს „ჰოენცოლერნის კანდიდატურა“. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს მოვლენები მთელი ევროპის სალაპარაკო თემა იყო.[87] ლეოპოლდის გამეფება ნიშნავდა საფრანგეთის ორივე მხარეს გერმანელი მეფის არსებობას, რაც მიუღებელი იყო ფრანგული მხარისთვის. საფრანგეთის მხარემ მკაცრად გააფრთხილა ჰოენცოლერნის მხარე. თუ პრინცი შემოთავაზებას დათანხმდებოდა, საფრანგეთი შესაბამის ზომებს მიიღებდა. პრინცმა თავისი კანდიდატურა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით გადააყენა. ფრანგულმა მხარემ ეს არ იკმარა და პირდაპირ მეფე ვილჰელმთან მივიდა და მოსთხოვა პრისიულ მხარეს განცხადების განცხადება.[88] განცხადებაში ნათქვამი უნდა ყოფილიყო, რომ პრუსია არასდროს დაუჭერდა ჰოენცოლერნის კანდიდატს მხარს. მეფემ ამაზე უარი განაცხადა და ეს სიტუაცია ბისმარკს აცნობა. ბისმარკმა ფრანგთა მოთხოვნები საჯაროდ გამოაქვეყნა და მასში მცირედი ცვლილებები შეიტანა. ამ ყველაფერმა საფრანგეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ფრანგული საზოგადოება, რომელიც ისედაც აღშფოთებული იყო სადოვასთან მარცხის გამო, კიდევ უფრო გაბრაზდა და ომის გამოცხადება მოითხოვა.[89]

საბრძოლო ოპერაციები რედაქტირება

 
იმპერატორი ნაპოელონ III (მარცხენა), ოტო ფონ ბისმარკი (მარჯვენა). ბისმარკს ხელში უჭირავს ხმალი, რომელიც ნაპოლეონის დანებების ნიშანია. 1870 წლის 2 სექტემბერი.

ნაპოლეონ III-მ სცადა ტერიტორიულ დათმობებზე მოლაპარაკებებს, ავსტრო-პრუსიულ ომამდე და მის შემდეგ, მაგრამ მისი მედიატორის როლისდა მიუხედავად, მას არაფერი შერჩა. ის შემდეგ იმედოვნებდა, რომ ავსტრია შეუერთდებოდა შურისძიების ომს, თავის ყოფილ მოკავშირეებთან ერთად. ეს იმედი არსებობდა 1866 წლამდე, სანამ გერმანიის შტატებს შორის სამხედრო გაერთიანების შეთანხმება დაიდებოდა. იმის მაგივრად, რომ საფრანგეთი შურისძიების ომში ჩაბმულიყო მოკავშირე გერმანელ შტატებთან ერთად, გამოვიდა ისე, რომ ყველა გერმანული შტატის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა, მაშინ, როდესაც თვითონ არცერთი მოკავშირე არ გააჩნდა.[90] პრუსიული ჯარები ბევრად უფრო მობილიზებული და მომზედებულნი შეხვდენენ შეტაკებებს. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ, პრუსიელები დაიძრნენ მეცისა და პარიზისკენ. მათ ტყვედ ჩაიგდეს ნაპლეონი და მთელი დარჩენილი ფრანგული არმია პატიმრებად წაიყვანეს, სედანში, 1870 წლის 1 სექტემბერს.[91]

გერმანიის იმპერიად გამოცხადება რედაქტირება

საფრანგეთის იმპერატორის სამარცხვინო დატყვევება, და საფრანგეთის არმიის დაკარგვამ, საფრანგეთის მთავრობაში არეულობა გამოიწვია. ნაპოლეონის მოწინააღმდეგეებმა გადააგდეს მისი მთავრობა და თავი მესამე რესპუბლიკად გამოაცხადეს.[92] გერმანული მხარის მოლოდინი მშვიდობა იყო, მაგრამ ფრანგები უარს ამბობდნენ დანებებაზე. პრუსიულმა არმიამ დაიკავა პარიზი და საფრანგეთის დედაქალაქი იანვრის შუა რიცხვებამდე ამ მდგომარეობაში იყო.[93] 1871 წლის 18 იანვას, გერმანელმა პრინცებმა და სამხედრო მეთაურმა ვილჰელმი გერმანიის იმპერატორად გამოაცხადა,ვერსალის სასახლეში.[94] ფრანკფურტის შემდგომი ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა დათმო თავისი ტერიტორეიბის ნაწილი (ელზასი და ლორენის გერმანულენოვანი ნაწილი) და დაეკისრა ანაზღაურების გადახდა.[95][96]

გაერთიანების პროცესის მნიშვნელობა რედაქტირება

 
1871 წლის 18 იანვარი; გერმანიის იმპერიად გამოცხადება პარიზში, ვერსალის სარკეთა დარბაზში.

ფრანკო-პრუსიულ ომში გამარჯვებამ გაამყარა ნაციონალისტური ქვაკუთხედი. 1860-იანი წლების პირველ ნახევარში, ავსტრია და პრუსია, ორივე ამტკიცებდა, რომ საუბრობდა გერმანულენოვანი სახელმწიფოების სახელით. ორივე ამტკიცებდა, რომ შეეძლო გერმანული შტატების ინტერესების დაცვა. 1866 წელს, ავსტრიაში გამარჯვების შემდგომ, პრუსიამ განამტკიცა თავისი პოზიციები გერმანულ შტატებში, ამასობაში, კი ავსტრიამ ყურადღება ბალკანური მხარისკენ გადაიტანა. 1871 წელს, საფრანგეთში მოპოვებულმა გამარჯვებამ, პრუსიის ჰეგემონია გაზარდა საერთაშორისო დონეზე. ვილჰელმის კაიზერად წოდების შემდგომ, პრუსია ახალი იმპერიის ლიდერად ითვლებოდა. სამხრეთის შტატები ოფიციალურად გერმანიის ნაწილად გამოცხადნენ, ფრანკფურტის 1871 წლის ზავით, რომელმაც ფორმალურად დაასრულა ომი.[97] მართალია, ბისმარკმა ხელმძღვანელობდა გერმანიის კონფედერაციიდან, ფედერალურ ნაციონალურ სახელმწიფოდ გადაკეთებაში, მას ეს მარტოს არ გაუკეთებია. გაერთიანება მოხერხდა საღვთო რომის იმპერიის პირობებში სამართლებირივი კოლაბორაციისა და „ზოველერნის“ ეკონომიკური კოლაბორაციის დახმარებით. „ვორმორცთან“ დაკავშირებულ სირთულეებს, 1848 წელს, ლიბერალების გავლენა, ვონ როონის სამხედრო რეორგანიზაციამ და ვონ მოლტკეს სტრატეგიულმა ოსტატობამ დიდი როლი ითამაშა პოლიტიკურ გაერთიანებაში.[98]

პოლიტიკური და ადმინისტრაციული გაერთიანება რედაქტირება

ახალ გერმანულ იმპერიაში 26 პოლიტიკური ერთეული შედიოდა: 25 კონსტიტუციური სახელმწიფო და ერთი იმპერიული ტერიტორია. რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებას სჭირდებოდა რამდენიმე სამხედრო გამარჯვებაზე ბევრად მეტი. უნდა ამაღლებულიყო და შეცვლილიყო მოსახლეობის მორალი. ასევე გადახედილი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ქცევა. უნდა შექმნილიყო ახალი მეტაფორები „ჩვენსა“ და „მათ“ შესახებ. ჩნდება კითხვები, ვინ იყვნენ ახალი წევრი ქვეყნები? რას წარმოადგენდნენ? როგორ იყვნენ ორგანიზებულნი?[99]

იმპერიის წევრი სახელმწიფოები რედაქტირება

მართალია, გერმანიის იმპერიამ, რომელიც ხშირად ხასიათდებოდა, როგორც მონარქების ფედერაცია, მოახდინა 26 სხვადასხვა მმართველობის მქონე კონსტიტუციური სახელმწიფოს ფედერაციად გადაქცევა.[100]

თარგი:German Empire States

იმპერიის პოლიტიკური სტრუქტურა რედაქტირება

1866 წლის ჩრდილოეთ გერმანიის კონსტიტუცია გახდა 1871 წლის გერმანიის იმპერიის კონსტიტუცია, მცირე შესწორებებით. ამ კონსტიტუციით, ახალმა გერმანიამ რამდენიმე დემოკრატიული თვისება შეიძინა. აღსანიშნავია, რომ იმპერიის პარლამენტი, პრუსიის პარლამენტისგან განსხვავებით, მოქალაქეებს თანაბარ საარჩევნო უფლებებს ანიჭებდა (მამაკეცებს, რომელთა ასაკიც შეადგენდა 25 წელს).[101] აღსანიშნავია პრუსიის დიდი გავლენა როგორც აღმასრულებელ ორგანეობში (ეს გავლენა კაიზერის ხელში იყო, რომელმა ფედერალური კანცლერი დანიშნა) ისე საკანონმდებლო ორგანოებში. კანცლერი ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ იმპერატორის წინაშე და ემსახურებოდა მთლიანად იმპერატორს. ოფიციალურად კანცლერი ფუნქციონირებდა როგორც ერთკაციანი კაბინეტი და პასუხისმგებელი იყო ყველა სახელმწიფო საქმის წარმართვაზე; პრაქტიკაში სახელმწიფო მდივნები (ბიუროკრატიული მაღალჩინოსნები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ისეთ სფეროებს, როგორიცაა ფინანსები, ომი, საგარეო საქმეთა და ა.შ.), არაოფიციალური პორტფელის მინისტრების როლს ასრულებდნენ. 1872–1873 და 1892–1894 წლების გარდა, საიმპერატორო კანცლერი ყოველთვის იმპერიული დინასტიის ჰეგემონური სახლის სამეფოს, პრუსიის პრემიერ მინისტრი იყო. საიმპერატორო პარლამენტს ჰქონდა კანონპროექტების მიღების, შეცვლის ან უარყოფის ძალა, მაგრამ მას არ შეეძლო კანონმდებლობის ინიციირება. (ინიციირება ევალებოდა კანცლერს.) ზოგმა სახელმწიფომ შეინარჩუნა საკუთარი მთავრობა, მაგრამ მათი სამხედრო ძალა პრუსიის განკარგულების ქვეშ იმყოფებოდა. უფრო დიდი სახელმწიფოების (მაგალითად, ბავარიისა და საქსონიის სამეფოების) სამხედროებმა გარკვეული ავტონომია შეინარჩუნეს, მაგრამ მათ დიდი რეფორმები გაიარეს პრუსიის სამხედრო პრინციპებთან კოორდინაციისთვის და ომის დროს ფედერალური მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცნენ.[102]

ისტორიული არგუმენტები და იმპერიის სოციალური ანატომია რედაქტირება

 
„გერმანია“ (ქანდაკება, რომელიც აშენდა 1877-83 წლებში.

სონდერვეგის ჰიპოთეზა აღნიშნავს გერმანიის რთულ XX საუკუნეს, ახალი იმპერიის სუსტ პოლიტიკურ, იურიდიულ და ეკონომიკურ საფუძველს. პრუსიის ელიტამ, იუნკერებმა შეინარჩუნეს პოლიტიკური ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებულ სახელმწიფოში. სონდერვეგის ჰიპოთეზა უკავშირებს მათ ძალას რევოლუციური მიღწევის არარსებობას საშუალო ფენაში, ან გლეხებში, 1848 წელს და 1871 წელს.[103]

მსხვილი ბურჟუაზიის როლის შესახებ კვლევამ, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ბანკირებს, ვაჭრებს, მრეწველებს და მეწარმეებს შესახებ, ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვნად უარყო იუნკერების, როგორც სოციალური ჯგუფის, პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირება. სხვადასხვა ჯგუეფების დამატებითმა კვლევებმა ხელი შეუწყო იმ პერიოდის ახალ ხედვას. მართალია, იუნკერები განაგრძობდნენ კონკრეტული სფეროების კონტროლს, მაგრამ ისინი ვერ დომინირებდნენ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. აღმოსავლეთის იუნკერების ძალაუფლებას ჰქონდა შექმნილი საწინააღმდეგო გარემო დასავლეთის პროვინციებში, დიდი ბურჟუაზიის სახით და მზარდ პროფესიონალურ კლასის ბიუროკრატების სახით (მაგ: მასწავლებლების, პროფესორების, ექიმების, იურისტების, მეცნიერთა და ა.შ).[104]

პოლიტიკურ მექანიზმს მიღმა: ერის ჩამოყალიბება რედაქტირება

 
კაიზერ ვილჰელმის ძეგლი ქალაქ კონბლენცში.

თუ ვარტნურგისა და ჰამბარხის მიტინგებს აკლდა კონსტიტუცია და ადმინისტრაციული აპარატი, ეს პრობლემა 1867 და 1871 წლებში მოგვარდა. მაგრამ. გერმანელებმა აღმოაჩინებეს რომ დროშები, სახალხო გამოსვლები, ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი, კონსტიტუცია, პოლიტიკური რეოგრანიზაცია და ა.შ არ იყო საკმარისი ერის შესაქმნელად.[105]

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ერის შესაქმნელად იყო ეროვნული კულტურის შექმნა, ხშირად (მაგრამ არა აუცილებლად), ეროვნული პოლიტიკის დახმარებით. ახალ გერმანულ ერში, რომელსაც მოჰყვა პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული გაერთიანებამ გერმანიის საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობების მოგვარება. კერძოდ, ეს გულისხმობდა ბრძოლას ენასთან, განათლებასთან, რელიგიასთან. გერმანიზაციის პოლიტიკა მოიცავდა არაგერმანელი ერების იმპერიის ნაწილად აღქმნის პროცესს, დანიელი და პლონელი მოსახლეობის ჩათვლით. იმპერია შეეცადა სკოლებში დაენერგა სისტემა, რომელიც ხაზს გაუსვამდა საერთო წარსულს ამ ერებისა. და ბოლოს, საკითხი ახალი იმპეიის რელიგიამდეც მივიდა.[106]

Kulturkampf რედაქტირება

ზოგიერთი გერმანელისთვის, სიტყვა ერი, არ მოიცავდა პლურალიზმს და ძირითადად კათოლიკეები, ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ზოგი გერმანელი, განსაკუთრებით, კი ბისამრკი, შიშობდა, რომ კათოლიკეების კავშირს პაპთან, შეიძლება ერისთვის ცუდი შედეგები მოეტანა. როგორც კანცლერი, ბისმარკი შეეცადა რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის შემცირებას, რაც არ გამოუვიდა. კათოლიკური ეკლესიის გავლენის შემცირება შესაძლებელი იყო მისი პოლიტ ერთეული, კათოლიკურ ცენტრალური პარტიის შეზღუდვით. მაგრამ, ეს პარტია კარგად იყო დამკვიდრებული გერმანიის ქალაქებსა და რეგიონებში.[107] 1873 წლის მაისში, სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი გახდა მღვდლებისა დანიშვნისა და განათლების პროცესი. 1875 წელს, კანონში ცვლილებების შედეგად, კათოლიკური ეკლესიის სუბსიდირება შეწყდა და რელიგიას, პრუსიის კონსტიტუციის მიხედვით, შეუწყდა დაცვა.[108]

ებრაული საზოგადოების ინტეგრაცია რედაქტირება

გერმანიზებული ებრაელები დარჩნენ კიდევ ერთ დაუცველ მოსახლეობად ახალ გერმანულ სახელმწიფოში. 1780 წლიდან, საღვთო რომის იმპერატორის, იოზეფ II-ს ემანსიპაციის შემდეგ, ებრაელებს, ყოფილი ჰაბსბურგის ტერიტორიებზე ჰქონდათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და იურიდიული პრივილეგიები, რაც მათ კოლეგებს სხვა გერმანულენოვან ტერიტორიებზე არ ჰქონდათ. მაგალითად, მათ შეეძლოთ მიწის საკუთრება. მათ ასევე შეეძლოთ განათლების მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა, თუ უნივერსიტეტებში. ნაპოლეონის ეპოქის პერიოდში, ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის არსებული ბარიერები ჩამოინგრა. ნაპოლეონმა ბრძანა ებრაელების განთავისუფლება საფრანგეთის მიერ მართულ ყველა ტერიტორიაზე. მათი ფრანგი კოლეგების მსგავსად, მდიდარი გერმანელი ებრაელები ასპონსორობდნენ სალონებს; კერძოდ, რამდენიმე ებრაელმა სალონმა მნიშვნელოვანი თავყრილობები ჩაატარა ფრანკფურტში და ბერლინში, რომლის დროსაც გერმანელმა ინტელექტუალებმა განავითარეს რესპუბლიკური ინტელექტუალიზმის საკუთარი ფორმა. სალონებს მიღმა, ებრაელებმა განაგრძეს გერმანიზაციის პროცესი. მათ მიიღეს ჩაცმულობისა და მეტყველების გერმანული მოდელები, რომლითაც ცდილობდნენ თავი დაეკავებინათ XIX საუკუნის განვითარებადი გერმანიის საზოგადოებრივ სფეროში.[109]

გაერთიანების წლების განმავლობაში, გერმანელმა ებრაელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გერმანიის პროფესიული, ინტელექტუალური და სოციალური ცხოვრების ინტელექტუალურ საფუძვლების შექმნაში. 1880-იან და 1890-იან წლებში, რუსეთიდან ებრაელების განდევნამ გაართულა ინტეგრაციის პროცესი გერმანიის საზოგადოებრივ სფეროში. რუსი ებრაელები ათასობით გერმანულ ქალაქებში ჩავიდნენ; ნაკლებად განათლებულნი და ნაკლებად შეძლებულნი, მათმა სავალალო სიღარიბე ბევრი გერმანიზებული ებრაელი შეაშფოთა. სიღარიბესთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა (როგორიცაა ავადმყოფობა, გადატვირთული საცხოვრებელი ფართი, უმუშევრობა, გერმანული ენის სწავლაზე უარი და ა.შ.) ხაზს უსვამს მათ გამორჩეულობას არა მხოლოდ ქრისტიანი გერმანელების, არამედ ადგილობრივი ებრაელი მოსახლეობიდანაც.[110]

ერის ისტორიის დაწერის პროცესი რედაქტირება

ერის მშენებლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, გმირული წარსულის ისტორია, ისეთ ნაციონალისტ გერმანელ ისტორიკოსებს ეკუთვნოდათ, როგორიცაა ლიბერალი კონსტიტუციონალისტი ფრიდრიხ დალმანი (1785–1860), მისი კონსერვატორი სტუდენტი ჰაინრიხ ფონ ტრეიჩკე (1834–1896) და სხვები ნაკლებად კონსერვატორები სტუდენტები, მაგალითად, თეოდორ მომმსენი (1817–1903) და ჰაინრიხ ფონ სიბელი (1817–1895). თვით დალმანი გარდაიცვალა გაერთიანებამდე, მაგრამ მან საფუძველი ჩაუყარა ნაციონალისტურ ისტორიებს ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების ისტორიებში არსებობას.[111]

ჰაინრიხ ფონ ტრეიტშკეს XIX საუკუნის გერმანიის ისტორია, რომელიც 1879 წელს გამოქვეყნდა, და რომელსაც შესაძლოა შეცდომაში შემყვანი სათაური ჰქონდეს, გვაწვდის მეტწილად ინფორმაციას პრუსიის ისტორიასა და ხალხებზე. ბორუსიული მითის შექმნამ (ბორუსია ლათინური სახელია პრუსისთვის) წარმოაჩინა პრუსია, როგორც გერმანიის მხსნელი; ამ მითის მიხედვით, გაერთიანება გერმანიის ბედი იყო, ხოლო გამაერთიანებელის როლში ყოფნა, კი პრუსიის ბედი აღმოჩნდა.[112] ამ მოთხრობის თანახმად, პრუსიამ დომინანტური როლი ითამაშა გერმანიის სახელმწიფოების, როგორც ნაციონალური სახელმწიფოს გაერთიანებაში და მხოლოდ პრუსიას შეეძლო დაეცვა გერმანიის თავისუფლებები საფრანგეთის ან რუსეთის გავლენისგან. ამბავი გრძელდება იმით, რომ პრუსიის როლი შეირჩა გერმანელებში, 1815 წელს, ვატერლოოში, როდესაც ( და სადაც) შეიქმნა ეკონომიკური ერთიანობის „იდეა“, ხოლო 1871 წელს, კი ამას მოჰყვა გერმანიის გაერთიანება ერთი დროში ქვეშ.[113]

მომსენის კონტრიბუციამ Monumenta Germaniae Historica-ში საფუძველი ჩაუყარა დამატებით გზებს გამოჩენას გერმანიის ერის შესწავლაში. გაფართოვდა ცნება „გერმანია“ პრუსიის მიღმა, სხვა ტერიტორიებზეც. ლიბერალური პროფესორი, ისტორიკოსი, თეოლოგი და ზოგადად ტიტანი XIX საუკუნის მკვლევარებს შორის, მომსენი მსახურობდა პრუსიის წარმომადგენელთა პალატაში 1863-1866 და 1873-1879 წლებში. იგი ასევე მსახურობდა რაიხსტაგის დელეგატად 1881-1884 წლებში, ლიბერალური გერმანიის პროგრესის პარტიაში (Deutsche Fortschrittspartei) და მოგვიანებით ნაციონალურ ლიბერალურ პარტიაში. იგი ეწინააღმდეგებოდა ბისმარკის კულტურკამპფის ანტისემიტურ პროგრამებსა და ტექსტს, რომელსაც ხშირად იყენებდა ტრეიტშკე მისი Studien über die Judenfrage-ის (ებრაული საკითხის შესწავლა) გამოცემაში, რაც ხელს უწყობდა ებრაელთა ასიმილაციას და გერმანიზაციას.[114]

სქოლიო რედაქტირება

  1. Blackbourn, David (1997) The Long Nineteenth Century: A History of Germany, 1780-1918, Oxford: Oxford University Press
  2. Gunter Mai, [2000] Die Erfurter Union und das Erfurter Unionsparlament 1850. Köln: Böhlau
  3. See, for example, James Allen Vann, The Swabian Kreis: Institutional Growth in the Holy Roman Empire 1648–1715. Vol. LII, Studies Presented to International Commission for the History of Representative and Parliamentary Institutions. Bruxelles, 1975. Mack Walker. German home towns: community, state, and general estate, 1648–1871. Ithaca, 1998.
  4. Robert A. Kann. History of the Habsburg Empire: 1526–1918, Los Angeles, 1974, p. 221. In his abdication, Francis released all former estates from their duties and obligations to him, and took upon himself solely the title of King of Austria, which had been established since 1804. Golo Mann, Deutsche Geschichte des 19. und 20. Jahrhunderts, Frankfurt am Main, 2002, p. 70.
  5. James J. Sheehan, German History, 1780–1866, Oxford, 1989, p. 434.
  6. Jakob Walter, and Marc Raeff. The diary of a Napoleonic foot soldier. Princeton, N.J., 1996.
  7. Sheehan, pp. 384–387.
  8. David Blackbourn and Geoff Eley. The peculiarities of German history: bourgeois society and politics in nineteenth-century Germany. Oxford & New York, 1984, part 1; Thomas Nipperdey, German History From Napoleon to Bismarck, 1800–1871, New York, Oxford, 1983. Chapter 1.
  9. Sheehan, pp. 398–410; Hamish Scott, The Birth of a Great Power System, 1740–1815, US, 2006, pp. 329–361.
  10. Sheehan, pp. 398–410.
  11. Jean Berenger. A History of the Habsburg Empire 1700–1918. C. Simpson, Trans. New York: Longman, 1997, ISBN 0-582-09007-5. pp. 96–97.
  12. Sheehan, pp. 460–470. German Historical Institute
  13. Lloyd Lee, Politics of Harmony: Civil Service, Liberalism, and Social Reform in Baden, 1800–1850, Cranbury, New Jersey, 1980.
  14. Adam Zamoyski, Rites of Peace: The Fall of Napoleon and the Congress of Vienna, New York, 2007, pp. 98–115, 239–40.
  15. L.B. Namier, (1952) Avenues of History. London, ONT, 1952, p. 34.
  16. Sheehan, pp. 407–408, 444.
  17. Sheehan, pp. 442–445.
  18. Sheehan, pp. 465–467; Blackbourn, Long Century, pp. 106–107.
  19. 19.0 19.1 Wolfgang Keller and Carol Shiue, The Trade Impact of the Customs Union, Boulder, University of Colorado, 5 March 2013, pp.10 and 18
  20. Florian Ploeckl. The Zollverein and the Formation of a Customs Union, Discussion Paper no. 84 in the Economic and Social History series, Nuffield College, Oxford, Nuffield College. Retrieved from www.nuff.ox.ac.uk/Economics/History March 2017; p. 23
  21. Sheehan, p. 465.
  22. Sheehan, p. 466.
  23. Sheehan, pp. 467–468.
  24. Sheehan, p. 502.
  25. Sheehan, p. 469.
  26. Sheehan, p. 458.
  27. Sheehan, pp. 466–467.
  28. They traced the roots of the German language, and drew its different lines of development together. The Brothers Grimm online. Joint Publications.
  29. (in German) Hans Lulfing, Baedecker, Karl, Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin, 1953, p. 516 f.
  30. (in German) Peter Rühmkorf, Heinz Ludwig Arnold, Das Lied der Deutschen Göttingen: Wallstein, 2001, ISBN 3-89244-463-3, pp. 11–14.
  31. Raymond Dominick III, The Environmental Movement in Germany, Bloomington, Indiana University, 1992, pp. 3–41.
  32. Jonathan Sperber, Rhineland radicals: the democratic movement and the revolution of 1848–1849. Princeton, N.J., 1993.
  33. 33.0 33.1 Sheehan, pp. 610–613.
  34. Sheehan, p. 612.
  35. Sheehan, p. 613.
  36. David Blackbourn, Marpingen: apparitions of the Virgin Mary in nineteenth-century Germany. New York, 1994.
  37. Sperber, Rhineland radicals. p. 3.
  38. Blackbourn, Long Century, p. 127.
  39. Sheehan, pp. 610–615.
  40. (in German) Badische Heimat/Landeskunde online 2006 Veit's Pauls Church Germania. Retrieved 5 June 2009.
  41. Blackbourn, Long Century, pp. 138–164.
  42. Jonathan Sperber, Revolutionary Europe, 1780–1850, New York, 2000.
  43. Blackbourn, Long Century, pp. 176–179.
  44. Examples of this argument appear in: Ralf Dahrendorf, German History, (1968), pp. 25–32; (in German) Hans Ulrich Wehler, Das Deutsche Kaiserreich, 1871–1918, Göttingen, 1973, pp. 10–14; Leonard Krieger, The German Idea of Freedom, Chicago, 1957; Raymond Grew, Crises of Political Development in Europe and the United States, Princeton, 1978, pp. 312–345; Jürgen Kocka and Allan Mitchell. Bourgeois society in nineteenth-century Europe. Oxford, 1993; Jürgen Kocka, "German History before Hitler: The Debate about the German Sonderweg." Journal of Contemporary History, Vol. 23, No. 1 (January, 1988), pp. 3–16; Volker Berghahn, Modern Germany. Society, Economy and Politics in the Twentieth Century. Cambridge, 1982.
  45. World Encyclopedia V.3 p. 542.
  46. For a summary of this argument, see David Blackbourn, and Geoff Eley. The peculiarities of German history: bourgeois society and politics in nineteenth-century Germany. Oxford & New York, 1984, part 1.
  47. Blackbourn and Eley. Peculiarities, Part I.
  48. Blackbourn and Eley, Peculiarities, Chapter 2.
  49. Jürgen Kocka, "Comparison and Beyond.'" History and Theory, Vol. 42, No. 1 (February, 2003), pp. 39–44, and Jürgen Kocka, "Asymmetrical Historical Comparison: The Case of the German Sonderweg", History and Theory, Vol. 38, No. 1 (February, 1999), pp. 40–50.
  50. For a representative analysis of this perspective, see Richard J. Evans, Rethinking German history: nineteenth-century Germany and the origins of the Third Reich. London, 1987.
  51. A. J. P. Taylor, The Struggle for Mastery in Europe 1914–1918, Oxford, 1954, p. 37.
  52. J.G.Droysen, Modern History Sourcebook: Documents of German Unification დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. , 1848–1871. Retrieved 9 April 2009.
  53. Zamoyski, pp. 100–115.
  54. Blackbourn, The long nineteenth century, pp. 160–175.
  55. The remainder of the letter exhorts the Germans to unification: "This role of world leadership, left vacant as things are today, might well be occupied by the German nation. You Germans, with your grave and philosophic character, might well be the ones who could win the confidence of others and guarantee the future stability of the international community. Let us hope, then, that you can use your energy to overcome your moth-eaten thirty tyrants of the various German states. Let us hope that in the center of Europe you can then make a unified nation out of your fifty millions. All the rest of us would eagerly and joyfully follow you." Denis Mack Smith (editor). Garibaldi (Great Lives Observed), Prentice Hall, Englewood Cliffs, N.J., 1969, p. 76.
  56. Mack Smith, Denis (1994). Mazzini. Yale University Press, გვ. 11–12. 
  57. Holt, p. 27.
  58. Holt, pp. 13–14.
  59. Blackbourn, Long Century, pp. 175–179.
  60. Hollyday, 1970, pp. 16–18.
  61. Blackbourn, Peculiarities, Part I.
  62. Bismarck had "cut his teeth" on German politics, and German politicians, in Frankfurt: a quintessential politician, Bismarck had built his power-base by absorbing and co-opting measures from throughout the political spectrum. He was first and foremost a politician, and in this lied his strength. Furthermore, since he trusted neither Moltke nor Roon, he was reluctant to enter a military enterprise over which he would have no control. Mann, Chapter 6, pp. 316–395.
  63. Isabel V. Hull, Absolute Destruction: Military culture and the Practices of War in Imperial Germany, Ithaca, New York, 2005, pp. 90–108; 324–333.
  64. The Situation of Germany. (PDF) – The New York Times, July 1, 1866.
  65. Michael Eliot Howard, The Franco-Prussian War: the German invasion of France, 1870–1871. New York, MacMillan, 1961, p. 40.
  66. Mann, pp. 390–395.
  67. A. J. P. Taylor, Bismarck: The Man and the Statesman. Oxford, Clarendon, 1988. Chapter 1, and Conclusion.
  68. Howard, pp. 40–57.
  69. Sheehan, pp. 900–904; Wawro, pp. 4–32; Holt, p. 75.
  70. Holt, p. 75.
  71. Sheehan, pp. 900–906.
  72. Sheehan, p. 906; Geoffrey Wawro, The Austro Prussian War: Austria's War with Prussia and Italy in 1866. Cambridge, Cambridge University, 1996, pp. 82–84.
  73. Sheehan, pp. 905–906.
  74. Sheehan, p. 909.
  75. Wawro, pp. 50–60; 75–79.
  76. Wawro, pp. 57–75.
  77. Sheehan, pp. 908–909
  78. Taylor, Bismarck, pp. 87–88.
  79. Sheehan, p. 910.
  80. Sheehan, pp. 905–910.
  81. Rosita Rindler Schjerve Diglossia and Power: Language Policies and Practice in the Nineteenth Century Habsburg Empire, 2003, ISBN 3-11-017653-X, pp. 199–200.
  82. Bridge and Bullen, The Great Powers and the European States System 1814–1914.
  83. Sheehan, pp. 909–910; Wawro, Chapter 11.
  84. Blackbourn, Long Century, Chapter V: From Reaction to Unification, pp. 225–269.
  85. Howard, pp. 4–60.
  86. Howard, pp. 50–57.
  87. Howard, pp. 55–56.
  88. Howard, pp. 56–57.
  89. Howard, pp. 55–59.
  90. Howard, pp. 64–68.
  91. Howard, pp. 218–222.
  92. Howard, pp. 222–230.
  93. Taylor, Bismarck, p. 126
  94. Die Reichsgründung 1871 (The Foundation of the Empire, 1871), Lebendiges virtuelles Museum Online, accessed 2008-12-22. German text translated: [...] on the wishes of Wilhelm I, on the 170th anniversary of the elevation of the House of Brandenburg to princely status on 18 January 1701, the assembled German princes and high military officials proclaimed Wilhelm I as German Emperor in the Hall of Mirrors at the Versailles Palace.
  95. Taylor, Bismarck, p. 133.
  96. Crankshaw, Edward. Bismarck. New York, The Viking Press, 1981, p. 299.
  97. Howard, Chapter XI: the Peace, pp. 432–456.
  98. Blackbourn, Long Century, pp. 255–257.
  99. Alon Confino. The Nation as a Local Metaphor: Württemberg, Imperial Germany, and National Memory, 1871–1918. Chapel Hill, University of North Carolina Press, 1997.
  100. Richard J. Evans, Death in Hamburg: Society and Politics in the Cholera Years, 1830–1910. New York, 2005, p. 1.
  101. Blackbourn, Long Century, p. 267.
  102. Blackbourn, Long Century, pp. 225–301.
  103. David Blackbourn and Geoff Eley. The peculiarities of German history: bourgeois society and politics in nineteenth-century Germany. Oxford [Oxfordshire] and New York, Oxford University Press, 1984. Peter Blickle, Heimat: a critical theory of the German idea of homeland, Studies in German literature, linguistics and culture. Columbia, South Carolina, Camden House; Boydell & Brewer, 2004. Robert W. Scribner, Sheilagh C. Ogilvie, Germany: a new social and economic history. London and New York, Arnold and St. Martin's Press, 1996.
  104. To name only a few of these studies: Geoff Eley, Reshaping the German right: radical nationalism and political change after Bismarck. New Haven, 1980. Richard J. Evans, Death in Hamburg: Society and Politics in the Cholera Years, 1830–1910.New York, 2005. Richard J. Evans,Society and politics in Wilhelmine Germany. London and New York, 1978. Thomas Nipperdey, Germany from Napoleon to Bismarck, 1800–1866. Princeton, New Jersey, 1996. Jonathan Sperber, Popular Catholicism in nineteenth-century Germany. Princeton, N.J., 1984. (1997).
  105. Blackbourn, Long Century, pp. 240–290.
  106. Blackbourn, Long Century, pp. 243–282.
  107. Blackbourn, Long Century, pp. 283; 285–300.
  108. Jonathan Sperber. Popular Catholicism in nineteenth-century Germany, Princeton, N.J., 1984.
  109. Marion Kaplan, The making of the Jewish middle class: women, family, and identity in Imperial Germany, New York, 1991.
  110. Kaplan, in particular, pp. 4–7 and Conclusion.
  111. Blackbourn and Eley, Peculiarities, p. 241.
  112. Karin Friedrich, The other Prussia: royal Prussia, Poland and liberty, 1569–1772, New York, 2000, p. 5.
  113. Many modern historians describe this myth, without subscribing to it: for example, Rudy Koshar, Germany's Transient Pasts: Preservation and the National Memory in the Twentieth Century. Chapel Hill, 1998; Hans Kohn. German history; some new German views. Boston, 1954; Thomas Nipperdey, Germany history from Napoleon to Bismarck.
  114. Josep R. Llobera and Goldsmiths' College. The role of historical memory in (ethno)nation-building. Goldsmiths sociology papers. London, Goldsmiths College, 1996.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Berghahn, Volker. Modern Germany: Society, Economy and Politics in the Twentieth Century. Cambridge: Cambridge University Press, 1982. ISBN 978-0-521-34748-8
  • Beringer, Jean. A History of the Habsburg Empire 1700–1918. C. Simpson, Trans. New York: Longman, 1997, ISBN 0-582-09007-5.
  • Blackbourn, David, Marpingen: apparitions of the Virgin Mary in Bismarckian Germany. New York: Knopf, 1994. ISBN 0-679-41843-1
  • Blackbourn, David. The long nineteenth century: a history of Germany, 1780–1918. New York: Oxford University Press, 1998. ISBN 0-19-507672-9
  • Blackbourn, David and Eley, Geoff. The peculiarities of German history: bourgeois society and politics in nineteenth-century Germany. Oxford & New York: Oxford University Press, 1984. ISBN 978-0-19-873057-6
  • Blickle, Peter. Heimat: a critical theory of the German idea of homeland. Studies in German literature, linguistics and culture. Columbia, South Carolina: Camden House Press, 2004. ISBN 978-0-582-78458-1
  • Bridge, Roy and Roger Bullen, The Great Powers and the European States System 1814–1914, 2nd ed. Longman, 2004. ISBN 978-0-582-78458-1
  • Confino, Alon. The Nation as a Local Metaphor: Württemberg, Imperial Germany, and National Memory, 1871–1918. Chapel Hill: University of North Carolina Press, 1997. ISBN 978-0-8078-4665-0
  • Crankshaw, Edward. Bismarck. New York, The Viking Press, 1981. ISBN 0-333-34038-8
  • Dahrendorf, Ralf. Society and Democracy in Germany (1979)
  • Dominick, Raymond, III. The Environmental Movement in Germany, Bloomington, Indiana University, 1992. ISBN 0-253-31819-X
  • Evans, Richard J. Death in Hamburg: Society and Politics in the Cholera Years, 1830–1910. New York: Oxford University Press, 2005. ISBN 978-0-14-303636-4
  • Evans, Richard J. Rethinking German history: nineteenth-century Germany and the origins of the Third Reich. London, Routledge, 1987. ISBN 978-0-00-302090-8
  • Flores, Richard R. Remembering the Alamo: memory, modernity, and the master symbol. Austin: University of Texas, 2002. ISBN 978-0-292-72540-9
  • Friedrich, Karin, The other Prussia: royal Prussia, Poland and liberty, 1569–1772, New York, 2000. ISBN 978-0-521-02775-5
  • Grew, Raymond. Crises of Political Development in Europe and the United States. Princeton, Princeton University Press, 1978. ISBN 0-691-07598-0
  • Hollyday, F. B. M. Bismarck. New Jersey, Prentice Hall, 1970. ISBN 978-0-13-077362-3
  • Holt, Alexander W. The History of Europe from 1862–1914: From the Accession of Bismarck to the Outbreak of the Great War. New York: MacMillan, 1917. თარგი:Oclc
  • Howard, Michael Eliot. The Franco-Prussian War: the German invasion of France, 1870–1871. New York, MacMillan, 1961. ISBN 978-0-415-02787-8
  • Hull, Isabel. Absolute Destruction: Military culture and the Practices of War in Imperial Germany. Ithaca, New York, Syracuse University Press, 2005. ISBN 978-0-8014-7293-0
  • Kann, Robert A. History of the Habsburg Empire: 1526–1918. Los Angeles, University of California Press, 1974 ISBN 978-0-520-04206-3
  • Kaplan, Marion. The making of the Jewish middle class: women, family, and identity in Imperial Germany. New York, Oxford University Press, 1991. ISBN 978-0-19-509396-4
  • Kocka, Jürgen and Mitchell, Allan. Bourgeois society in nineteenth century Europe. Oxford, Oxford University Press, 1993. ISBN 978-0-85496-414-7
  • Kocka, Jürgen and Mitchell, Allan. "German History before Hitler: The Debate about the German Sonderweg." Journal of Contemporary History Vol. 23, No. 1 (January 1988), p. 3–16.
  • Kocka, Jürgen and Mitchell, Allan. "Comparison and Beyond.'" History and Theory Vol. 42, No. 1 (February 2003), p. 39–44.
  • Kocka, Jürgen and Mitchell, Allan. "Asymmetrical Historical Comparison: The Case of the German Sonderweg". History and Theory Vol. 38, No. 1 (February 1999), p. 40–50.
  • Kohn, Hans. German history; some new German views. Boston: Beacon, 1954. თარგი:Oclc
  • Koshar, Rudy. Germany's Transient Pasts: Preservation and the National Memory in the Twentieth Century. Chapel Hill, 1998. ISBN 978-0-8078-4701-5
  • Krieger, Leonard. The German Idea of Freedom, Chicago, University of Chicago Press, 1957. ISBN 978-1-59740-519-5
  • Lee, Lloyd. The politics of Harmony: Civil Service, Liberalism, and Social Reform in Baden, 1800–1850. Cranbury, New Jersey, Associated University Presses, 1980. ISBN 978-0-87413-143-7
  • Llobera, Josep R. and Goldsmiths' College. "The role of historical memory in (ethno)nation-building." Goldsmiths Sociology Papers. London, Goldsmiths College, 1996. ISBN 978-0-902986-06-0
  • Mann, Golo. The History of Germany Since 1789 (1968)
  • Namier, L.B.. Avenues of History. New York, Macmillan, 1952. თარგი:Oclc
  • Nipperdey, Thomas. Germany from Napoleon to Bismarck, 1800–1866. Princeton, Princeton University Press, 1996. ISBN 978-0-691-02636-7
  • Schjerve, Rosita Rindler, Diglossia and Power: Language Policies and Practice in the nineteenth century Habsburg Empire. Berlin, De Gruyter, 2003. ISBN 978-3-11-017654-4
  • Schulze, Hagen. The course of German nationalism: from Frederick the Great to Bismarck, 1763–1867. Cambridge & New York, Cambridge University Press, 1991. ISBN 978-0-521-37759-1
  • Scott, H. M. The Birth of a Great Power System. London & New York, Longman, 2006. ISBN 978-0-582-21717-1
  • Scribner, Robert W. and Sheilagh C. Ogilvie. Germany: a new social and economic history. London: Arnold Publication, 1996. ISBN 978-0-340-51332-3
  • Sheehan, James J. German history 1770–1866. Oxford History of Modern Europe. Oxford, Oxford University Press, 1989. ISBN 978-0-19-820432-9
  • Sked, Alan. Decline and Fall of the Habsburg Empire 1815–1918. London, Longman, 2001. ISBN 978-0-582-35666-5
  • Sorkin, David, The transformation of German Jewry, 1780–1840, Studies in Jewish history. New York, Wayne State University Press, 1987. ISBN 978-0-8143-2828-6
  • Sperber, Jonathan. The European Revolutions, 1848–1851. New Approaches to European History. Cambridge, Cambridge University Press, 1984. ISBN 978-0-521-54779-6
  • Sperber, Jonathan. Popular Catholicism in nineteenth-century Germany. Princeton, Princeton University Press, 1984. ISBN 978-0-691-05432-2
  • Sperber, Jonathan. Rhineland radicals: the democratic movement and the revolution of 1848–1849. Princeton, Princeton University Press, 1993. ISBN 978-0-691-00866-0
  • Stargardt, Nicholas. The German idea of militarism: radical and socialist critics, 1866–1914. Cambridge, Cambridge University Press, 1994. ISBN 978-0-521-46692-9
  • Steinberg, Jonathan. Bismarck: A Life (2011)
  • Taylor, A. J. P., The Struggle for Mastery in Europe 1914–1918, Oxford, Clarendon, 1954. ISBN 978-0-19-881270-8
  • Taylor, A. J. P.. Bismarck: The Man and the Statesman. Oxford: Clarendon, 1988. ISBN 978-0-394-70387-9
  • Victoria and Albert Museum, Dept. of Prints and Drawings, and Susan Lambert. The Franco-Prussian War and the Commune in caricature, 1870–71. London, 1971. ISBN 0-901486-30-2
  • Walker, Mack. German home towns: community, state, and general estate, 1648–1871. Ithaca, Syracuse University Press, 1998. ISBN 978-0-8014-8508-4
  • Wawro, Geoffrey. The Austro-Prussian War. Cambridge, Cambridge University Press, 1996. ISBN 0-521-62951-9
  • Wawro, Geoffrey]. Warfare and Society in Europe, 1792–1914. 2000. ISBN 978-0-415-21445-2
  • Wehler, Hans Ulrich. The German Empire, 1871–1918 (1997)
  • Zamoyski, Adam. Rites of Peace: The Fall of Napoleon and the Congress of Vienna. New York, HarperCollins, 2007. ISBN 978-0-06-077519-3

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

  • Bazillion, Richard J. Modernizing Germany: Karl Biedermann's career in the kingdom of Saxony, 1835–1901. American university studies. Series IX, History, vol. 84. New York, Peter Lang, 1990. ISBN 0-8204-1185-X
  • Brose, Eric Dorn. German History, 1789–1871: From the Holy Roman Empire to the Bismarckian Reich. (1997) online edition დაარქივებული 2010-12-01 საიტზე Wayback Machine.
  • Bucholz, Arden. Moltke, Schlieffen, and Prussian war planning. New York, Berg Pub Ltd, 1991. ISBN 0-85496-653-6
  • Bucholz, Arden. Moltke and the German Wars 1864–1871. New York, Palgrave MacMillan, 2001. ISBN 0-333-68758-2
  • Clark, Christopher. Iron Kingdom: The Rise and Downfall of Prussia, 1600–1947. Cambridge, Belknap Press of Harvard University Press, 2006, 2009. ISBN 978-0-674-03196-8
  • Clemente, Steven E. For King and Kaiser!: the making of the Prussian Army officer, 1860–1914. Contributions in military studies, no. 123. New York: Greenwood, 1992. ISBN 0-313-28004-5
  • Cocks, Geoffrey and Konrad Hugo Jarausch. German professions, 1800–1950. New York, Oxford University Press, 1990. ISBN 0-19-505596-9
  • Droysen, J.G. Modern History Sourcebook: Documents of German Unification დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. , 1848–1871. Accessed April 9, 2009.
  • Dwyer, Philip G. Modern Prussian history, 1830–1947. Harlow, England, New York: Longman, 2001. ISBN 0-582-29270-0
  • Friedrich, Otto. Blood and iron: from Bismarck to Hitler the von Moltke family's impact on German history. New York, Harper, 1995. ISBN 0-06-016866-8
  • Groh, John E. Nineteenth-century German Protestantism: the church as social model. Washington, D.C., University Press of America, 1982. ISBN 0-8191-2078-2
  • Henne, Helmut, and Georg Objartel. German student jargon in the eighteenth and nineteenth centuries. Berlin & NY, de Gruyter, 1983. თარგი:Oclc
  • Hughes, Michael. Nationalism and society: Germany, 1800–1945. London & New York, Edward Arnold, 1988. ISBN 0-7131-6522-7
  • Kollander, Patricia. Frederick III: Germany's liberal emperor, Contributions to the study of world history, no. 50. Westport, Conn., Greenwood, 1995. ISBN 0-313-29483-6
  • Koshar, Rudy. Germany's Transient Pasts: Preservation and the National Memory in the Twentieth Century. Chapel Hill, University of North Carolina Press, 1998. ISBN 0-8078-4701-1
  • Lowenstein, Steven M. The Berlin Jewish community: enlightenment, family, and crisis, 1770–1830. Studies in Jewish history. New York, Oxford University Press, 1994. ISBN 0-19-508326-1
  • Lüdtke, Alf. Police and State in Prussia, 1815–1850. Cambridge, New York & Paris, Cambridge University Press, 1989. ISBN 0-521-11187-0
  • Ogilvie, Sheilagh, and Richard Overy. Germany: A New Social and Economic History Volume 3: Since 1800 (2004)
  • Ohles, Frederik. Germany's rude awakening: censorship in the land of the Brothers Grimm. Kent, Ohio, Ohio State University Press, 1992. ISBN 0-87338-460-1
  • Pflanze Otto, ed. The Unification of Germany, 1848–1871 (1979), essays by historians
  • Schleunes, Karl A. Schooling and society: the politics of education in Prussia and Bavaria, 1750–1900. Oxford & New York, Oxford University Press, 1989. ISBN 0-85496-267-0
  • Showalter, Dennis E. The Wars of German Unification (2nd ed. 2015), 412pp by a leading military historian
  • Showalter, Dennis E. Railroads and rifles: soldiers, technology, and the unification of Germany. Hamden, Connecticut, Hailer Publishing, 1975. ISBN 0-9798500-9-6
  • Smith, Woodruff D. Politics and the sciences of culture in Germany, 1840–1920. New York, Oxford University Press, 1991. ISBN 0-19-506536-0
  • Wawro, Geoffrey. The Franco-Prussian War: The German Conquest of France. Cambridge, Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-61743-X

დამატებითი ლინკები რედაქტირება