გერმანე (კათოლიკოს-პატრიარქი)

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

გერმანე — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1535-1546 წლებში.

გერმანე კათოლიკოსად ლუარსაბ I-ს დაუდგენია. 1546 წლის საბუთის თანახმად, გერმანე კათოლიკოსს ლუარსაბ მეფესთან ერთად აღუწერია სვეტიცხოვლის განძი და ქონება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება