გერლახოვსკი-შტიტი

გერლახოვსკი-შტიტი (სლოვაკ. Gerlachovský štít) — მწვერვალი სლოვაკეთში, სლოვაკეთისა და მთლიანად კარპატების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2654,4 მ. მდებარეობს დასავლეთ კარპატებში, მაღალ ტატრებზე. პირამიდის ფორმისაა.

გერლახოვსკი-შტიტი
გერლახოვსკი-შტიტი
გერლახოვსკი-შტიტი
კოორდინატები: 49°10′02″ ჩ. გ. 20°07′52″ ა. გ. / 49.16722° ჩ. გ. 20.13111° ა. გ. / 49.16722; 20.13111
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
სიმაღლე 2654.4 
ქედი მაღალი ტატრები
კარპატები
პირველი ასვლა 1834
გერლახოვსკი-შტიტი — სლოვაკეთი
გერლახოვსკი-შტიტი

გერლახოვსკი-შტიტი აგებულია გრანიტებით. არის ძველი გამყინვარების ნიშნები, რაც გამოიხატება მყინვარული ვეებერთელა მყინვარული ცირკით. ციცაბო და ფლატეებიანი კალთები ადგილ-ადგილ დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელსაც ცვლის ტანბრეცილი ტყე და ალპური მდელო. 2250 მ ზემოთ მცენარეულობა ღარიბია, ჭარბობს შიშველი კლდეები, რომლებიც ალაგ-ალაგ დაფარულია ხავსებითა და ლიქენებით.

გერლახოვსკი-შტიტი შედის ტატრების ეროვნული პარკის შემადგენლობაში. პირველად მოიხსენიება 1717 წელს, როგორც გერლახოვსკის მთები. 1880 წელს სახელი გადაარქვეს და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორის ფრანც იოზეფ I-ის პატივსაცემად უწოდეს ფრანც-იოზეფის პიკი. 1918 წელს ეწოდა ლეგიონერების პიკი, ხოლო 1949 წელს სტალინოვ-შტიტი. 1961 წელს დაუბრუნდა ოდინდელი სახელწოდება „გერლახოვსკი-შტიტი“. პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება