გეოქრონოლოგიური სკალა

გეოქრონოლოგიური სკალა
ეონი ერა პერიოდი მლნ.
წ.წ.










კაინოზოური
Erdneuzeit
ხანგრძლივობა: 65,5 მლნ. წ.
მეოთხეული 2,588
ნეოგენი 23,03
პალეოგენი 65,5  
მეზოზოური
Erdmittelalter
ხანგრძლივობა: 185,5 მლნ. წ.
ცარცული 145,5  
იურული 199,6  
ტრიასული 251,0  
პალეოზოური
Erdaltertum
ხანგრძლივობა: 291 მლნ. წ.
პერმული 299,0  
კარბონული 359,2  
დევონური 416,0  
სილურული 443,7  
ორდოვიციული 488,3  
კამბრიული 542,0  
























Neoproterozoikum
Neues
Proterozoikum
ხანგრძლივობა: 458 მლნ. წ.
Ediacarium 630    
Cryogenium 850    
Tonium 1000    
Mesoproterozoikum
Mittleres
Proterozoikum
ხანგრძლივობა: 600 მლნ. წ.
Stenium 1200    
Ectasium 1400    
Calymmium 1600    
Paläoproterozoikum
Frühes
Proterozoikum
ხანგრძლივობა: 900 მლნ. წ.
Statherium 1800    
Orosirium 2050    
Rhyacium 2300    
Siderium 2500    






Neoarchaikum
ხანგრძლივობა: 300 Ma
2800    
Mesoarchaikum
ხანგრძლივობა: 400 Ma
3200    
Paläoarchaikum
ხანგრძლივობა: 400 Ma
3600    
Eoarchaikum
ხანგრძლივობა: n. def.
3800    
Hadaikum
ხანგრძლივობა: n. def.
  4700    
წყარო

გეოლოგიური წელთაღრიცხვადედამიწის ქერქის ამგები ქანების ასაკის დადგენა. განარჩევენ შეფარდებითსა და აბსოლუტურ (ბირთვულ) გეოლოგიურ წელთაღრიცხვას. შეფარდებითი გეოლოგიური წელთაღრიცხვა ადგენს ქანთა შეფარდებით ასაკს, ე.ი. იკვლევს მათი წარმოშობის თანამიმდევრობას დროში თვით იმ დროის ხანგრძლივობის შეუფასებლად, რომელმაც განვლო მათი ჩამოყალიბების შემდეგ. აბსოლუტური გეოქრონოლოგიური წელთაღრიცხვა ქანთა ასაკს განსაზღვრავს დროის ერთეულებში, ჩვეულებრივ, მილიონ წლებში. ეს ე. წ. აბსოლუტური (იზოტოპური, რადიოლოგიური) ასაკია.

დედამიწის ისტორია
გეოქრონოლოგიური სკალის სპირალისებური გამოსახულება

შეფარდებითი გეოქრონოლოიგური წელთაღრიცხვა — იმ დებულებას ემყარება, რომ შრეებრივი ქანების პირველადი, აუშლელი თანამიმდევრობის შემთხვევაში ზევით მდებარე შრე მის ქვეშმდებარე შრეზე ახალგაზრდაა (სტენოს პრინციპი). არაშრეებრივი გეოლოგიური სხეულების (ინტრუზიული და ძარღვული ქანები) შეფარდებითი ასაკის დადგენა შრეებრივ ქანებთან მათი სივრცობრივი ურთიერთდამოკიდებულების საფუძველზე ხდება. ასეთი ქანის გამკვეთი სხეული მის მიერ გავეთილ შრეთა შორის უახალგაზრდეს შრეზე უფრო ახალგაზრდაა და უფრო ძველია, ვიდრე უძველესი შრე იმ შრეთა შორის, რომლებიც მასზე უთანხმოდ არიან განლაგებული.

ქანთა ასაკობრივ თანამიმდევრობას (მათ შეფარდებით დათარიღებას) როგორც ცალკეულ რაიონებში, ისე დედამიწის მთელი ზედაპირისათვის, სტრატიგრაფია იკვლევს.

სტრატიგრაფიული კვლევის მთავარ მეთოდს წარმოადგენს პალეონტოლოგიური მეთოდი. იგი ემყარება XIX საუკუნის დასაწყისში დადგენილ ფაქტს, რომ სხვადასხვა ასაკის შრეებში განამარხებული ორგანიზმების ასოციაციები განსხვავებულია, ერთდროულად დალექილ შრეებში კი — მსგავსი. თავდაპირველად გეოლოგიური დროის განმავლობაში ორგანული სამყაროს შემადგენლობის ცვლას უეცარი გეოლოგიური კატასტროფებით გამოწვეული ორგანიზმების გადაშენებითა და ღვთაების ახალი შემოქმედებითი აქტებით ხსნიდნენ (ჟორჟ კიუვიე და მისი მიდევრები). მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩარლზ ლაიელმა სწორად შეაფასა ნელი გეოლოგიური პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა დედამიწის ზედაპირის სახეცვლისათვის, ხოლო ჩარლზ დარვინმა ორგანული სამყაროს ევოლუციური განვითარების თეორია შექმნა, საფუძველი ჩაეყარა პალეონტოლოგიური მეთოდის ნამდვილ მეცნიერულ მატერიალისტურ დასაბუთებას.

ხანგრძლივ კვლევათა შედეგად შემუშავებულია სტრატიგრაფიული სკალა, რომელშიც დედამიწის ქერქის შრეთა დალექვის ზოგადი თანამიმდევრობაა მოცემული. ამ სკალის ზედა (გვიანი) ნაწილი — ფანეროზოური — საკმაოდ დეტალურად არის დანაწილებული პალეონტოლოგიური მეთოდის მონაცემების საფუძველზე. რაც შეეხება სკალის ქვედა (ადრეულ) ნაწილს, აქ ნამარხთა ცუდად დაცვის ან საერთოდ არარსებობის გამო პალეონტოლოგიური მეთოდის გამოყენების საშუალება ძლიერ შეზღუდულია. ამიტომ თავდაპირველად კამბრიულისწინა წარმონაქმნების დანაწილებას საფუძვლად დაედო სათანადო ქანების მეტამორფიზმის ხარისხი და სწორედ ამის საფუძველზე გამოყვეს არქეული (არქეოზოური) და პროტეროზოური ერები. სკალის ფანეროზოური ნაწილი იყოფა სამ ჯგუფად — პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური.

აბსოლუტური გეოლოგიური წელთაღრიცხვა ჩაისახა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბუნებრივი რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური ელემენების რადიოაქტიური დაშლის სიჩქარე გამოეყენებინათ ქანებისა და მინერალების აბსოლუტური ასაკის დასადგენად (პ. კიური, ე. რეზერფორდი).

1907 წელს ბ. ბოლტვუდმა და ე. რეზერფორდის წინადადებით პირველმა ჩაატარა რადიოაქტიური მინერალების ასაკის განსაზღვრის ცდა ტყვიის მეთოდით. 1917 წელს ჯ. ბარელმა საფუძველი ჩაუყარა ცალკეული გეოქრონოლოგიური მიჯნების დათარიღებას რადიოლოგიური გამოზმვების საშულებით. ეს სამუშაო გააგრძელა და განავითარა ა. ჰოლმზმა, რომელმაც შეადგინა ფანეროზოური დროის გეოქრონოლოიური სკალის რამდენიმე ვარიანტი.

გეოლოგიურ ისტორიას აღადგენენ დედამიწის ქერქის ამგები ქანების შესწავლით. დედამიწის როგორც პლანეტის ასაკად 4,5—4,6 მლრდ. წელიწადს ანგარიშობენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • რუბინშტეინი მ., ქსე, ტ. 3, გვ. 82-83, თბ., 1978;
  • Страхов Н. М., Основы исторической геологии, 3 изд., ч. 1—2. М. — Л., 1948;
  • Старик И. Е., Ядерная геохронология, М. — Л., 1961.