გეორგ აგრიკოლა

გერმანელი ექიმი, მინერალოგი და მეტალურგი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრიკოლა.

გეორგ აგრიკოლა (ლათ. Georgius Agricola; ნამდვილი სახელი და გვარია გეორგ ბაუერი; დ. 24 მარტი, 1494, გლაუხაუ — გ. 21 ნოემბერი, 1555, კემნიცი) — გერმანელი ექიმი, მინერალოგი და მეტალურგი.

გეორგ აგრიკოლა
ლათ. Georgius Agricola
დაბ. თარიღი 24 მარტი, 1494[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი გლაუხაუ[6] [2] [5]
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი, 1555[1] [2] [3] [4] [5] (61 წლის)
გარდ. ადგილი კემნიცი[6] [2] [5]
დასაფლავებულია მეფეთა ტაძარი
საქმიანობა ექიმი[2] , მინერალოგი[2] , ისტორიკოსი[2] , ინჟინერი, ქიმიკოსი, ფილოსოფოსი და metallurgist
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი და პადუის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1514-1518 წლებში ფილოლოგიას სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1518-1522 წლებში იყო ცვიკაუში სკოლის რექტორი. 1521 წლიდან ლაიფციგში სწავლობდა მედიცინას. მუშაობდა ქალაქის ექიმად, ჩეხეთის სამთამადნო და მეტალურგიული მრეწველობის ცენტრში — ქალაქ იახიმოვში.

პირველმა შეადგინა სასარგებლო წიაღისეულის, მისი დამუშავების ხერხებისა და მეტალურგიული პროცესების სისტემატური აღწერილობა, შეისწავლა 20 ახალი მინერალი და დაადგინა გარეგანი ნიშნების მიხედვით მათი განსაზღვრის მეთოდები, აღწერა მაღაროებში გავრცელებული დაავედებანი, გამოიკვლია მათი გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავა ამ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა.

აგრიკოლა პროფესიონალური ჰიგიენის ერთ-ერთი პიონერია. მისი შრომა „სამთო საქმისა და მეტალურგიისათვის“ (დაიწერა 1550, გამოქვეყნდა 1556) ორი საუკუნის მანძილზე ითვლებოდა სამთო ტექნიკისა და მეტალურგიულ სახელმძღვანელოდ. გეორგ აგრიკოლა გარდაიცვალა 1555 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ხემნიცში.

თხზულებები რედაქტირება

  • De natura corum qual effluunt ex terra, Venetiis, 1553;
  • De Peste, Basileae, 1554.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 69.
  • Шухардин С. В. Георгий Агрикола. М., 1955;
  • Georgius Agricola. 1494—1555, В., 1955.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება