სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 1998 წელს. მისი დამფუძნებელია – პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ფირცხალავა. უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ თბილისში.

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
დაფუძნდა 1998
ტიპი კერძო
რექტორი მარინა ფირცხალავა
მისამართი მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
geomedi.edu.ge

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ლიცენზირებული და აკრედიტირებულია. სტუდენტთა სწავლება და მათი ცოდნის შეფასება რეგულირდება ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემით (ECTS). უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი ფაკულტეტი:

  1. სტომატოლოგია
  2. ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი;
  3. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;
  4. მედიცინა

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აღჭურვილია კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, ლაბორატორიებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება