გენო წულაია (დ. 17 იანვარი, 1930, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2000)— ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საკავშირო კინოფესტივალის ლაურეატი (1985).

გენო წულაია
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1934
სოხუმი
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 2000(2000-09-18)
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომპოზიტორი
აქტიური 1957-1996
მეუღლე(ები) ნელი ნენოვა

ბიოგრაფია რედაქტირება

გენო წულაია დაიბადა 1930 წლის 17 იანვარს სოხუმში. 1948 წელს დაამთავრა სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი. 1948-1950 წლებში სწავლობდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში. 1957 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ ჭიაურელისა და იური გენიკას სახელოსნო). 1957 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. ფილმებს იღებდა მეუღლესთან, კინორეჟისორ ნელი ნენოვასთან ერთად. 1993 წლიდან ცხოვრობდა ბულგარეთში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

მსახიობი რედაქტირება

  • 1983 — ყვითელი ჩიტი
  • 1988 — ოპერაცია „ვუნდერლანდი"

დამდგმელი რეჟისორი რედაქტირება

სცენარის ავტორი რედაქტირება

  • დრო იწურება განთიადისას
  • მოვდივართ და მოვიმღერით
  • რერო მასპინძლობს
  • ქორწინება იმერულად
  • ყოჩაღად, პაპებო!

კომპოზიტორი რედაქტირება

  • პეპელა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება