გენერალ-ფელდმარშალი

ფელდმარშალი (გერმ.: Feldmarschall, ინგლ.: Field-Marshal) ან გერმანულ ქვეყნებში გენერალ-ფელდმარშალი (გერმ.: Generalfeldmarschall) იყო XVI საუკუნეში კავალერიის მეთაური. ოცდაათწლიან ომში გენერალ-ფელდმარშალი გენერლის უმაღლესი რანგი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის ქვეყნების არმიათა უმაღლესი სამხედრო რანგია.

ეტიმოლოგია რედაქტირება

სახელწოდება მომდინარეობს ძველ-გერმანული სიტყვიდან „მარაჰშალკ“ („marahscalc“), რაც მარშალს, იგივე მეჯინიბეთუხუცესს ან მეჯინიბეს ნიშნავს.

მესამე რაიხის გენერალ-ფელდმარშლები რედაქტირება

- (ლ) = „ლუფტვაფეს“ წევრები -



  1. 20.04.1936ბლომბერგი, ვერნერ ფონ (1878–1946)
  2. 04.02.1938გერინგი, ჰერმან (1893–1946) (ლ)
  3. 19.08.1940ბრაუხიჩი, ვალთერ ფონ (1881–1948)
  4. 19.08.1940კესელრინგი, ალბერტ (1885–1960) (ლ)
  5. 19.08.1940კაიტელი, ვილჰელმ (1882–1946)
  6. 19.08.1940კლუგე, გიუნთერ ფონ (1882–1944)
  7. 19.08.1940ლეები, ვილჰელმ ფონ (1876–1956)
  8. 19.08.1940ბოკი, ფედორ ფონ (1880–1945)
  9. 19.08.1940ლისტი, ვილჰელმ (1880–1971)
  10. 19.08.1940ვიცლებენი, ერვინ ფონ (1881–1944)
  11. 19.08.1940რაიხენაუ, ვალტერ ფონ (1884–1942)
  12. 19.08.1940მილხი, ერჰარდ (1892–1972) (ლ)
  13. 19.08.1940შპერლე, ჰუგო (1885–1953) (ლ)
  14. 19.08.1940რუნდშტეტი, გერდ ფონ (1875–1953)
  15. 31.10.1940ბიომ-ერმოლი, ედუარდ ფონ (1856–1941)
  16. 22.06.1942რომელი, ერვინ (1891–1944)
  17. 30.06.1942კიუხლერი, გეორგ ფონ (1881–1968)
  18. 30.06.1942მანშტაინი, ერიხ ფონ (1887–1973)
  19. 30.01.1943პაულუსი, ფრიდრიხ (1890–1957)
  20. 01.02.1943კლაისტი, ევალდ ფონ (1881–1954)
  21. 01.02.1943ვაიქსი, მაქსიმილიან ფონ (1881–1954)
  22. 01.02.1943ბუში, ერნსტ (1885–1945)
  23. 16.02.1943რიხტჰოფენი, ვოლფრამ ფონ (1895–1945) (ლ)
  24. 01.03.1944მოდელი, ვალტერ (1891–1945)
  25. 05.04.1945შიორნერი, ფერდინანდ (1892–1973)
  26. 25.04.1945გრაიმი, რობერტ ფონ (1892–1945) (ლ)