გენერალ-ადმირალი — უმაღლესი სამხედრო-საზღვაო ჩინი რუსეთში. უთანაბრდებოდა სახმელეთო ჯარების გენერალ-ფელდმარშალს. გენერალ-ადმირალის წოდება პირველად 1708 წელს მიეცა თედორე აპრაქსინს, რომელიც პეტრე I-მა სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურად დანიშნა. 1904-1908 წლებში რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ გენერალ-ადმირალის წოდებას მხოლოდ საპატიო მნიშვნელობა ჰქონდა, 1908 წლიდან კი რუსეთის ფლოტში აღარ გვხვდება.

ლიტერატურა რედაქტირება