გემის ქიმი - გემის წინა ნაწილი, ცხვირი. გამოიყენება საზღვაო ტერმინოლოგიაში. მისი გეომეტრია გათვლილია ისე, რომ გემმა წყალი ადვილად გაკვეთოს. მასზე დაშენებული ნაგებობები დამოკიდებულია გემის დანიშნულებაზე. მაგალითად სათევზაო ტრალს ქიმზე ბადეების ამწე აქვს დამონტაჟებული, ავიამზიდს - ასაფრენი ზოლი, წყალქვეშა გემს კი ქიმი საერთოდ დახურული აქვს.