გელა ხუციშვილი (დ. 19 სექტემბერი, 1954, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი. 1971 წელს დაამთავრა თბილისის მე-16 საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე რომელიც დაამთავრა წითელ დიპლომზე. აგრეთვე სწავლობდა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლაში, იურისტის კვალიფიკაციით. მოგვიანებით კი რუსეთის ფედერაციის მოსკოვის სამხედრო-სასაზღვრო აკადემიაში სამხედრო შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკური მართვის კვალიფიკაციით, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე. იყო ამბროლაურის რაიონის პირველი მდივანი, გარდა ამისა სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე; საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ივანე ჯავახიშვილის სახელმწფიო უნივერსიტეტის დოცენტი, კულტურის და ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; სხვადასხვა სასწავლო უნივერსიტეტების პროფესორი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამჟამად არის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მოწვეული დოქტორი. 2018 წელს იყო „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური კავშირის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

გელა ხუციშვილი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1954 (1954-09-19) (69 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქ.თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (წითელ დიპლომზე)
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური კავშირი
საქმიანობა ისტორიის დოქტორი; თადარიგის პოლკოვნიკი;

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვიდი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება