გაუმატა (გ. 29 სექტემბერი, ძვ. წ. 522) — მიდიელი მოგვი, რომელმაც ბეჰისთუნის წარწერის მიხედვით, ძვ. წ. 522 წლის 11 მარტს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, დაამხო სპარსეთის მეფე კამბისე II და გამეფდა მისი ძმის, კამბისეს მიერ საიდუმლოდ მოკლული ბარდიას სახელით; გაუმატამ 3 წლით გაათავისუფლა გადასახადებისაგან სპარსეთის სახელმწიფოში შემავალი ქვეყნები. სცადა აგრეთვე ჩაეტარებინა რელიგიური რეფორმა, დაანგრია ძველი ტაძრები და ახალი კულტის შემოღება დააპირა. მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო აქემენიდთა საგვარეულოს გვერდითი შტოს ერთ-ერთმა უფლისწულმა დარიოს I-მა და გაუმატა და მისი თანამდგომნი დაახოცვინა.

გაუმატა დარიოსის ფერხთით, ბეჰისთუნის წარწერაზე ქირმანშაჰში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება