გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბიგარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაყოფილია ორ ნაწილად.

  • პირველი ნაწილი — მეწამული ველის თავში ვერცხლის ჯვარი.
  • მეორე ნაწილი — წარმოადგენს ვერცხლის ველს. გერბის ფარს მარცხნიდან მარჯვნივ ტალღისებურად კვეთს სამი მეწამულ-ვერცხლი ყაბიწი. ვერცხლის ველზე ყაბიწის ფერი მეწამულია, მეწამულ ველზე ვერცხლი.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „გარდაბანი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება