განხილვა:Against All Odds (Take a Look at Me Now)

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 77.242.54.58 თემაში Untitled

Untitled რედაქტირება

ეჭვი მაქვს, თუ გავასწორებ, არ გამოაქვეყნებთ, ამიტომ ჩემს შენიშვნებს აქ დავწერ:

  • მერაია კერი და არა კერი. რუსებისგან განსხვავებით ქართველებს გვაქვს ქ. თუ ეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენმა კომისიამ არ იცოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც შეცდომებით უნდა ვწეროთ.
  • სწორია ვინმესთან თანამშრომლობით რაიმეს შექმნა, ისევე, როგორც ვინმესთან თანამშრომლობისას რაიმეს შექმნა. მეორე მიანიშნებს პერიოდზე, პირველი - ფაქტზე, მოვლენაზე. ვერ გავიგე, რატომ შემისწორეთ. მე ვგულისხმობდი ზოგადად - ფაქტს.--77.242.54.58 18:53, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი
  • კ-ზე - გვაქვს მაგალითები ვიკიში და ყველგან კ არის და არა ქ. მაგ.: ჯიმ ქერი. გვაქვს დახმარება, სადაც გასაგებად წერია -
c (სხვა შემთხვევებში) — კ (და არა ქ): Catherine — კათრინი (და არა ქეთრინ-ი), 
Caistor — კეისტორი, Corwen — კორუენ-ი, Atlantic City — ატლანტიკ-სიტი.

და რაც შეეხება იმას, რომ "ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენმა კომისიამ არ იცოდა" - თქვენი ალტერნატივა რით არის გამყარებული და რატომ უნდა ენდოს ვიკიპედიის რედაქტორი თქვენს ვერსიას და არა იმას, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოიყენება ჩვენთან უკვე დიდი ხანია? :)

  • თანამშრომლობას რაც ეხება - როგორც ეტყობა, გამოგრჩათ, თუ რა პროცესია ზოგადად მუსიკოსისა და ლეიბლის თანამშრომლობა. ჯერ ეს ერთი - სინგლი ლეიბლზე კი არ იწერება, არამედ გამოიცემა. ხმისჩამწერი სტუდია ლეიბლისგან ცალკე არსებული ორგანოა (ფიზიკურად). "Columbia Records-სთან თანამშრომლობისას" გულისხმობს, რომ ამ პერიოდში ამ ლეიბლთან კონტრაქტზე იჯდა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩაიწერა სიმღერა.
  • გარდა ამისა, რაღაც გეწერათ ბრჭყალებზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამოშალეთ, მაგ შეკითხვაზე პასუხს აღარ გაგცემთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:06, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ცუდად არ გამიგოთ, მარა ეს ქართული ვიკიპედიის რედაქტორები რა აგრესიულები ხართ (მაგალითად, რა საჭირო იყო ბრჭყალების აღნიშვნა, რაც, როგორც ბრძანეთ, ამოვიღე). თუ ყველაფერს მისწორებთ, მეც გაგისწორებთ გამოთქმას "კონტრაქტზე იჯდა", რაც გაგიმუქებიათ კიდეც. სწორია - მასთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული (დადებული). თუმცა, შევეშვათ ამგვარ სულელურ პაექრობას. მე რატომ უნდა მენდოთ? არ გეუბნებით მენდეთ მეთქი. მაგ პიროვნებას ჰქვია - მერაია კერი. მოუსმინეთ, როგორ გამოითქმის მისი გვარი. პირველი ასოა 100% ქ და არანაირად კ. მაგრამ ვიცი, მე მაინც ვერაფერს შევცვლი, რადგან ძალაუფლება ამ შემხვევაში თქვენს ხელშია, ამიტომ აქ გავჩერდები. ჰო, ვიცი ლეიბლი რაცაა. "თანამშრომლობით" გულისხმობს იმაზე მეტს, ვიდრე "თანამშრომლობისას". იგი ამ უკანასკნელს მთლიანად მოიცავს, რადგან გულისხმობს არა მარტო ფაქტს, არამედ პერიოდსაც.--77.242.54.58 19:15, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ძალაუფლებაში არაა საქმე. მე არც ადმინისტრატორი ვარ, არც ქართული ენის ნორმების დამდგენი. ისეთივე რედაქტორი ვარ, როგორც თქვენ (განურჩევლად წვლილისა, სტაჟისა თუ დამსახურებისა). მე რომ ძალაუფლება მქონდეს, ვიკიპედიაში ბევრ რამეს შევცცლიდი, მაგრამ მაშინ ეს იქნებოდა ჩემი ვიკიპედია და არა ყველასი. და ვინაიდან ყველასია, ვნახულობთ ოპტიმალურ ვარიანტს. თავის დროზე ქუინის სახელზე მიდიოდა საუბარი და დადგინდა, რომ მაინც კუინია, რაც ამახინჯებდა წარმოთქმას, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ჯგუფის სახელი Queen-ზე გადავიტანეთ და ყველგან შეცვალეთ. მერაიასთან დაკავშირებით ერთი ხელით მოსმით შემიძლია ახლაც შევცვალო, მაგრამ ეს შეუსაბამობაში იქნება აქაურ სტანდარტებთან და სხვა სტატიებთან, რის გამოც ამას ელემენტარულად ვერ გავაკეთებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:24, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ჰო, კვინი კატასტროფაა. გასაგებია. ვაპირებ, მივხედო სტატიას მერაიაზე. ჯანდაბას, დავემორჩილები თქვენს სტანდარტებს. :) იყოს კერი.--77.242.54.58 19:27, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

მშვენიერია. ოღონდ თხოვნა მექნება - თქვენს გარკვეულ შესწორებებს რომ შევეშვათ (რომლებიც მართებული იყო): 1-ლი იყოს პირველი, არ არის ეს ისეთი დიდი რიცხვი, რომ ციფრებით შევცვალოთ. გარდა ამისა, თქვენი დროის დასაზოგად საკმარისია [[აშშ]]-ს დაწერა, არ არის მოთხოვნა, მთელ სტატიაში ეწეროს ქვეყნის სრული სახელი. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:33, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია :)--77.242.54.58 19:35, 26 მაისი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „Against All Odds (Take a Look at Me Now)“-ზე დაბრუნება.