განხილვა:ჰალკის სემინარია

ბოლო კომენტარი: 2 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

Χ ქართულში როგორც წესი ქ-დ შემოდის. შდრ. ქალკისი, ქარიტონ აფროდისიელი. გიო ოქრო 21:52, 18 იანვარი 2022 (UTC)პასუხი

შენ მიერ მაგალითად მოყვანილი ორივე სტატია ინგლისურში შესულია როგორც Chalcis და Chariton. ეს სტატია კი ინგლისურად იწერება როგორც Halki. გარდა ამისა თუ ვნახავთ სტატიას იმ კუნძულის შესახებ, სადაც მდებარეობს ეს სემინარია en:Heybeliada, იქაც დასტურდება რომ ეს სტატია უნდა იყოს ჰალკი (Halki) და არა ქალკი (Chalci). Wiki - ჯაბა 12:12, 19 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
იხ. ასევე: en:Halki (Greece) და ამავე სტატიის განხილვა. ასევე en:Talk:Heybeliada. Wiki - ჯაბა 12:17, 19 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
ეს არის ბერძნული სახელების ინგლისურში ტრანსლიტერაციის წესი (ახალია თუ ძველი არ ვიცი), რადგანაც ინგლისურში ხ არ არსებობს ბერძნული ხი (IPA: χ) გადააქვთ h-თი (ახალი წესიაო, ასე წერია მაგ მითითებულ განხილვაში), მაგ., ქართული ხ კი (IPA: x) — Kh-თი. ბერძნულიდან ქართულში ჰ-დ შემოდის ან ანდაც ანლაუტებზე დამატებული ნიშანი (მაგ., ὕμνος — ჰიმნოს, აქედან ჰიმნი). ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გვაქვს ხი (Χ), რომელიც ქართულში ისტორიულად დამკვიდრებულია როგორც ქ. წყარო: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, თბ., 1986, თავი: ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვათა დაწერილობა. გიო ოქრო 17:20, 19 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
უფრო მეტი ინფორმატიულობისათვის, ციტატა ამ სტატიიდან:
ვიკიციტატა
„ვინაიდან ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში χ-ს გადმოსაცემად ძველმა ქართულმა სალიტერატურო ენამ ბუნებრივად გამოიყენა ქ და ახალმა ქართულმა სალიტერატურო ენამ და სასაუბრო მეტყველებამაც შეინარჩუნა ეს ქ, ყველგან ასეთ შემთხვევაში უნდა დარჩეს ქ-ს წერა.“

გიო ოქრო 17:30, 19 იანვარი 2022 (UTC)პასუხი

გვერდ „ჰალკის სემინარია“-ზე დაბრუნება.