განხილვა:ციხისუბანი (კასპის მუნიციპალიტეტი)

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე

იქნებ ვინმემ, რომელიმე რუკაზე ნახოთ და გთხოვთ აქ დაპოსტოთ... — GIO→13 09:53, 8 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ეგ სოფელი არცერთ რუკაზე არ არის დატანილი. საერთოდ არსებობს კი?--დათო1010 10:59, 8 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (აგვისტო, 2014) მიხედვით სოფელია, არც 2002 წლის, არც 2014 წლის აღწერის მონაცემებში არ არის ნახსენები. - Island (გ) 15:46, 16 იანვარი 2017 (UTC)პასუხი

ვერც მე ვერ ვიპოვე ვერც ქართულ და ვერც რუსულ რუკებზე. ჩემი აზრით კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შეცდომა გაიპარა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:02, 4 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

ამ დადგენილებაში აღარ არის ნახსენები. შესაბამისად, ამოსაღებია თარგიდან თუ საერთოდ წასაშლელი? — GIO→13 16:02, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი

სამაგიეროდ აქ მოხსენებულია სოფელი (ნასოფლარი) ვარჯაანი, რომელიც არ ფიგურირებს 2014 წლის აღწერის მონაცემებში. გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ გადაარქვეს სოფელ ციხისუბანს სახელი და ხომ არ უწოდეს მას ვარჯაანი. თუმცა დიდად სავარაუდოდ მე მგონი ვცდები, რადგან წავაწყდი რუკაზე, როგორც სოფელი კავთისხევის თემში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:24, 15 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით სოფელი არ არსებობს და შესაბამისად თარგიდანაც ამოსაღებია და წასაშლელიცაა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:37, 9 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

წყაროა საჭირო. --Wiki - ჯაბა 06:33, 10 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე იძებნება, ახლებზე — არა. თუკი აღწერაში და მუნიციპალიტეტის დადგენილებებში აღარ გვხვდება, ჩვენც ასე უნდა დავწეროთ. წასაშლელი არ არის ჩემი აზრით. გიო ოქრო 06:51, 10 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
ნამდვილად არაა წასაშლელი. --Wiki - ჯაბა 13:44, 10 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

ტოპონიმიდანვე ჩანს რომ იყო რომელიმე დასახლების ერთ-ერთი უბანი, რომელიმე ციხის მიმდებარე დასახლება. შესაძლებელია მოგვიანებით ცალკე სოფლის სტატუსი მიიღო და შემდეგ ისევ იმ სოფელს შეუერთდა. ხაშურის მუნიციპალიტეტში გვაქვს ასეთი სოფელი ,,ახალუბანი” რომელიც იყო სოფელ დუმაცხოვის ნაწილი, დღეს ცალკე სოფლის სტატუსი აქვს. კარგი იქნება კასპის მერიასთან თუ დაზუსტდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:30, 10 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

შეიძლება რამდენიმე იდენტური ტოპონიმიც არსებობდეს, მაგრამ ერთ-ერთი ნახსენებია ასე,,კავთისხევის ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი”. მასალა საბჭოთა ენციკლოპედიიდანაა შემოტანილი, შესაძლებელია მოგვიანებით სოფლის სტატუსი მისცეს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:41, 10 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „ციხისუბანი (კასპის მუნიციპალიტეტი)“-ზე დაბრუნება.