განხილვა:ჩაჰლეუს მასივი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში სათაური
ეს სტატია შექმნილია „რუმინეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სათაური რედაქტირება

სათაური ამ ფორმით დასტურდება ქართულ წყაროებში სადმე?--JABA 1977 10:03, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

მგონი არა. - ოთოჯი განხილვა 10:06, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

ჩიაჰლეუს არამგონია, რომ სწორი იყოს, რადგან უცხოური სახელები ქართულში ძირითადად რუსულიდან შემოდის, ალბათ რუსული სახელწოდება უფრო მართებული წაკითხვაა. ვფიქრობ ჩაჰლეუს მასივი უნდა იყოს. --JABA 1977 11:58, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

[t͡ʃe̞ahˈləw] ჩეაჰლეუ--შოთა [UT] 12:01, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

რუმინული ea გეოგრაფიულ სახელწოდებებთან მიმართებაში როგორც ია გადმოდის ქართულში, მაგ., მოლდოვიანუ Moldoveanu (ქსე-ს რუკაზე), პელიაგა Peleaga (ქსე-ს რუკაზე), ვედია Vedea (ქსე-ს რუკაზე) და ბევრი სხვა. ამ შემთხევაში ჩიაჰლეუ (Ceahlău). - ოთოჯი განხილვა 12:05, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

გაიხარე. კითხვა აღარ მაქვს.--JABA 1977 12:20, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

cea და cia — ჩა; დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. IPA-ს მიხედვითაც მოკლე [e]-დ და შემდეგ [a]-დ წარმოითქმის--Tornike   12:37, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

ჰო, C-ს აღარ დავაკვირდი. ჯაბა მართალი ყოფილა. - ოთოჯი განხილვა 12:44, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

  გადატანილია. მადლობა. - ოთოჯი განხილვა 12:50, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „ჩაჰლეუს მასივი“-ზე დაბრუნება.