განხილვა:შტორმი (პერსონაჟი)

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა InternetArchiveBot თემაში გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (17 ნოემბერი, 2008).

განხილვა რედაქტირება

სტატიას შტორმი (პერსონაჟი) ხომ არ დავარქვათ? --ცანგალა () 10:24, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

კი ბატონო, თუმცა ვფიქრობ ასე სჯობს შტორმი (მარველის კომიქსთა პერსონაჟი) --Misho 14:29, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

  (მომხრე) ვარ, რომ სახელი გადაერქვას... რომელი უნდა დაერქვას, ეს თქვენთვის მომინვია   -Dawid Maisuradze 14:33, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი. დავიტანჯე ამ სტატიის თარგმნით არადა რამხელაა ვიკიპედიაში სულ სიტყვა-სიტყვით ვთარგმნი   ალბათ 2 დღეში, თუ საქმე არ მქონდა და თუ არ დამეზარა, სულ დავამთავრებ. ახლა ერთ ორ სურათს ჩავსვამ, სტატიას ცოტას გადავახალისებ --Misho 15:21, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

მეგობრული რჩევა: თუ სტატიას სხვა ვიკიპედიიდან თარგმნი, ჯერ რვეულში (ან ბლოკ-ში...) ამოწერე ქართულად და მერე ვიკიში შეიტანე... ჩემთვის თარგმნა ასე უფრო ადვილია....  . Dawid Maisuradze 15:23, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

მადლობა და...სტატია გაუმართავია თუ სასხვათაშორისოდ მითხარი ეგ? ჯერ არ დამისრულებია მუშაობა (კიდევ ბევრი დამრჩა) და თანდათანობით გაიმართება :) --Misho 16:03, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

და რაღაცას გაგიმხელ... ამ პერსონაჟში და საერთოდ ამ კომიქსებში ასე თუ ისე კარგად ვერკვევი და ზოგჯერ ჩემს აზრებსაც ჩავურთავ ხოლმე დამატებითი ინფორმაციის სახით და რაიმეს ხომ არ ვაშავებ ჩემი ამ ქმედებით??? --Misho 16:06, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

თუ შენც დაამატებ რაიმე ინფორმაციას, ეს მთლად უკეთესი იქნება  . მაგრამ პირადი აზრები ვიკიპედიაში არ იწერება... პირად აზრებს ნუ დაამატებ, მაინც წაიშლება ადრე თუ გვიან... მაგრამ თუ საინტერესო ინფორმაციას ფლობ (თუნდაც უინტერესოს, მაგრამ ენციკლოპედიურს), შეგიძლია დაამატო... Dawid Maisuradze 16:31, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

არა პირად აზრებს არ დავამატებ, რა თქმა უნდა. უბრალოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც მე ვფლობ და სხვაგან არ წერია. მხოლოდ ეს ვიგულისხმე  :)

თუ სხვა კომიქსებში ან ნაწარმოებებში არ არის მსგავსი სახელით პერსონაჟი, მაშინ უმჯობესია ამ სტატიას მარტივად ერქვას შტორმი (პერსონაჟი). - ალ-ო      @ 04:09, 7 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

კი ბატონო, ერქვას შტორმი (პერსონაჟი). ”შტორმი” რომელიღაც კომიქსის სახელი არის, თუმცა, როგორც ვიცი ასეთი ნიკით სხვა კომიქსის პერსონაჟი არ არსებობს. --Misho 11:57, 7 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

შეგიძლია დაამატო  ... მე კი სახელს გადავარქმევ... Dawid Maisuradze 12:17, 7 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

კარგი. მხოლოდ ქვესათაური ”შესაძლებლობები” დამრჩა გასაკეთებელი, ამით კი ალბათ დავასრულებ მუშაობას. და ვიკიპედიაში ზომით მეორე (ინგლისური ვერსიის შემდგომ) იქნება ეს სტატია ურააა მაგარია   --Misho 07:10, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

არ მჯერა, მოვრჩი, მადლობა, მადლობა.... არ არის საჭირო   --Misho 09:44, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

რაც სიტყვები ან ასოები მქონდა გამორჩენილი ყველაფერი ჩავასწორე. იდეალურად გამართული და შედევრი ეს სტატია არა მგონია გამოვიდეს. ბოლოს და ბოლოს კომიქსის პერსონაჟზეა და ცოტა ”მსუბუქი” ყოველთვის იქნება რაც გინდა მისი ლიტერატურული თვალსაზრისით დახვეწა სცადო. ვიკიფიცირებასაც გავაკეთებ, თუ გავერკვიე რას ნიშნავს ეგ --Misho 16:11, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ანუ საჭიროა საერთაშორისო ბმულების გაკეთება :) გადახედე ინგლისურს, რამდენი ლინკია გაკეთებული, ანუ ლურჯად რაც არის იმ ლინკებს ვგულისხმობ და შენთან ძალიან ცოტა არის და ეგ არის გასაკეთებელი :) --LKT5122 16:15, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

სტილში იგულისხებოდა არა მაინცდამაინც გამოტოვებული ასოები, არამედ სტილი, როგორიცაა„შტორმი გახლავთ მუტანტი“ და არაენციკლოპედიურია --გიგა პასუხი 16:18, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ხო და კიდევ სქოლიო არის გასაკეთებელი თუ არ ვცდები :) --LKT5122 16:19, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

მაინტერესებს როგორ უნდა გავალურჯო წითელი ბმული. ანუ სტატია როდესაც არსებობს, მაგას ვგულისხმობ და იქნებ მასწავლო. ან შენ თვითონ გამილურჯე ”იქს-ადამიანები”. მაგაზე სტატია უკვე დავწერე. და კიდევ - ადამიანი ობობა (ერთ-ერთი სურათის ქვეშ გაკეთებულია წარწერა ”შტორმი და ადამიანი ობობა” და ეგ გამილურჯე, ვინაიდან სპაიდერმენზე სტატია უკვე არსებობს). გაწითლებას რა უნდა, პრობემაა არაა, გალურჯებაზე კი რა მოგახსენო. თარგი ”ვიკი”-ც ამოშალე გთხოოოვ :)

გაწითლებით გააწითლე როგორც ინგლისურშია ისე აქ და გალურჯება ადვილია, უბრალოდ გალურჯებულად ითვლება ის ლინკი რომელზეც სტატია არის დაწერილი, ლინკი მაშინ გალურჯდება თუ შენ სტატიას დაწერ :) ისე მეც ახალი ვარ აქ და გიგას მიმართე წაშლაზე და ა.შ. :) --LKT5122 16:30, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

არა ეგ მეც ვიცი. აი წერია ადამიანი ობობა ან იქს-ადამიანები. სტატიები უკვე არსებობს და თუ თავისით, ავტომატურად არ ლურჯდებიან ისე როგორ შეიძლება გავალურჯო? ეს ვერ გავიგე   --Misho 16:39, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

უი, გალურჯდა. ახლა გასაგებია. ესე იგი სტატიას ადამიანი ობობა კი არა ადამიანი-ობობა ჰქვია. ეს გავიგე. როდესაც წერია იქს-ადამიანების ან სხვა ნებისმიერ ბრუნვაში სახელობითის გარდა, მაშინ თუ ავტომატურად არ გალურჯდება, მე როგორ შევძლებ მის გალურჯებას? ა? ამიხსენი გიგა --Misho 16:42, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი


იქ შენ იქს-ადამიანები უკანასკნელი ბრძოლა გაქვს ერთ ლინკად გაკეთებული და იმიტომ არის წითელი და არ არსებობს მაგაზე სტატია, ასე რომ უნდა გააკეთო, რადგან ეს იქს-ადამიანები უკანასკნელი ბრძოლა არის ფილმი ხო თუ არ ვცდები და იქს-ადამიანებთან კავშირში არ არის :)

რაც შეეხება იმას სხვა ბრუნვაში როცა არის შენ შეგიძლია ასე გააკეთო [[იქს-ადამიანები|იქს-ადამიანების]] --LKT5122 16:45, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

უიიი გავიგე. ადვილი ყოფილა. მადლობა :)--Misho 16:58, 8 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ვიკიფიცირება გავუკეთე და დავიტანჯე   მგონი საბოლოოდ მოვრჩი ამ სტატიას (party) --Misho 16:05, 9 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

„ინფორმაცია ნათარგმნია შემდეგი ინტერნეტ გვერდებიდან“ და marvel.com/universe/Storm — არის რესურსები ინტერნეტში (ანუ ამ სახელის სექციის ქვეშ უნდა განთავსდეს). წყაროდ ინგლისური ვიკიპედიის მითითება, არაა საჭირო (თუმცა საკამათოა). სურათები, და განსაკუთრებით ზედა, დასალაგებელია. ამდენი ჩამუქებული ტექსტი ვიკიპედიაში ზედმეტია. სტატიაში მკვეთრად (წითლად) გამოყვანილია შეცდომის შეტყობინება (სქოლიოშია შეცდომა). და აგრეთვე ფორმატირებას სხვა მცირეოდენი შესწორებებიც უნდა. ეს ვიზუალური მხარე. ტექსტზე აზრს მოგვიანებით მოგაწოდებთ :). (უკაცრავად ასეთი მკვეთრი კრიტიკისთვის) – Mero ® 06:36, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ჩამუქებული ტექსტი გავასწორე, მგონი ზედა სურათებიც. და ის >>> შეცდომა ციტირებაშიო, მგონი ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული, თუმცა მაინც ეგრე მიწერს. წაშლის შემთხვევაში კი სურათი (შტორმი და ადამიანი ობობა) და ინფორმაციის გარკვეული ნაწილი რაც ამ სურათის ქვეშაა მოთავსებული - ქრება. არ ვიცი სხვა რა მოვიმოქმედო. და იქნებ თავად დამეხმარო ამის მოგვარებაში   --Misho 08:11, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020) რედაქტირება

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 2 გარე ბმულები შტორმი (პერსონაჟი). გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 10:29, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „შტორმი (პერსონაჟი)“-ზე დაბრუნება.