განხილვა:შინაური ძაღლი

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში ისევ სახელი

Domestic dog ინგლისურ ვიკიპედიაში ყოველ შემთხვევაში, არ არის. სხვაგან არ ვიცი. --H.McC. (მომწერეთ) 16:49, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ძაღლი სწორადაც რომ შინაურ ძაღლს აღნიშნავს, თორემ გარეული ძაღლის ისედაც მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს მგონი — დინგო ავსტრალიაში, რომელიც თითქმის მოშინაურებულია. --მიხეილ მიწერა 17:09, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
რუსულ და ინგლისურ ვიკებში სცოდნიათ ეგ :) ru:Домашняя собака, en:Canis lupus familiaris პირდაპირ შინაურ ძაღლზეა გადამისამართება (Собака, Dog) — G.G. 17:13, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ჰოდა ჩვენც მსგავსად მოვიქცეთ, გადავამისამართოთ ეს სათაური ძაღლზე. --ჯაბა ლაბაძე 17:22, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ეგ კარგი, მაგრამ ეს სტატია ცხოველთა გვარზეა. პირველ რიგში ეგ უნდა გასწორდეს (მაგ: სხვა სათაურზე გადავიდეს). იხილეთ აგრეთვე განხილვა:ძაღლი. — G.G. 17:28, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ჰოოოო, მოკლედ დავიბენი, მე დავტოვე განხილვა, მიხედეთ. :D --ჯაბა ლაბაძე 17:38, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ტყის დათვზე ხომ არ გავხსნათ სტატია? ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 17:49, 12 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

პირველმა ავტორმა სტატია გაადიდა, თუმცა მაინც არავიკიპედიურია, არ წაშალოთ, მე ხელახლა დავწერ.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 18:39, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ჰმ... როგორც ჩანს ეს სტატია სულაც ზედმეტია, ჯაბას აზრს ვეთანხმები, ყველა ვიკიპედიაში "შინაური ძაღლი" "ძაღლის" გადამისამართებაა, თუმცა ქართულ ვიკიპედიაზე სტატია ძაღლი წერია გარეულ ცხოვრელზე :(, მეტი აზრია ჩასადები . --ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 18:42, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
პრობლემა იმაშია, იმას რა დავარქვათ, რადგან ის სტატია ცხოველთა გვარზეა, ეს კი სახეობაა. — G.G. 19:40, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
იმას უნდა ერქვას ძაღლი (გვარი). გვარზეა სტატია. --მიხეილ მიწერა 19:42, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
მგონი "ძაღლისბერნი", ის სტატია კი ან გასაერთიანებელია ან გასაყოფი (ძაღლი).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 19:44, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
ძაღლისებრნი ოჯახია, ეს კი - გვარი. არის ამათ შორის სხვაობა. თუ უკეთესი ვერსია არ არის (უფრჩხილებო), ანუ გვარსაც სიტყვასიტყვით ჰქვია იგივე სახელი, ჩემთვის მისაღებია ასეთი სახელწოდება. — G.G. 19:47, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
გვაქვს ასეთი პრაქტიკა, ბევრი სტატია შემხვედრია ფრჩხილებში მიწერილი გვარით. --მიხეილ მიწერა 19:51, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით, ძაღლები უფრო მოუხდება, თან გამოსაყენებლად მაინც ძნელია ფრჩხილებიანი ვერსია, თორემ საწინააღმდეგო სხვა არგუმენტი არ მაქვს. კომპრომისული ვერსია: ძაღლებიდან გადამისამართება ფრჩხილებიან ვარიანტზე. — G.G. 08:42, 14 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ, ძაღლი გადავიდა ძაღლი (გვარი)-ზე გადამისამართებით ძაღლებიდან, ხოლო აქ გადმოვიდა შინაური ძაღლი. — G.G. 06:23, 15 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ისევ სახელი

რედაქტირება

@Jaba1977: @MIKHEIL: როგორც განხილვის მონაწილეები, ისე მოგნიშნეთ. არ ვეთანხმები იმ ვერსიას, რომ ამ სტატიის სახელი ძაღლი უნდა იყოს. იმიტომ, რომ არსებობს გვარი, რომელსაც იგივე სახელი აქვს (განხილვაშიც ნათქვამია). „გარეული ძაღლის ისედაც მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს“ — არასწორი ნათქვამია. არის ასეთი გვერდები: შინაური ვირი, თხა და ცხენი იმიტომ, რომ ყველა ასეთი გვარი არსებობს. თუ არსებობს გზა ფრჩხილების მოსაშორებლად, იგი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ძაღლი ამ შემთხვევაში შინაური ცხოველია და სათაურიც შესაბამისი უნდა. გიო ოქრო 16:57, 10 ოქტომბერი 2017 (UTC)პასუხი

როგორც ხედავ მე განხილვა დამიტოვებია. --ჯაბა 1977 16:58, 10 ოქტომბერი 2017 (UTC)პასუხი
კი ვნახე, მაგრამ მაინც მოგნიშნე (ყოველი შემთხვევისთვის). გიო ოქრო 17:48, 10 ოქტომბერი 2017 (UTC)პასუხი
გვერდ „შინაური ძაღლი“-ზე დაბრუნება.