განხილვა:ტრაპიზონი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Abkhazian1 თემაში სომხური ტაძრები
ეს სტატია გაუმჯობესდა პროექტ „თურქეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.
ეს სტატია ამჟამად რჩეულის სტატიის კანდიდატია. რჩეული სტატია უნდა განასახიერებდეს ვიკიპედიის საუკეთესო ნამუშევარს, და, შესაბამისად, უნდა პასუხობდეს რამდენიმე კრიტერიუმს. გთხოვთ უყაროთ კენჭი.
ნომინაციის სტატუსის შეცვლისა და დაარქივების შემდეგ ეს თარგი ამოიღეთ.

რატომ 'ტრაბზონი' და არა 'ტრაპიზონი'? თურქულ 'ტრაბზონ'–ს შეჩვეულები რომ ხმარობენ, იმიტომ? ქსე–ს თაყვანისმცემელთათვის: მანდაც სწორედ 'ტრაპიზონი'–დ არის აღნიშნული და ოდენ გვერდითაა მიწერილი 'ტრაბზონი/ტრაპეზუნტი'. ან ეს 'ცენზი' რაღა უბედურებაა? census? :) აღწერა ჰქვია მაგას ქართულად! --Otsoa 19:27, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

კარგია რომ შეამჩნიეთ - ტრაპიზონი, ტრაბზონი, ტრაპეზუნტი - ქსე, ტ. 10, გვ.40, თბ., 1986--ცანგალა () 20:00, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ხოხ! :) და ცენზი?--Otsoa 20:11, 21 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ცენზი–ზე პასუხი არაა! მეორე, – გვერდით, ქალაქის შესახებ მონაცემებში უზუსტობაა, კერძოდ ფართობი 4,685 კმ² – ეს არის ტრაპიზონის ვილაიეთის ფართობი და არა ქალაქ ტრაპიზონისა. არადა, სტატია ქალაქზეა. კიდევ, ჯერჯერობით, ამ ქალაქის აღმნიშვნელი ქართულში ტრაპიზონი–ა და არა თურქიზებული ფორმა ტრაბზონი, რომელსაც მანდ ნამყოფი ქართველი ტურისტებისა და უცნაური ჟურნალისტების მეტი არავინ ხმარობს!--Otsoa 15:05, 22 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

სათაური რედაქტირება

როცა სათაური ტრაპიზონი თავისუფალია, რატომ აქვს ამ სტატიას ფრჩხილები? --ჯაბა ლაბა 20:45, 5 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ჯაბას. --მიხეილ   (მიწერა) 12:57, 6 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა. – BruTe () 13:03, 6 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
გეთანხმებით და   გაკეთდა. Deu. 13:19, 6 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი


სომხური ტაძრები რედაქტირება

– სტატიაში სომხურ ტაძრებად ნახსენებ წმ. ანასა და "სომხური დიდი ეკლესია წმინდა ბასილის სახელობისა"-ზე არსად სპეც. ლიტერატურაში ცნობები არაა მათ სომხურობაზე. არც ამ სტატიაშია მითითებული, თუ რა წყაროებს ეყრდნობა ავტორი. ქართული ვიკიპედია, მგონი, პირველია, რომელიც მათ სომხურობაზე წერს. ისე, ტექსტის ენას ეტყობა, რომ არაქართველის ნაწერია. :)— Abkhazian1 განხილვაწვლილი 12:14, 5 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „ტრაპიზონი“-ზე დაბრუნება.