განხილვა:ტატა ბლიაძე

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Saliner

უკაცრავად და ეს პიროვნება ასეთი მნიშვნელოვანია, მასზე სტატიებს რომ ვქმნით? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:13, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ეს პიროვნებაც და ზოგადად ყველა ქართველი ხელოვანი მნიშვნელოვანია, რომელთა მოღვაწეობაც საქართველოში დაუფასებელია. უნდა ვისწავლოთ ოდესღაც, რომ ხელოვანები სიცოცხლეში დავაფასოთ. მე, როგორც ჟურნალისტი ვაშუქებ ქართველ ახალგაზრდა ხელოვანებს და თუ წინააღმდეგები არ იქნებით ვიკიპედიაში პერიოდულად, ნელ-ნელა შევქმნი მათ შესახებ სტატიებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:26, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

წინააღმდეგი უკვე ვიკიპედიის წესებია და არა ჩვენ. ქართული ვიკიპედია არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეგვიძლია ვაკეთოთ. ხელოვანების გაშუქება სიცოცხლეში და ა.შ. - ეს ფრაზები უკვე დიდი ხანია გაჯდა და დავიმახსოვრეთ, აქ სხვა რამეზეა საუბარი. ამ პიროვნებას ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია იმდენი რამ ცხოვრებაში, რომ მასზე ვიკიპედიაში სტატიები იწერებოდეს. არსებობს აღსანიშნაობის კრიტერიუმები და ამაზე არსებობს ოფიციალური წესები - en:Wikipedia:Notability (ჯერ-ჯერობით არ არის თარგმნილი ქართულად, მაგრამ ვრცელდება ჩვენზეც).

გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ commons-ს. უკვე წაგიშალეს იქ ფაილები და სჯობს, თუ არ იცით, როგორ უნდა განათავსოთ სწორად, ატვირთოთ აქ, არათავისუფალი ფაილის ლიცენზიით. ამასთან - ვიკიპედია ფოტოგალერეა არ არის და მით უმეტეს, როდესაც პიროვნება არ არის აღსანიშნავი მოღვაწე, მისი გალერეის შექმნა უადგილოა. ეს ისე, გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:41, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა ინფორმირებისთვის, არ ვიცი სად გადის დამსახურების ზღვარი, ალბათ ასაკში ან პიარში. შემდეგში გავითვალისწინებ, რომ მეტად პოპულარულ (გაპიარებულ)მოღვაწეებზე დავწერო. რაც ძალიან ცუდია, რადგან ვიკიპედია სხვა რამ წარმომედგინა, თანამედროვე ენციკლოპედია, რომელშიც შესული იქნებოთა ყველა თემა ძველზეც, ახალზეც და უახლეს მოვლენებსა და მოღვაწეებზე. თუმცა პატივს ვცემ იმ წესებს რაზეც მიმითითეთ და შემდგომში გავითვალისწინებ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:54, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ, ასე არ არის. ვინაიდან ვიკიპედიას აქვს შეზღუდვა და იგი არ არის ტრიბუნა და არ შეიძლება მისი გამოყენება პიროვნებების პიარისთვის (აქ არ იგულისხმება, რომ ამას თქვენ ეწევით ან ვინმე სხვა), ასეთ რამესთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ბოლო დროს ამოჩემებული აქვთ საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებულზე სტატიების შექმნა, მაგრამ ადმინისტრაცია შლის, ვინაიდან მას ჯერ არაფერი გაუკეთებია, გარდა ამ გამარჯვებისა. ევროვიზიაზე რომ მიეღო მონაწილეობა, ასეთ შემთხვევაში სტატია დასაშვები იქნებოდა. მხატვრის შემთხვევაში ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც კრიტერიუმები არსებობს. მე ეს განხილვა იმიტომ გავხსენი, რომ დაგვედგინა ვიკიპედიის სხვა მონაწილეებთან, თუ რამდენად შეესაბამება ეს სტატია ჩვენს კრიტერიუმებს თავისი მნიშვნელობით (შინაარსი გამართული აქვს). --Henry McClean განხილვაწვლილი 19:00, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ამაზე უნდა იყოს სტატია და მხატვარზე არა? --JABA 1977 19:11, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მე ორივე მათგანის წაშლის მომხრე ვარ. — მიხეილ მიწერა 19:16, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ხათუნა შიუკაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ნატა ვარადა. ასეთებით სავსეა ვიკიპედია. გაგახსენებთ სკოლებზეც წინააღმდეგობა იყო, მაგრამ ახლა იწერება სტატიები მათზე. ახალი თაობა უნდა წარმოჩინდეს ვიკიპედიაში. --JABA 1977 19:18, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მესამეს 3 წიგნი მაინც აქვს გამოცემული. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:29, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ეს მხატვარია წიგნებს ვერ გამოსცემდა და მიუნიმუმ სამი ნახატი მაინც აქვს დახატული ჰენრი :) --JABA 1977 19:31, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი
ჩემი პოზიცია უცვლელია, ყოველთვის ვიყავი ასეთების წაშლის მომხრე. ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის შესაბამის წესსაც ვთარგმნიდი ერთი პერიოდი, იმდენად ხშირია უკვე მსგავსი შემთხვევები, რომ სასწრაფოდაა ბოლომდე სათარგმნი, ჰენრიც მეხმარებოდა. — მიხეილ მიწერა 19:31, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მეც ვხატავ, თანაც აქტიურად, უკვე 22 წელია. ჩემი საქმიანობაა, შეიძლება ითქვას. :) დავწერო ჩემს თავზე? --Henry McClean განხილვაწვლილი 19:33, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

დრო იცვლება გვინდა არ გვინდა სიახლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, 5 წის წინ ვიკიში რომ მოვედი სხვა სიტუაცია იყო. 5 წლის მერე რა იქნება ღმერთმა უწყის. მე ვფირქობ მსგავს სტაიებს მწვანე უნდა ავუნთოთ. პრეცედენტები ბევრია და ამ მხატვარზე ნუ გადავტეხთ ჩხირს. თან გაითვალისწინეთ ახალმა მომხმარებელმა დაწერა და იმედია გაუფრთხილდებით. თუ მის კომენტარებს ამ გვერდზე თვალს გადაავლებთ ვიკიპედიამ იმედი გაუცრუა. დაფიქრდით დასაკარგი მომხმარებელი არ გვყავს. --JABA 1977 19:36, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ჰენრი საკუთარ თავზე სტატიები არ იწერება (თუმცა ამის მაგალითებიც არის, მცირე დოზით), სხვას დააწერინე. :) --JABA 1977 19:37, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მე ასე ვიტყვი - სულ არ მსურდა, ეგეთი შთაბეჭდილება ჰქონოდა. მაგრამ რას ნიშნავს, გაუცრუა? აბა გაიხსენე ბევრი სხვა, რომელსაც ვიკიპედიაზე მცდარი წარმოდგენები აქვს. დღეს დამხვდა ფორუმში მონაწერი, 'ხომ არ იცით, ასურეთისკენ რა ტრანსპორტი მიდისო' ან კიდევ ის, შალვა ნათელაშვილს რომ სწერდნენ წერილებს :D უარესებსაც აქვს ადგილი. მე როგორც შემეძლო, ავუხსენი. იმედია, უხეშად არ გამომივიდა. ახლა რაც შეეხება ჯოხის გადატეხას - რა თქმა უნდა, თავის დროზე უნდა გვეფიქრა, მაგრამ პრეცედენტები, თუკი ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს, უნდა აღიკვეთოს აღმოჩენისთანავე, იქნება ეს ახალი შემოსული მომხმარებლის სტატიები თუ 10 წლის სტაჟის მქონე ვიკიპედიელის ნაშრომი.

ახლა რას ნიშნავს, დრო იცვლება? საერთო წესებს ვემორჩილებით თუ ავტონომიური წესები გვაქვს? გვაქვს ავტონომიურიც და გვაქვს საერთოც. განა რა არის ეს წესი ასეთი, რომ ავტონომიის შემოღებას გვთავაზობ, ჯაბა და გვეუბნები, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დრო იცვლებაო. დროის რა მოგახსენო, თვითპიარით ან მსგავსი სტატიების შექმნით (ვიმეორებ - ამ სტატიას არ ვთვლი კონკრეტულად ვიღაცის პიარად, განსხვავებით იმ კოშმარისგან, ლელა წურწუმიას სტატიაში რომ ეწერა ადრე) ხალხი ვიკიპედიის დაარსებიდანვე იყო დაკავებული, ამიტომ დრო არ იცვლება. გასაკონტროლებელი უნდა გაკონტროლდეს.

მე ვსაუბრობ მხოლოდ გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც სუფევს ვიკიპედიის გლობალურ წესებში. ამასთან, კარგად მესმის, რომ არსებობს რაღაც ცნობარები, სადაც მსგავსი, მინიენციკლოპედიების ფორმატში, მოცემულია მხატვრების, მწერლების და ა.შ. კატალოგები. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:46, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ჰენრი ვიკიპედიაში მუშაობა რომ დაიწყე არაფერი შეცვლილა იმის მერე? აი ეს ვიგულისხმე ცვალებადობაში. უხეშად არ გამოგსვლია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მომხმარებელს ცოტა იმედები გაუცრუვდა. სკოლებზეც არ იწერებოდა სტატიები და ახლა უკვე იწერება. აი ასეთებს უნდა შევეგუოთ. ჩემი სათქმელი უკვე გითხარით. ამ გვერდზე დისერტაციების წერას კი ნამდვილად არ ვაპირებ. გარდა ამისა მინდა იცოდეთ ვერანაირი ვიკიპედიის წესი ვერ აწონის ვინაა ცნობადი და ვისზე უნდა დაიწეროს სტატია. შენ თვლი არაა ცნობადი ვიღაცა თვლის. მე დავამთავრე. --JABA 1977 19:56, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ამ განხილვას მეც მხოლოდ ერთს დავამატებ, თუ ვიკიპედია მხოლოდ ,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" გაციფრულებული ვერსიაა და არ გსურთ მიიღოთ სიახლე მაშინ შემცდარან ვიკიპედიის შემქმნელები საქართველოში. დიდი ხანია 70-იანი წლები აღარაა და მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, მხოლოდ უცხო ენიდან ნათარგმნი სტატიებით ვერ გავამდიდრებთ ვიკიპედიას, ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული პროდუქტიც. ამიტომაც ისმის გამუდმებით საყვედურები, რომ ქართული ვიკიპედია ,,ღარიბია". ჩვენ არ გვყავს დასაკარგი და დასამალი ხალხი. მითუმეტეს თუ ინფორმაცია გადამოწმებადია, მოყვანილია რამდენიმე წყარო და არგუმენტიც კი განხილვის სახით. დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:22, 21 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ეგ არ არის მიზეზი. სხვა მიზეზია - ბევრი სტატიაა, ასე თუ ისე პრიორიტეტული, რომლის თარგმანი ქართულად არ არსებობს. აი ამას ეძებს ხალხი ძირითადად. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:25, 21 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

საყვედურები ასეთი პიროვნებების შესახებ სტატიების არარსებობის გამო ნამდვილად არ ისმის, მგონი პირიქით უფრო ხდება, ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი სტატიის გამო დასაცინი ვხდებით. — მიხეილ მიწერა 08:28, 21 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ინგლისურ ვიკიპედიაში დიდ დროს ვატარებ, განსაკუთრებით მიყვარს ირლანდიის შესახებ სტატიების კითხვა და იქ ხშირად ვაწყდები ისეთი მხატვრების, სკულპტორების, მსახიობებისა თუ მომღერლების შესახებ სტატიებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ირლანდიის ფარგლებს გარეთ (ნაწილი კი ირლანდიის შიგნითაც) ცნობილნი და დიდად არც არიან თავიანთ საქმიანობაში წარმატებულები (ვგულისხმობ, მხატვრებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გამოფენები მოწყობილი, მუსიკოსებს სულ რამდენიმე ათასი ალბომი აქვთ გაყიდული მთელი კარიერის მანძილზე), მიუხედავად ამისა, არავინ შლის იქ მსგავს პიროვნებებზე სტატიებს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში ყოველი სტატია ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ და თუ პიროვნებას საერთოდ შეიძლება ერქვას მხატვარი, დაე იყოს მასზე სტატია ვიკიპედიაში, თუ სანდო წყაროა მითითებული. ამ კონკრეტულ სტატიას რაც შეეხება, მომხრე ვარ, რომ არ წაიშალოს. :)--SALINER 10:02, 21 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გვერდ „ტატა ბლიაძე“-ზე დაბრუნება.