განხილვა:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 146.255.237.98 თემაში ცნობისთვის
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (21 თებერვალი, 2014).

ცნობისთვის რედაქტირება

საქართველოს საკნონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა 1921 წლის კონსტიტუცია სათაურით საქართველოს კონსტიტუცია (1921 წლის 21 თებერვალი) .--146.255.237.98 13:09, 20 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სახელწოდება რედაქტირება

ნოდარ, 1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე საქართველოში ოფიციალურ კონსტიტუციად ითვლებოდა 1921 წლის კონსტიტუცია (ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ, 2010, გვ. 57). ეს საინტერესო ფაქტებშიც გვქონდა გატანილი. ასე რომ, სათაური საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მთლად ზუსტი ვერაა. ხომ არ ჯობა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია? — დავით პასუხი 17:59, 8 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

კონსტიტუციის ოფიციალური სახელი იყო „საქართველოს კონსტიტუცია“ და მგონი ასეც უნდა ერქვას, მხოლოდ ფრჩხილებშ განმასხვავებელით -(1921).--Rastrelli F 19:38, 8 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კი, მასეც შეიძლება, მაგრამ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაც არ უნდა იყოს ცუდი, ამ სახელწოდებითაც ვიცნობთ (ან უკეთ, ამ სახელწოდებით უფრო ვიცნობთ). — დავით პასუხი 04:55, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ყველა შესაძლო სახელი უნდა გადამისამართდეს ოფიციალურ სახელზე. --Rastrelli F 06:14, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ჩვენი პრაქტიკა სხვა რამეს გვიჩვენებს:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაგერმანია
რუსეთის ფედერაციარუსეთი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაჩინეთი
ავსტრალიის კავშირიავსტრალია
და კიდევ არაერთი ამგვარი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური დასახელება არაა გამოყენებული მთავარ სათაურად. თუმცა, ამ შემთხვევაში, თუ სხვებს მოსწონთ ეს სათაური, გაჩუმდები. უბრალოდ მე არ მიყვარს ფრჩხილის გამოყენება მაშინ, როცა მისი მოშორება პრობლემას არ წარმოადგენს  დავით პასუხი 06:38, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კეთილი, თუმცა იცი რომ უკუპრაქტიკაც გვაქვს: სსრკ, რსფსრ, აშშ, სარ, სამხრეთ ოსეთის აო... ზოგადად, ცალსახა მიდგომა არცერთ ვიკიში არაა დაწინაურებული და ვერ მევ ვხედავ დიდ პრობლემას. ისე, ფრჩხილების გარეშეც შეიძლება - საქართველოს კონსტიტუცია, 1921 :). --Rastrelli F 08:26, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
არა, მასეთი მითითება თარიღისა ჩვენთან არაა მიღებული (№№ 1, 4)  . მოდი, დავუცადოთ სხვებს. — დავით პასუხი 08:42, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კი, წესით საქართველოს კონსტიტუცია ჰქვია, მაგრამ მაგას ვერ დავარქმევთ. ლიტერატურიაში კი ყველგან სხვადასხვანაირად არის მოხსენიებული. რაც შეეხება წელის ფრჩხილებში ჩასმას, სათაურს დაამახინჯებს. ეს სახელი ამ სტატიას იმიტომ დავწექვი, რომ 1918-1921 წლების რესპუბლიკას ერქვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამიტომ კარგი სათაური უნდა იყოს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“. არის კიდევ ერთი ვარიანტი, მაგრამ, ალბათ, არ გამოდგება, რადგან ძალიან გრძელია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუშვა ეს კონსტიტუცია ამ სახელით: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. თანაც, ეს არის ამ კონსტიტუციის მესამე გამოცემა, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული. რაც შეეხება გადამისამართებებს, ამის გაკეთებას ვაპირებდი. ჩემი აზრით, სტატიას უნდა დარჩეს ამჟამინდელი სათაური. — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:12, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ნოდარ, თუ შეიძლება ყურადღება მიაქციე ზემოთ ჩემს პირველ კომენტარს. ეს კონსტიტუცია შეიქმნა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თუმცა არც მისი სახელი ყოფილა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და არც მისი მოქმედების სფერო ამოიწურებოდა მხოლოდ 3 დღით დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს კონსტიტუცია ჩვენს დროშიც მოქმედებდა და შესაბამისად არასწორია რომ მას დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციას ვუწოდებთ. თუ არ გვინდა სათაურის დამახინჯება ფრჩხილებით, მაშინ ეს ვარიანტი ყველაზე ნორმალურია. — დავით პასუხი 16:23, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მივაქციე ყურადღება, მაგრამ მე ამ სათაურს ვემხრობი, თუმცა თუ აუცილებელია, რომ გადაერქვას, მაშინ ამ სათაურს მივემხრობი. რას იტყვი? — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:33, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გადარქმევა აუცილებელია, იმიტომ რომ ეს არაა მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ეგ ვარიანტი კი ძალიან გრძელია და ვერ გავიგე, 21 წელს სხვა კონსტიტუციაც მივიღეთ? რა საჭიროა თვე და რიცხვი? — დავით პასუხი 16:38, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ასე ჯობია. ის რა შუაშია, რამდენიმე კონსტიტუცია მივიღეთო? — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:43, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
თარიღის მითითებისას სათაურში არასოდეს არ ვუთითებთ თვესა და რიცხვს, თუ ამისი უკიდურესი საჭიროება არ არსებობს. უკიდურესი საჭიროება კი მაშინ არსებობს, როდესაც ერთსა და იმავე წელს ორი ერთნაირი რამ ხდება. ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არაა და ტყუილად გავართულებთ საქმეს  . რატომ ჯობია მასე, ემ ვერ ვხვდები? თუ დაასაბუთებ...  დავით პასუხი 16:53, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
დასაბუთებაზე თუ მიდგა საქმე, არც შენ გაქვს დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა ერქვას ამ სტატიას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“. ის საბუთი არ არის, რომ ეს კონსტიტუცია 90-იან წლებშიც მოქმედებდა  Nodar Kherkheulidze განხილვა 17:02, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
რას ქვია დასაბუთებული არა მაქვს?  
რატომ არ უნდა ერქვას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია...
იმიტომ, რომ...
[1] ამ კონსტიტუციის ოფიციალური სახელი იყო საქართველოს კონსტიტუცია
[2] ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (სდრ) კონსტიტუცია, არამედ იმ სახელმწიფოსიც, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკა ერქვა.
[3] კონსტიტუციის შემქმნელებმა ალბათ კარგად იცოდნენ, რომ ამ კონსტიტუციას ქმნიდნენ არა ფაქტობრივად უკვე დაღუპული სდრ-სთვის, არამედ მომავალ ქართული სახელმწიფოსათვის. და ალბათ სწორედ ამიტომ დაარქვეს უბრალოდ საქართველოს კონსტიტუცია.
რატომ უნდა ერქვას საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია...
იმიტომ, რომ...
[1] უფრო მიახლოვებულია ოფიციალურ დასახელებასთან.
[2] უფრო მიახლოვებულია რეალობასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია არ იყო მხოლოდ სდრ-ისა.
[3] მოკლეა და ერთაზროვანი.
მგონი საკმარისია  . ჩემი არგუმენტები არ მოგწონს, შენსას კი საერთოდ ვერ ვხედავ  დავით პასუხი 17:11, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ხო და თუ ბოლო სამი პუნქტი კარგი არგუმენტია, მაშინ „საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაც“ კარგი სახელია   არ ეწინააღმდეგება შენს არგუმენტს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:24, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ჩემს უკანასკნელ არგუმენტს ეწინააღმდეგება. ვიკიპედიაში არასოდეს ვაკეთებთ თარიღის მასეთ მითითებას, არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა საჭიროების გარეშე თარიღში თვე და რიცხვიც ჩაგვიწერია. ეს უკვე წესად ქცეული პრაქტიკაა. წესიც გვაქვს მგონი სადღაც, რომლის მიხედვითაც, სასურველია სათაური მოკლე და ლაკონური იყოს. არანაირი გამართლება არა აქვს თვისა და რიცხვის მითითებას სათაურში და თუ რატომ, ზემოთ ვთქვი უკვე. — დავით პასუხი 19:11, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
„21 თებერვლის“ ზედმეტია, თუ იმავე წელს სხვა კონსტიტუციაც არ მივიღეთ.—G.G. 19:18, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ისა, მეცხრამეტე მითითებასთან ნახსენებია ალექსანდრე ჭავჭავაძე :) მეეჭვება, რომ ვიკიბმული სწორია.--იორგი; 19:27, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

21 წელს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი კონსტიტუცია მივიღეთ, რომელმაც 3 დღე იმოქმედა  დავით პასუხი 19:28, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მართალია ამ საკითხში ისე ვერ ვერკვევი, როგორც დათო და ნოდარი, მაგრამ გამაჩნია ჩემი მოსაზრება. დღეს ჩვენს კონსტიტუციას ქვია საქართველოს კონსტიტუცია, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო. იმ პერიოდში, როცა ეს კონსტიტუცაი მიიღეს, ხომ ერქვა ჩვენს სამშობლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა? მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუცია 90-იან წლებშიც გამოიყენებოდა, გამოიყენებოდა იმ სახით, როგორიც ის მიიღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობისას. ამიტომ მიმაჩნია რომ სათაური უნდა დარჩეს ის, რაც ახლა აქვს. მთავარი არგუმენტი — ეს კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიულ რესბუბლიკაში მიიღეს და არა საქართველოში. — მიხეილ (მომწერე) 19:40, 10 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მთავარი არგუმენტი აქ ის უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ოფიციალური სახელწოდება არ იყო მასეთი. კონსტიტუციას ერქვა საქართველოს კონსტიტუცია. და მისმა შემქმნელებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს კონსტიტუცია არ იქმნებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის. კონსტიტუციის მიღება ერთგვარი ფორმალობა იყო, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ერთგვარად დაამტკიცა თავისი ლეგიტიმურობა, სხვა ფუნქცია ამ კონსტიტუციას არ ჰქონია დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ოფიციალური სათაური კონსტიტუციისა ვფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს. გარდა ამისა, ამ კონსტიტუციამ სდრ-ში იმოქმედა 3 დღე, ხოლო ჩვენს დროში 6 თვე  . ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია შექმნილი, ყველა სხვა ნიშნით კი სცილდება მხოლოდ სდრ-ს ფარგლებს და უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციაა. — დავით პასუხი 05:28, 11 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
„ეს კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიულ რესბუბლიკაში მიიღეს და არა საქართველოში.“ — სდრ-ც საქართველო იყო, სიტყვა საქართველო ორივე სახელმწიფოს მოიცავს, სდრ-საც და ჩვენი დროის სახელმწიფოსაც.  დავით პასუხი 05:34, 11 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ესე იგი, 1918 წელს იცოდნენ, რომ ამ კონსტიტუციას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის არ ქმინდნენ, ხო? და 1921 წლის 21 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დაგვიპყრობდა, ხო? ძალიან ცდები. გაეცანი მაშინ იქ მითითებულ ლიტერატურას (მხოლოდ ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე არ მაქვს მხედველობაში. ასევე ცნობილაძე) და დარწმუნდები შენი ნათქვამის სიმცდარეში. სწორედაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის შეიმუშავეს ეგ კონსტიტუცია და არა 90-იანი წლებისთვის. ის, რასაც შენ ამბობ, 1921 წლის დასაწყისში გაიგეს, რომ ამ კონსტიტუციას შესაძლებებლია (და არა აუცილებლად), ვერ ემოქმედა საქართველოში საბჭოთა რუსეთის გამო. თანაც, 1921 წლის დასაწყისისთვის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობას ამთავრებდნენ უკვე. და როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერ იმოქმედებდა, მისი მიღება-გამოცემა დააჩქარეს, და არა შემუშავება. ასე, რომ ეს კონსტიტუცია შემუშავდა სწორედ რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის და არა 1990-იანი წლების საქართველოსთვის. ვისაც ჩემი დაწერილი სანდოდ არ ეჩვენება, გაეცნოს სტატიაში მოცემულ ლიტერატურას და თავად დარწმუნდება ყველაფერში. აქედან გამომგინარე, მშვენიერი სათაურია (და ასეც უნდა იყოს) — „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“.Nodar Kherkheulidze განხილვა 10:41, 12 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კონსტიტუცია დაამტკიცეს 1921 წელს სათაურით საქართველოს კონსტიტუცია. გასაგებია, ამ კონსტიტუციის შემუსავებაზე წინა წლებშიც მიმდინარეობდა მუშაობა, თუმცა დამტკიცება რომ ოკუპაციამდე ორი დღით ადრე არ იგეგმებოდა, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია და შეიძლება ვთქვათ, რომ ნაჩქარევად (თუმცა აუცილებლობიდან გამომდინარე) მიიღეს ჩვენი საამაყო დოკუმენტი  . რატომ დაარქვეს ამ დოკუმენტს საქართველოს კონსტიტუცია? არც შენ და არც მე არ ვიცით, როგორი სათაურით იგეგმებოდა ამ ჩვენი კონსტიტუციის დამტკიცება, რომ არა წითლები. ასე არაა? დამტკიცების მომენტში რომ კარგად იცოდნენ ამ კონსტიტუციის დღემოკლეობა, ამაზე არ ვიკამათოთ, ეს ნათელია. დამტკიცებამდე, წინა წლებში რომ კონსტიტუციას სდრ-სათვის ამზადებდნენ, ესეც ნათელია, თუმცა ბოლოს კარგად იცოდნენ, რომ კონსტიტუცია იმ მიზანს ვერ შეასრულებდა, რა მიზნითაც ჩაიფიქრეს.
ახლა, რისთვის შექმნეს და რომელი სახელმწიფოსთვის შექმნეს, ეს მხოლოდ ჩემი და შენი ვარაუდებია — შეიძლება ორივე ვცდებით, ან სულაც, არაა გამორიცხული, ორივენი მართლები ვიყოთ მაგ საქმეში   — რატომაც არა, კონსტიტუცია შეიქმნა არა მარტო სდრ-ისთვის, არამედ შემდეგი რესპუბლიკისთვის, და ესეც კარგად იცოდნენ 1921 წელს.
მაგრამ მართლები ვართ თუ მცდარები მე და შენ, ეს ყველაფერი მაინც ჩვენ აზრებად რჩება. უპირველესი წყარო კი დემეტრაშვილი კი არ უნდა იყოს, არამედ თავად კონსტიტუცია, რომლის ოფიციალური სახელწოდება — საქართველოს კონსტიტუცია — ძალიან ბევრს ამბობს. ჰოდა, ეს ოფიციალური სახელწოდება ამ საამაყო დოკუმენტისა ძალიან მყარი არგუმენტია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერცერთ საპირისპირო არგუმენტს ვერ ვხედავ, რომელიც ამას გააბათილებს! — დავით პასუხი 11:49, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
სტატიის სათაურია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“Nodar Kherkheulidze განხილვა 14:33, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

საერთოდ საქართველოს ისტორიაში (იყო ეს დამოუკიდებლობის პერიოდი თუ საბჭოთა პერიოდი) რამდენიმე კონსტიტუციაა მიღებული, ხომ არ აჯობებდა მსგავსი სათაურები:

პ. ს. საქართველოს კონსტიტუცია (1927) – ეს გამომრჩა. — ჯაბა ლაბა 14:51, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

კი, ჯაბა, დამასწარი  . მეც იგივე უნდა მეთქვა. მასეც შეიძლება და ასეც: საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, საქართველოს 1922 წლის კონსტიტუცია. თუმცა აქ გასარკვევია მხოლოდ ის, თუ რა ერქვათ ქართულ საბჭოურ კონსტიტუციებს ოფიციალურად. თუკი მათ სათაურში იყო სიტყვა საბჭოთა ნახსენები, მაშინ შეიძლება ეგენი სხვანაირადაც დავაჯგუფოთ: საქართველოს სსრ-ის კონსტიტუცია (1922) ან რაღაც ამდაგვარი.
ნოდარს ბოდიში, მაგრამ ეს ბოლო წერილი რას ნიშნავს, ვერ ვხვდები  . ეგ რომაა სათაური ვხედავ, მაგრამ რატომ? — დავით პასუხი 16:04, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

წავიკითხე ყველაფერი და რომ არ გავიმეორო უკვე დასახლებული არგუმენტები, ვემხრობი დათოს მოსაზრებებს. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ან საქართველოს კონსტიტუცია (1921) - ამათ შორის უნდა შეირჩეს, საბჭოთა პერიოდის კონსტიტუციებზე სტატიების შექმნის პერსპექტივის გათვალისწინებით. --M. განხილვაწვლილი 17:12, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

გმადლობ გრიგოლ. — დავით პასუხი 17:50, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
იურიდიულ დოქტრინაში გვხვდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სათაური, როგორც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, ისე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია და ა.შ. თუ ჩემ მიერ ჩამოთვლილ სათაურთაგან ყველა სწორია, რატომ უნდა შეეცვალოს სტატიას სათაური? — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:17, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ვფიქრობ, მაგ კითხვაზე პასუხი ზემოთ უკვე ბევრჯერ დაიწერა. იქნებ მაგ კითხვის ნაცვლად დაასაბუთო, რატომაა მაგ სახელებიდან გამუქებული სათაური საუკეთესო? ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები სხვების სასარგებლოდ მეტყველებენ. — დავით პასუხი 04:02, 15 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

არ ვიცი ამ განხილვას როგორ წაადგება, მაგრამ წიგნში "საქართველოს ისტორია XX საუკუნე" ყველგან გამოყენებულია ტერმინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა... — ჯაბა ლაბა 08:16, 15 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ჯაბა, წიგნში გამოყენებულია განმასხვავებელი სახელი მხოლოდ, თორემ კონსტიტუციისავე მიხედვით სიმბოლიკასთნ დაკავშირებით ყველგან ნახმარია „საქართველოს რესპუბლიკა“ (საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის – შვინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა... საქართველოს რესპუბლიკის ღერბი არის - ... მუხლი 4). სამწუხაროდ სახელმწიფოს ოფიციელური სახელი კონსტიტუციაში განსაზღვრული არ არის, როგორც ვქთვათ საბჭოთა და 1995 წლის კონსტიტუციებში, და სახელმწიფო 3 სახელით აღინიშნება: „საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და „საქართველოს დემკრატიული რესპუბლიკა“ (ეს უკანასკნელი მხოლოდ 78-ე მუხლში). მაგრამ ერთი ფაქტია - კონსტიტუციას ოფიციალურად ქვია „საქართველოს კონსტიტუცია“. ასევე ქვია კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტს (საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“... . მუხლი 46). --Rastrelli F 09:08, 15 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ნოდარ, მაინც არ იშლი?   Deu aw 15:24, 18 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

არა   სადაც შემეძლო, ყველგან ვნახე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია და მივაგენი ერთ რაღაცას — ყველგან სხვადასხვანაირად არის მოხსენიებული ეს კონსტიტუცია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სათაურით. ესე იგი, არც ერთი არ არის შეცდომა. ამიტომ რისთვის შევცვალოთ სახელი? ჯობია გადამისამართებები გავაკეთოთ. ორი უკვე გავაკეთე: საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუცია (1921). თუ კიდევ შეიძლება გაკეთება, გააკეთე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:32, 18 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ჰოდა, ჩვენც სწორედ მაგას ვამბობთ: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელით მოიხსენიება ეს კონსტიტუცია, შესაბამისად შეიძლება ყველა ერქვას სტატიას, მაგრამ საკმარისი მიზეზები მოვიყვანეთ იმისთვის, რომ ამ რამდენიმე მიღებული სახელიდან ერთს მივანიჭოთ უპირატესობა და ეს ერთია ჩემი ვერსია (ორი ვარიანტით). კარგი, დაასრულე მუშაობა და მერე გავაგრძელოთ :)) Deu aw 15:38, 18 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი


სტატია წარვადგინე რჩეულის კანდიდატად, თუმცა დათომ სათაურის გამო არ მოიწონა — ჯერ ეს უნდა გადაწყდესო. დათოს აზრით, სტატიას უნდა ერქვას „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია“ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამ მოსაზრებას არ დავეთანხმები, რადგან სტატიის ამჟამინდელი სათაური სწორია. მოცემული კონსტიტუციის ოფიციალური სათაური არის „საქართველოს კონსტიტუცია“, მაგრამ ამ სათაურს მას ვერ დავარქმევთ 1995 წლის კონსტიტუციის გამო. შევისწავლე ლიტერატურა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შესახებ და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ ჩამოთვილი ყველა სათაური არის სწორი: 1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსიტიტუცია; 2. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია; 3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია; 4. 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია (თუმცა ეს იგივეა რაც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსიტიტუცია“); 5 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. ეს ყველაფერი მათთვის, ვისაც მხოლოდ სიტყვების არ ჯერავს. თუ არ არის საკმარისი, კიდევ გავაგრძელებ ატვირთვას, არ მეზარება. მოკლედ, აქედან ნახავთ, რომ ეს კონსტიტუცია მრავალი სახელით არის მოხსენიებული და თუ ყველა სწორია, რატომ უნდა შეეცვალოს სახელი? ძალიან კარგი სახელია, არაფერი ზედმეტი არ წერია. როგორც აღვნიშნე, „საქართველოს კონსტიტუციას“ ვერ დავარქმევთ, ამიტომ იმდროინდელი რესპუბლიკის სახელიდან გამომდინარე შევურჩიე ამ სტატიასაც სახელწოდება. რაც შეეხება თავად „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას“. სამწუხაროდ, კონსტიტუციაში არ წერია სახელმწიფოს სახელწოდება. აქაც ვიხელმძღვანელე ამ პრინციპით: 1. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში რესპუბლიკა მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“. 2. კონსტიტუციაში რესპუბლიკა მოხსენიებულია მრავალი სახელით — „საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“... ეს უკანასკნელი გვხვდება 78-ე („მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით“) და 148-ე („საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა-გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად“). ამიტომ სტატიას უნდა დარჩეს ამჟამინდელი სახელი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:04, 24 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, დრევანდელი სათაური სრულიად მისაღებია და მთლიანად გამოხატავს სტატიის არსს. წლების დამატება მხოლოდ დაამძიმებს სატაურს, მაგრამ ფასეულს ვერაფერს შემატებს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:12, 24 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გმადლობ. სწორად მიმიხვდი, რაც დავწერე  Nodar Kherkheulidze განხილვა 17:14, 24 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ჩემი აზრითაც მისაღებია სათაური. — მიხეილ (მომწერე) 18:54, 24 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მე რჩეულების კენჭისყრის გვერდზე არ დამიწერია, რომ ახლანდელი სათაური არ ვარგა. მე დავწერე, რომ სანამ მთავარ გვერდზე გავა, საჭიროა შეთანხმება. ჯერ-ჯერობით შეთანხმება არაა, რადგან ზოგი ჩემს ვარიანტს ემხრობა, ზოგიც ნოდარისას. ოუზო, ზემოთ განხილვა თუ წაიკითხე? Deu aw 05:31, 25 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
დათო, ზემოთ განხილვა რომ წავიკითხე, ამიტომ ვემხრობი არსებულ სათაურს. 1918-1921 წლების ქართული სახელმწიფოს სახელად მიღებულია "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა", რათა განვასხვავოთ "საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან" (1921-1990) და "საქართველოს რესპუბლიკისგან" (1990-1992) და "საქართველოს რესპუბლიკისგან" (1992-1995). კრიტერიუმები ამგვარი დაყოფისთვის არის კონსტიტუციისა და სახელმწიფო მართვის სისტემის ფუნდამენტური ცვლილება ან/და სახელმწიფოსათვის სახელწოდების შეცვლა. ის, რომ 1921 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კონსტუტუცია მიიღო სხვებისთვის, მიამიტური არგუმენტია და ორიგინალური კვლევაა, რისი ადგილიც ვიკიპედია არ არის. მათ ეს კონსტიტუცია მიიღეს იმ იმედით, რომ მალე ისევ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში. 1936 წლამდე მსოფლიო არ აღიარებდა საქართველოს ოკუპაციას და საქართველოს მთავრობას დევნილებაში ინახავდა საფრანგეთის ბიუჯეტი. ის, რომ 1992-1995 წლებში აღდგა საქ. დემ. რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს სერიოზული ანაქრონიზმი იყო. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს კონსტიტუცია მორგებული იყო 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოზე, ანუ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და ამიტომაც ამ სტატიას უნდა ერქვას ის, რაც დღეს ქვია. ნებისმიერი თარიღის მითითება სათაურში, ამ შემთხვევაში, არაფრის მომცემია. ამ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ პროფ. რევაზ გაჩეჩილაძის წიგნი "ჩემი XX საუკუნე, წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში", ტ. 2, თავი 10, "რესპუბლიკების ნუმერაციის პრობლემა", თბ., 2011, გვ. 269-274.— Ouzo განხილვაწვლილი 13:44, 25 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

რეზიუმე რედაქტირება

რადგან განხილვა ძალიან გაიზარდა, მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა ვიკიპედიელმა არ წაიკითხა ეს განხილვა — უბრალოდ დაეზარა :D. ამიტომ გადავწყვიტე მცირე რეზიუმე გავაკეთო.
მოკლედ, ზემოთ გვყავს მომხმარებელთა ორი ჯგუფი, ორი განსხვავებული პოზიციით:

  1. პირველ ჯგუფში შედიან Deu, Rastrelli, M.. ისინი მიიჩნევენ, რომ სტატიას უნდა ერქვას საქართველოს კონსტიტუცია (1921) ან საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. ძირითადი არგუმენტები შემდეგია: ამ კონსტიტუციის ოფიციალური სახელწოდება იყო საქართველოს კონსტიტუცია და არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია; ეს კონსტიტუცია შეიქმნა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (შემდეგში სდრ), იმოქმედა 3 დღე, შემდეგ კი კონსტიტუციის ტექსტის შეუცვლელად 1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე მოქმედებდა კვლავ — აქედან გამომდინარე ეს კონსტიტუცია არის არა მარტო სდრ-ის კონსტიტუცია, არამედ საქართველოს რესპუბლიკის ისტორიული კონსტიტუციაც; მართალია იგი სდრ-ში (და ალბათ სდრ-ისთვის) დაიწერა, მაგრამ იგი სცილდება სდრ-ის ფარგლებს და ზოგადად საქართველოს კონსტიტუციაა - ამას ადასტურებს მისი ოფიციალური სახელწოდებაც.
  2. მეორე ჯგუფში შედიან Nodar, Mikheil და User:Ouzo. მათ ამჟამინდელი სახელწოდება (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია) მოსწონთ. არგუმენტები შემდეგია: ეს სახელწოდება უფრო ლამაზია; იურიდიულ ლიტერატურაში გვხვდება ორივენაირი სათაური და შესაბამისად ორივე სწორია, რის გამოც ამჟამინდელი სათაურის შეცვლა არაა საჭირო; იმ სახელმწიფოს, სადაც მიიღეს ეს კონსტიტუცია, ერქვა სდპ, შესაბამისად, კონსტიტუციის სახელწოდებაშიც უნდა ჩანდეს სახელმწიფოს სახელი. ეს კონსტიტუცია მორგებული იყო 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოზე, ანუ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და ამიტომაც ამ სტატიას უნდა ერქვას ის, რაც დღეს ქვია. ნებისმიერი თარიღის მითითება სათაურში, ამ შემთხვევაში, არაფრის მომცემია.

გარდა ამისა, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ჯაბამ და ITshnik-მაც. მათი კომენტარებიდან მე ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ გიორგი უფრო პირველი ჯგუფისაკენ იხრება, ჯაბა კი მეორისაკენ, მაგრამ სხვანაირად რომ არ გამომივიდეს, ისინი მაინც არცერთ ჯგუფს არ მივაკუთვნე - თავისი აზრი ასე ერთმნიშვნელოვნად არცერთს არ უთქვამს. ძალიან გთხოვთ, სხვებმაც გამოთქვით აზრი ამასთან დაკავშირებით, რათა ამ სტატიას მივცეთ საშუალება, გახდეს რჩეული   Deu aw 14:55, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მე არანაირ დაჯგუფებებს არ ვეკუთვნი ვიკიპედიაში და არც აქ მიმიკუთვნებია თავი. დაჯგუფებები უფრო სხვების საქმეა. რაა საგანგაშო იმაში რომ საქართველოს კონსტიტუცია განირჩეოდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისაგან? და ამის გამო ამხელა უაზრობები (მაპატიეთ, კონკრეტულად არავის ვგულისხმობ) იწერება. — ჯაბა ლაბა 15:36, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ხო, ჯაბა, ალბათ, კარგია პროფესორობა და მჭევრმეტყველება ყველა საკითხში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:37, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი


ჰომ... პირველ რიგში ლოლ, მეორე რიგშიც ლოლ და ასევე მესამე რიგშიც ლოლ. იმიტომ რომ მთავარს ვერავინ ვერ ხვდებით. ჰა ამ სათაურს დაარქვით რამე მერე? მერე კიდევ იქნება რამე ასეთი და იქაც დაიწყება უშველებელი განხილვები. პრობლემა ისაა რომ როდესაც რაიმეს ოფიციალური სახელი არ აქვს რა ჯანდაბას ვაკეთებთ მაშინ? ან თუ აქვს და არ მოგვწონს/გრძელია მაშინ? ან ლოგიკური სახელი უნდა ავირჩიოთ თუ უფრო გავრცელებული? თუ გავრცელებული მაგრამ აი ცოტათი სწოიც ხდ. მოკლედ სახელთა საკითხი დასამუშავებელია. ისე თუ ამაზე მუშაობა დაიწყება შემოგიერთდებით.

სახელის დარქმევისას არ უნდა დაფიქრდე. დასაფიქრებელი ისედაც ბევრია : ()

პ.ს. მე ეს სახელი მომწონს. ლოგიკურია— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:12, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

დიქსტოსა, ამ შემთხვევაში გვაქვს ოფიციალური სახელწოდება. ამ კონსტიტუციის ოფიციალური სახელწოდებაა საქართველოს კონსტიტუცია. Deu aw 16:23, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
დეუ, მე მარტო ეგ არ მიწერია. კიდევ დავწერე არ მოწონებაზე. და აქ ზუსტად მასეთი შემთხვევაა. ჩემი იდეაა შევთანხმდეთ სათაური იყოს ან რაც ოფიციალურია, რაც ლოგიკურია თუ რაც უფრო მოკლედ ამბობს მეტს, ან რაც არ მომაფიქრდა და გამონაკლისებზე. გამონაკლისი შეიძლება აღმოჩნდეს ეს სათაურიც მაგალითად რომ შევთანხმდეთ და წესი შემოვიღოთ რომ სახელი უნდა იყოს ოფიციალურ სახელზე (ანუ ამ შემთხვევაში გამოდის საქართველოს კონსტიტუცია), აქ იმის გამო რომ სათაური იწვევს გაუგებრობას((საქართველოს კონსტიტუცია გავიგოთ როგორც საქართველოს კონსტიტუციები, ანუ სტატია საქართველოს კონსტ. -ების შესახებ.)). და გამონაკლისი ერთ-ერთი იქნება დაახლოებით ასეთი: თუ ოფიცალური სახელი წარმოშობს გაუგებრობას ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ლოგიკურს. — ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:50, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ზემოთმოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, უფრო გამართლებულად სტატიის სახელწოდებად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია მიმაჩნია. რჩეულებიდან მოხსნას კი ვერ გავამართლებ.—G.G. 17:38, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

რჩეულებიდან შეიძლება მოსახსნელი არ არის, მაგრამ ცოტა უხერხულად მიმაჩნია ის რომ სტატიას სათაურს ვერ ვურჩევთ და რჩეულ სტატიად გადის. სანამ ჩემს აზრს დავწერდი მაინტერესებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - ამ სახელმწიფოს კონსტიტუციის სათაურს როგორ დავწერდით. ოდნავ თემის გადახვევაა, მაგრამ არც ძალიან. ცანგალა () 17:45, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ეგ იქნება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ასეც ქვია ოფიციალურად. ცანგალა, ძალიან გთხოვ, ეგ სხვა გვერდზე უნდა განვიხილოთ. ზემოთ ხომ ხედავ რამხელა განხილვაა... არ მინდა რომ კიდევ გაგრძელდეს და გთხოვ, ადამიანურად გთხოვ, ამ სტატიის სათაურზე გამოთქვი შენი აზრი, მერე კი რჩეულობაზეც ვიფიქროთ. Deu aw 17:54, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ცანგალას: რჩეულ სტატიად გასვლა დაყოვნდება მანამ, სანამ სათაურზე არ შევთანხმდებით.—G.G. 17:56, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
არ მსურს სტატიის გატანა რჩეულობაზე. სტატიის ავტორი ვარ მე და მე ვწყვეტ ამას. მეორეც, არსად არ წერია ის, რომ არ შემიძლია, სტატია მოხსნა კანდიდატობიდან, შესაბამისად, წესი არ დამირღვევია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:14, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
სტატიის რჩეულობას ავტორი არ წყვეტს, არც კანდიდატებში გატანაა მხოლოდ ავტორის უფლება. Deu aw 18:16, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ესე იგი, უპრაგონოდ შემიძლია ავიღო სტატია, გავიტანო კანდიდატად და ჩავიწერო მერე, ჩემი რჩეული სტატია-მეთქი?— Nodar Kherkheulidze განხილვა 18:18, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ვუპასუხებ განხილვის გვერდზე. Deu aw 18:19, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
„კი, წესით საქართველოს კონსტიტუცია ჰქვია, მაგრამ მაგას ვერ დავარქმევთ. “ - ასე აღნიშნავს ნოდარი. თუ წესით ასე ჰქვია რატომ არ შეიძლება დავარქვათ საქართველოს კონსტიტუცია (1921) და საქართველოს კონსტიტუცია (1992-1995) - არ ვიცი რამდენად გამართლებული იქნება გადამისამართება. ალბათ ჯობია ცალკე სტატია, რომ არსებობდეს საქართველოს კონსტიტუცია (1992-1995). „სტატიის ავტორი ვარ მე და მე ვწყვეტ ამას“ - ნოდარი გთხოვ ასეთი რამ აღარ გაიმეორო. რა არის ვიკიპედია ჩემზე კარგად იცი, მაგრამ მაინც შეგახსენებ „ონლაინ-ენციკლოპედიაა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე.“— ცანგალა () 19:07, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
არა, ცანგალა, ორი სტატია არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი და იგივე კონსტიტუციაა, ორი სტატია გამორიცხულია. თუკი სათაურში თარიღის მითითებას ემხრობი, მაშინ აუცილებლად მიღების თარიღი უნდა იყოს და არა მოქმედების. (მაგ. დღევანდელი კონსტიტუცია ხშირად მოიხსენიება 1995 წლის კონსტიტუციად). Deu aw 03:37, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალას აზრი მაინც ვერ გავიგე. აქ სტატიის სათაურზე გთხოვეს დაწერეო და არა დისერტაცია დაიცავი ნოდარის გამოთქმებზეო. — ჯაბა ლაბა 04:02, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

საქართველოს კონსტიტუცია (1921) და საქართველოს კონსტიტუცია (1992-1995) და გადამისამართებით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ამაზე დათომ უარი თქვა. ჯაბა, რადგანაც გამოთქმების ჩანაწერი იყო ერთ-ერთი ნოდარის გამონათქვამი გვეუბნება:„კი, წესით საქართველოს კონსტიტუცია ჰქვია, მაგრამ მაგას ვერ დავარქმევთ. “ — ცანგალა () 09:16, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

არავითარი აუცილებლობა არ არის იმისა, რომ სტატიის სათაური ზუსტად იმეორებდეს დოკუმენტის სათაურს. სტატიის სათაური, შესაძლებლობის მიხედვით, უნდა იყოს რაც შეიძლება კომპაქტური და სტატიის არსის მაქსიმალურად შემცველი, ზედმეტი გადატვირთვების (ფრჩხილები, ტირეები, ბრჭყალები და სხვ.) გარეშე. ამის მაგალითები გვაქვს:

  • შუშანიკის წამება - წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ
  • გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ
  • კოსტანტი კახის მარტვილობა - ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტისი ქართველისაჲ, რომელი იწამა ბაბილოვნელთა მეფისა ჯაფარის მიერ

დათოს რეზიუმემ კი პირდაპირ გამაკვირვა, რომ თურმე არსებული სათაურის მომხრეთა არგუმეტი არის ის, რომ "მათ ამჟამინდელი სახელწოდება მოსწონთ. არგუმენტები შემდეგია: ეს სახელწოდება უფრო ლამაზია". წიან განხილვებში სიტყვა "ლამაზი" საერთოდ ვერ ვიპოვე. ცოტა ინფანტილურად უტრირებული რეზიუმე გამოვიდა, სხვა აზრის მქონე მომხმარებლების არგუმენტების დასაკნინებლად, რაც დათოსგან გამიკვირდა. ბოდიში ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ სიმართლეა.--Ouzo განხილვაწვლილი 09:53, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიპედიაში ყოველთვის სიმართლე უნდა იწერებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ არის. ხოლო ნაწარმოებთა ჩამონათვალი უფრო სუსტი პასუხია, ვიდრე დათოს სიტყვა „ლამაზი“. — ცანგალა () 12:41, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
არამარტო ვიკიპედიაში, საერთოდ, ცხოვრებაში უნდა წერო და ილაპარაკო სიმართლე. სათაურების (და არა ნაწარმოების) ჩამონათვალი მიუთითებს ვიკიპედიაში სათაურების შერჩევის პრაქტიკაზე, რაც არგუმენტია, ხოლო შენი ბოლო შედარება სიტყვა „ლამაზის“ შესახებ, ისეთივე ინფანტილურია, როგორც სიტყვა „ლამაზი“ არგუმენტებთან მიმართებაში. მაჩვენე, არსებული სათაურის რომელმა მომხრემ თქვა, რომ არსებული სათაური ლამაზია და ამიტომ უნდა დარჩესო? ხომ ნათელია, რომ ეს სხვა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის არცთუ წარმატებული ხერხია დათოს მხრიდან?— Ouzo განხილვაწვლილი 13:03, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
სიმართლეზე არ მინდა ამ განხილვის გვერდზე ვწერო, რადგან სხვა თემა არის (სხვაგან დიდი სიამოვნებით). რაც შეეხება ამ სტატიის სათაურს თვით სტატიის ავტორი წერს, რომ „კი, წესით საქართველოს კონსტიტუცია ჰქვია, მაგრამ მაგას ვერ დავარქმევთ.“ ხოლო დათო რეზიუმეში მე ვერ წავიკითხე სიტყვა „ლამაზი“. აქედან გამომდინარე სიტყვა „ლამაზი“ არ არის არგუმენტი სათაურისთვის.— ცანგალა () 13:45, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
სიმართლეზე მე არ წამომიწყია. მაგაში მართალი ხარ, რომ ამ განხილვის გვერდის თემა არ არის. ლამაზთან დაკავშირებით დათოს რეზიუმეში იხ. მეორე პუნქტი. ციტატა: "2.მეორე ჯგუფში შედიან Nodar, Mikheil და User:Ouzo. მათ ამჟამინდელი სახელწოდება (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია) მოსწონთ. არგუმენტები შემდეგია: ეს სახელწოდება უფრო ლამაზია".
ნოდარმა კი დაწერა, რომ დოკუმენტს ეწოდება საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ჩემ მიერ ზემოთ მოტანილი სათაურების ჩამონათვალიც სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ არ არის აუცილებელი დოკუმენტის სათაური ზუსტად ემთხვეოდეს ვიკიპედიაში სტატიის სათაურს. როდესაც დოკუმენტის ზუსტი სათაური ქმნის გარკვეულ უხერხულობას (ან დიდია, ან ინფორმაციული არაა და სხვ.), მაშინ შეიძლება სატაურის კორექტირება მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში კი მკითხველის ინტერესი ის არის, რომ მან ყოველგვარი ფრჩხილების და ბრჭყალების გარეშე გაიგოს რომელ კონსტიტუციას ეხება სტატია.— Ouzo განხილვაწვლილი 14:03, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

რაო ნაწარმოებთა ჩამონათვალი უფრო სუსტი პასუხიაო, პირიქით მე ძლიერი პასუხი მგონია. მაშინ მაგ სტატიებსაც დავარქვათ ეგ სახელწოდებები თუ ოფიციალურ სახელებს მოითხოვთ. — ჯაბა ლაბა 14:46, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ჯაბა, გადავიდეთ ასომთავრულზე? რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას - ეს ოფიციალური სახელია და თანაც მხედრულით გვაქვს. Ouzo/Zolokin - ერთხელ ოღონდ ძალიან ადრე იყო, საუბარი იყო გრძელი სათაურების შემოკლებაზე. აქ კი გვაქვს ოფიციალური სახელი მოკლე და ჩვენ გვსურს მისი გავრცობა.— ცანგალა () 17:30, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
რა ძაან გაჟრიალებს, ცანგალა!--Ouzo განხილვაწვლილი 10:22, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

არავინ გთხოვს ასომთავრულს. სტატიაში წიგნის ილუსტრაციაზე სათაური წაიკითხე? ნოდარმა სათაური შეამოკლა და ისე წარმოგიდგინა მეტი რაღა დაასეკვესტროს? — ჯაბა ლაბა 17:55, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

Ouzo/Zolokin - მე მაჟრიალებს? მე ნაიკს არ ვაგრავობ და ვარ Zangala. ბოდიშს ვიხდი, რომ ამ სტატიის გვერდზე მომიწია ასეთი პასუხის დაწერა, მაგრამ Ouzo/Zolokin-ს ვუპასუხე, რომელიც ალბათ მალე მესამე ნაიკით შემოვა ქართულ ვიკიში. საუკეთესო სურვილებით.— ცანგალა () 10:43, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
გაჟრიალებს, გაჟრიალებს! ეტყობა ძალიან გინდა ჩემი გაძევება აქედან, მაგრამ ვერ მოგართვი - არ იმუშავებს ეგ ტრიუკები.--Ouzo განხილვაწვლილი 10:48, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ერთი ძალიან კარგი სიტყვის, „ლამაზის“ გულისათვის თუ ატყდა აქ ჩხუბისმაგვარი რამ, მე ბოდიშს ვიხდი  . ბოდიშს მოვიხდი ასევე ამ სიტყვის გამოყენებაში რეზიუმეში, თუმცა, გთხოვთ დამიჯეროთ, რომ ეს იმ მიზნით არ გამიკეთებია, რაც ოუზომ იფიქრა. ეს არგუმენტი ჩემი და ნოდარის პირადი საუბრებიდან მახსოვს, მაშინ ნოდარმა მითხრა, რომ ეს სათაური უფრო ლამაზია (რა თქმა უნდა, ეს მითხრა სხვა, უფრო დამაჯერებელ არგუმენტებთან ერთად). რა თქმა უნდა, ლამაზი შეიძლება მან ხუმრობით თქვა, მე კი დამამახსოვრდა და ამერია  . მახსოვდა რომ აქ დაწერა, მაგრამ შევცდი. ნოდარს გულწრფელად დიდ ბოდიშს ვუხდი, ჩვენი პირადი საუბრებიდან ერთი სიტყვის ვიკიპედიაში შემოტანისათვის. მაპატიეთ შეცდომა.
ოუზოს: მაგ ერთი ლამაზის გარდა სხვა არგუმენტებიც არასწორად მაქვს მოყვანილი? Deu aw 11:04, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

სათაური კვლავ რედაქტირება

მეგობრებო, სტატია წამოყენებულია რჩეულობის კადიდატად. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს სადავო არაფერი, არც სათაურთან და არც შინაარსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კამათი მიმდინარეობდა სახელწოდებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, განვაახლოთ განხილვა და საბოლოოდ გადავწყვიტოთ საკითხი, რათა მივცეთ სტატიას თებერვლამდე საშუალება, გახდეს რჩეული. წინამდებარე განხილვის შეჯამება ასეთია:

  1. პირველ ჯგუფში შედიან Deu, Rastrelli, M.. ისინი მიიჩნევენ, რომ სტატიას უნდა ერქვას საქართველოს კონსტიტუცია (1921) ან საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. ძირითადი არგუმენტები შემდეგია: ამ კონსტიტუციის ოფიციალური სახელწოდება იყო საქართველოს კონსტიტუცია და არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია; ეს კონსტიტუცია შეიქმნა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (შემდეგში სდრ), იმოქმედა 3 დღე, შემდეგ კი კონსტიტუციის ტექსტის შეუცვლელად 1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე მოქმედებდა კვლავ — აქედან გამომდინარე ეს კონსტიტუცია არის არა მარტო სდრ-ის კონსტიტუცია, არამედ საქართველოს რესპუბლიკის ისტორიული კონსტიტუციაც; მართალია იგი სდრ-ში (და ალბათ სდრ-ისთვის) დაიწერა, მაგრამ იგი სცილდება სდრ-ის ფარგლებს და ზოგადად საქართველოს კონსტიტუციაა - ამას ადასტურებს მისი ოფიციალური სახელწოდებაც.
  2. მეორე ჯგუფში შედიან Nodar, Mikheil, User:Ouzo და დიქსტოსა. მათ ამჟამინდელი სახელწოდება (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია) მოსწონთ. არგუმენტები შემდეგია: იურიდიულ ლიტერატურაში გვხვდება ორივენაირი სათაური და შესაბამისად ორივე სწორია, რის გამოც ამჟამინდელი სათაურის შეცვლა არაა საჭირო; იმ სახელმწიფოს, სადაც მიიღეს ეს კონსტიტუცია, ერქვა სდპ, შესაბამისად, კონსტიტუციის სახელწოდებაშიც უნდა ჩანდეს სახელმწიფოს სახელი. ეს კონსტიტუცია მორგებული იყო 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოზე, ანუ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და ამიტომაც ამ სტატიას უნდა ერქვას ის, რაც დღეს ქვია. ნებისმიერი თარიღის მითითება სათაურში, ამ შემთხვევაში, არაფრის მომცემია.

გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. მადლობა  . Deu. 18:09, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ვისაც არ მოსწონს სტატია, მისცეს „არა“, ხოლო ვისაც მოსწონს, მისცეს „კი“. ეს ეხება სათაურსაც. სტატია მოვხსენი ადრე რჩეულობიდან და ამის სრული უფლება მქონდა, რადგან არსად არის ასეთი რამ აკრძალული. წამოყენებაც ჩემი სრული უფლებაა და ერთი თვითნება მომხმარებლის გამო სტატიის ახალი კენჭისყრა არ უნდა ჩაიშალოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არ თვლის, რომ სტატია რჩეული უნდა გახდეს, დააფიქსიროს „არა“. ერთი მომხმარებლის განსხვავებული აზრი სტაიას „ვეტოდ“ არ ედება. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:21, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

დეუ აქ დაგავიწყდა მიგეწერა, რომ დიქსტოსასაც მოსწონდა ეს სახელწოდება და მეორე დაჯგუფებას ეკუთვნოდა. მე ვფიქრობ უკვე ჩამომიყალიბდა აზრი და უკვე ვიზიარებ იმ აზრს (ზემოთ შენს მიერ ჩამოთვლილ სამ ადამიანსა და ჩემს მიერ დამატებულ დიქსტოსასთან ერთად), რომ ეს სათური არაფერს არ აშავებს. --JABA 1977 21:38, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ჰო, დიქსტოსა გამომრჩა :). მივათვალოთ დიქსტოსაც. სამი ერთ აზრს იზიარებს, ოთხი მეორეს. საკმაოდ სერიოზული არგუმენტებია ორივე მხარეს. ვფიქრობ, ზემოთ განხილვა და ეს რეზიუმე საკმარისია იმისათვის, რომ პატარა კენჭისყრით მოვაგვაროთ საქმე. ვისი აზრიც უკვე დაფიქსირებულია, ნუ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და ჩვენი ხმები უბრალოდ მივუმატოთ ახლებს, ხოლო სხვა მომხმარებლებმა რეზიუმეს ან განხილვის წაკითხვის შემდეგ ქვემოთ დააფიქსირონ თავიანთი აზრი. ასე მარტოვად გადავწყვიტოთ საქმე, მარტივი უმრავლესობით. გთხოვთ, {{ჰო}} გამოვიყენოთ მხოლოდ...  . Deu. 07:32, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

დეუ ერთი რამ მაინტერესებს: ნოდარი, მიხეილი, ოუზო, დიქსტოსა და მე ოთხნი ვართ?   აქ უკვე გასაგებად დავწერე, რომ ვემხრობი უკვე არსებულ სათაურს. --JABA 1977 17:27, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

განხილვას გადავხედე და ვერ მივხვდი რა არის სადაო. სათაური პირადად ჩემთვის და იმ საზოგადოებისთვის ვისაც ეს სტატია გავაცანი (იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა) სრულიად გასაგებია, რადგან ყველამ კარგად იცის რა პერიოდში ეწოდებოდა საქართველოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. შესაბამისად ეს სტატიაც, რომ 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციას გულისხმობს აბსოლიტურად გასაგებია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:38, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია (1921)

კენჭისყრა რედაქტირება

იქიდან გამომდინარე, რომ ეს განხილვა 3 წელზე მეტია მიმდინარეობს, გამოთქმულია ყველა არგუმენტი, საკითხი კი მაინც ვერ გადაწყდა, სტატიის სათაურთან დაკავშირებით, აქვე, მოვაწყოთ კენჭისყრა. გთხოვთ, გამოიყენეთ მხოლოდ ხმის მიცემის თარგები, კომენტარები ზემოთ ისედაც ბევრია და ამ ნაწილში თავი შეიკავეთ! — მიხეილ მიწერა 18:04, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია რედაქტირება

  1.   (მომხრე) --JABA 1977 18:31, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  2.   (მომხრე)--Leovizza განხილვაწვლილი 19:07, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  3.   (მომხრე) ––--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:47, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  4.   (მომხრე)--სულხან ქვიშხელი განხილვაწვლილი 07:35, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  5.   (მომხრე) Nodar Kherkheulidze განხილვა 08:32, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  6.   (მომხრე)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:32, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  7.   (მომხრე). - ოთოჯი განხილვა 13:15, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  8.   (მომხრე)--Saliner 13:08, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  9.   (მომხრე) Matthew92 განხილვაწვლილი 13:35, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  10.   (მომხრე)--მიხეილ გაფრინდაშვილი განხილვაწვლილი 15:27, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

საქართველოს კონსტიტუცია (1921) რედაქტირება

  1.   (მომხრე)--Rastrelli F 19:58, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  2.   (მომხრე)--ბექალაბაძე   20:21, 24 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  3.   (მომხრე) Deu. 06:26, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  4.   (მომხრე)--ცანგალა () 08:58, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  5.   (მომხრე) — G.G. 12:28, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  6.   (მომხრე) --M. განხილვაწვლილი 13:15, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

შედეგი რედაქტირება

ერთკვირიანი კენჭისყრის შედეგი ასეთია: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მომხმარებელმა. ამათგან 10 ემხრობა ამჟამინდელ დასახელებას, ხოლო 6 სხვა სათაურს — საქართველოს კონსტიტუცია (1921). აქვე უნდა იქნას გათვალისწინებული იმ მომხმარებლების აზრი, რომლებიც განხილვაში მონაწილეობდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში. ასეთები არიან: მომხმარებელი:MIKHEIL (კენჭისყრაში მონაწილეობდა, როგორც Mikheil88), მომხმარებელი:Ouzo და მომხმარებელი:Dixtosa. ამათგან MIKHEIL-მა კენჭისყრაში ხმა არ მისცა არც ერთ პოზიციას მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი აქტიურობისა, დანარჩენი ორი კი არ არიან აქტიურები ამჟამად. მიუხედავად ამისა, მათი აზრი ზემოთ არსებული განხილვიდან ნათელია, ისინი მხარს უჭერენ სტატიის ამჟამინდელ სახელწოდებას, შესაბამისად მათი ხმები (სამი ხმა) დაემატება კენჭისყრის 10 ხმას. ჯამში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია — 13 ხმა (დაახლოებით 70%), საქართველოს კონსტიტუცია (1921) — 6 ხმა (დაახლოებით 30%). ამრიგად, სტატიის სახელწოდებად რჩება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. Deu. 20:03, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“-ზე დაბრუნება.