განხილვა:სანქტ-პეტერბურგი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში შიდა დაყოფა
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (1 ოქტომბერი, 2013).

ქართულად მართებულია სანქტ-პეტერბურგი. გალაკტიონ ტაბიძის გარდა კტ - ერთად არსად არ იწერება. ამიტომ რედირექტი უნდა გაკეთდეს სანქტ-პეტერბურგზე და არა პირიქით. ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვათა დაწერილობა ქართულში - ეს ქართული ენის კანონია. ეს ეხება სიტყვა სანქტ. ეს რუსული არ არის. კტ(ct) კომპლექსის შემცველი სიტყვები თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გადმოცემულია და უნდა დარჩეს ქტ-თი: დიქტატორი, ინდიქტიონი, ოქტომბერი და ა. შ. Zangala 17:15, 27 თებერვალი 2006 (UTC)პასუხი

გასაგებია, ამ თემაზე სადღაც დიდი დისკუსია იყო გამართული და იქ სანკტ-ზეც საკმაო არგუმენტები იყო მოყვანილი. ნებისმიერ შემთხვევაში, სამივე ფორმის რედირექტია საჭიროა. ბევრ სტატიაშია ნახსენები და ბმულები არ უნდა დაობლდეს. ალსანდრო. 67.142.130.26 11:40, 13 მარტი 2006 (UTC)პასუხი

დასაწყისში ფრჩხილებში რომ აქვს ამხელა ისტორია დაარსებაზე და სახელების ცვლილებაზე, რამდენად მართებულად გეჩვენებათ? ხო არ ჯობია ფრჩხილი გავხსნათ და ტირის მარჯვნივ გადმოვიტანოთ??? როგორც არის მაგ ინგლ. ვიკიზე. მემგონი ასე არ ჩანს ლამაზად.--GagaVaa განხილვაწვლილი 13:09, 3 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ჩემი აზრითაც, ალბათ აჯობებს მხოლოდ ეს ტექსტი ამოვიღოთ დაარსდა 1703 წლის 16 (27) მაისს, სახელწოდებების ცვლილება კი დავტოვოთ. --JABA 1977 14:22, 3 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
ჰო და ასეც არ არის საჭირო: 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1924 წლამდე — პეტროგრადი, 1991 წლამდე — ლენინგრადი, უნდა იყოს: 1914-24 წლებში — პეტროგრადი, 1924-91 წლებში — ლენინგრადი ან 1914-24 წწ. — პეტროგრადი, 1924-91 წწ. — ლენინგრადი--GagaVaa განხილვაწვლილი 15:17, 3 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ქართულ ვიკიპედიაში მეორე წლებსაც გაშლილად ვწერთ. დანარჩენზე მე პირადად, თანახმა ვარ. --JABA 1977 15:21, 3 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

შიდა დაყოფა რედაქტირება

„შიდა დაყოფა“ ინფოდაფას ძალიან ხომ არ წელავს? საჭიროა საერთოდ ინფოდაფაში ამ მოცულობის ინფორმაცია?--Saliner 18:58, 24 მაისი 2020 (UTC)პასუხი

დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეგ ველი ავტომატური არ უნდა იყოს. ამაზე საშინლადაც არის ხოლმე სტატიებში. გიო ოქრო 19:01, 24 მაისი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „სანქტ-პეტერბურგი“-ზე დაბრუნება.