განხილვა:სამეგრელოს მთავრები

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა M. თემაში გისაუბრიათ, მაგრამ მაინც...

ჩემი აზრით ცუდი არ იქნებოდა სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები-ზე გადამისამართება როგორც სამეგრელოს მთავრების ასევე ოდიშის მთავრების. მაგ. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო-ზე არიოს გადამისამართება სამეგრელოს სამთავროდან და ოდიშის სამთავროდან.--ცანგალა () 21:16, 9 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი

ის, რომ სამეგრელოს ფრჩხილებში ოდიში აქვს მიწერილი, ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ერთი მეორის სინონიმია. ფრჩხილებში მეორე სახელის მიწერა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ სახელით "სამეგრელოს სამთავრო" კიდევ სხვა სახელმწიფო არსებობდა (დავუშვათ "სამეგრელოს (აფხაზეთის) სამთავრო"). თუ ასეთი რამ ისტორიაში არ არსებულა, მაშინ სათაურში ან ერთი უნდა დარჩეს, ან მეორე და გადამისამართებები გაკეთდეს. სტატიის შესავალში უნდა მიეთითოს რამდენიმე სახელით რომ იყო ცნობილი. - ალ-ო     @ 06:34, 10 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი

დადიანები იყვნენ ასევე აფხაზეთის მთავრებიც, ვამეყ დადიანი კი გახლდათ იმერეთის მეფე. თარგში ტიტულში რატომ არ უთითებთ აფხაზეთის მთავარს და იმერეთის მეფეს? ევროპაში თუნდაც რომ ავიღოთ სავოიის დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი ამადეუს I რომელიც ესპანეთში მეფობდა 1870 4 დეკემბერიდან 1873 წლის 11 თებერვლამდენ, მართალია სავოიის დინასტიის სხვა წარმოამდგენელი არასდროს ესპანეთის მეფე არ გამხდარა მაგრამ სავოიის დინასტიას ოფიციალურ ტიტულებში ყველგან უწერია რომ დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ ესპანეთის მეფეც. ქართულ წყაროებში კი უამრავი სიგელ-გურჯებია სადაც ვამეყ დადიანი მოხსენიებულია როგორც იმერეთის მეფე, ამიტომ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს დადიანების დინასტიას თარგში მითითებული ჰქონდეს ტიტული აფხაზეთის მთავარი და იმერეთის მეფე.

დადიანები ცალკე სტატიად რატომ არაა? ეს უნდა იყოს სამეგრელოს მთავრების სია. ყველა დადიანი მთავარი ხომ არ იყო? --Kober განხილვაწვლილი 19:22, 27 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
მეც ასე ვფიქრობ. ცალ-ცალკე უნდა იყოს ორივე სტატია. გიო ოქრო 19:33, 27 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ვნახოთ კოლეგები რას იტყვიან და, თუ თანხმობა იქნება, გავყოფ. --Kober განხილვაწვლილი 20:07, 27 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

გეთანხმებით, ვფიქრობ, რომ დადიანებზე ცალკე სტატიად უნდა იყოს.--ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 17:47, 2 ივნისი 2022 (UTC)პასუხი

გისაუბრიათ, მაგრამ მაინც... რედაქტირება

სამეგრელოს მთავრებს "სამეგრელოს მთავრები" რატომ ჰქვია? დადიანები უნდა იყოს მთავარი სათაური. ვიცი რომ ამაზე ისაუბრეთ (მეც გეთანხმებით ამ აზრში). უბრალოდ ამ გაგებით შარვაშიძეებს მაშინ უნდა ერქვას "აფხაზეთის მთავრები" და დადეშქელიანებს "სვანეთის მთავრები". უნდა შეიცვალოს მთავარი სათაური, ხოლო "სამეგრელოს მთავრებზე" ცალკე სტატია. ქრისტეფორე (განხილვა/წვლილი) 10:08, 17 მაისი 2023 (UTC)პასუხი

უფრო პირიქით. რაკი სტატიას ქვია სამეგრელოს მთავრები, უნდა იყოს მთავრებზე. დადიანებზე, სადაც იქნება გვარის ისტორია მთავრობამდე და შემდეაც, შესაძლოა გაკეთდეს ცალკე. --M. (განხილვა/წვლილი) 10:36, 17 მაისი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „სამეგრელოს მთავრები“-ზე დაბრუნება.