განხილვა:პატრიოტიზმი

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა George Mel

რატომ არ არის საჭირო? პატრიოტიზმის განსაზღვრა შეიძლება, ყველას თავისი ჰქონდეს, მაგრამ ზოგადი პრინციპებიც ხომ არსებობს? --გიგი 14:05, 5 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მე წარმომიდგენია რომ საერთაშორისო ბმულები იყოს ზოგადად პატრიოტიზმის თემებზე და არა ორგანიზაციების ვებ-გვერდების ჩამონათვლებით და მათი რეკლამით. მე პირადად მაგ ორგანიზაციას არ ვიცნობ, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი შეიძლება თვლის რომ პატრიოტულ საქმეს აკეთებს მეორე კი არა. სტატია ამ ორგანიზაციაზე ვიკიში შეიქმნა და იქ დევს მისი ბმულიც (მგონი საკმარისია). როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია? (ამის შესახებ არსად არ ჩანს ინფორმაცია) მაშინ ყველა პარტია და ორგანიზაცია თავისებურად ქვეყნის პატრიოტები არიან ე. ი. ყველა უნდა მოთავსდეს? გასამხედროებული ფორმირება არ არის ამ გვერდი გვთავაზობს რუსეთ-საქართველოს სამამულო ომის აგვისტოს ფაზის 5.000-ზე მეტ ფოტოს. იარაღის აღება (გინდ ლეგალური სათამაშო იარაღები და სკაუტური მეთოდები) პატრიოტიზმია? გერმანიაში საბავშვო სათამაშო თოფები გაყიდვაში არ არის. ნაგავი რომ არ დაყარო და არ დააბინძურო შენი ქვეყანა, წესრიგი დაიცვა და კანონები არ დაარღვიო ეს უფრო როგორც სავალდებულო ისე პატრიოტული საქმეა. იმედია სხვებიც მიიღებენ დისკუსიაში მონაწილეობას.ცანგალა () 14:35, 5 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა მართალია :)--გიორგი , 17:47, 8 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „პატრიოტიზმი“-ზე დაბრუნება.