განხილვა:ორგანი (საკრავი)

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL თემაში Untitled
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


Untitled რედაქტირება

სტატიის სახელწოდება უნდა იყოს ორანი და არა ორანი. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:57, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მეორეც, ფრჩხილებში „საკრავი“ საერთოდ არ უნდა, რადგან „ორგანი“ მეტს არაფერს არ ნიშნავს. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:58, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ქართულად მართებულია ორგანი, გეოგრაფია, ლოგიკა და არა ორგანი, ღეოღრაფია, ლოღიკა... ქსე-ც ორგანს წერს. Deu aw 17:00, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ქსე ქართული სიტყვების გამოთქმის მეუფეა? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:01, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
არა, ნოდარ, ყველა მაგ სიტყვაში, რაც მაგალითად მოვიყვანე, არის ბერძნული ასო გამა (γ), რომელიც ბერძნულში გამოითქმის როგორც გ-სა და ღ-ს შორის რაღაც შუალედური ბგერა (ბერძნული შენც იცი :)). ქართულში და ყველა სხვა ენაში ეს ბგერა, ყველა სიტყვაში შემოდის როგორც გ. Deu aw 17:03, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
პირველად ვიკიპედიიდან გავიგე, რომ ორგანს ორგანი ჰქვია... რა საოცარია ეს ქართული ვიკიპედია. ესე იგი, ქართულ ენაში „ღ-ზე“ უარს ვამბობთ? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:05, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ისე ქსე-ს არ უნდა ენდოთ ბგერების გამოთქმაში, რაგდან იქ რუსულის გავლენა აშკარაა. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:07, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ბერძნულიდან შემოსულ სიტყვებში, კი, ღ არსადაა სალიტერატურო ქართულში :). Deu aw 17:08, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
გადარუსულებულ და „გადაქსებულ“ ქართულში. ვაი, საწყალო, ქართულო ენავ, ქსე-დან რომ ასწორებენ შენს გრამატიკას. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:11, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ნოდარ, რაც არ იცი, იმას ნუ იძახი, გთხოვ. ბერძნული გამა რომ ქართულში გ-დ გადმოდის, ეს რუსებთან და რუსულ ენასთან არავითარ კავშირში არაა. რუსები ერად არც იყვნენ ჩამოყალიბებულები, როცა ქართველებს ბერძნულიდან გვქონდა სიტყვები: გიორგი (ღიორღის ნაცვლად), გეოგრაფია, ლოგიკა, ბიოლოგია, ლოგოსი... ეს რუსულ ენასთან საერთოდ არაა კავშირში. Deu aw 17:23, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ნოდარ, ქართულ ვიკიპედიიდან კიდევ ბევრ რამეს ახალს გაიგებ. ჯერ სადა ხარ. შენ უნდა იცოდე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, თუ ქსე არ გიყვარს მაშინ ჩაიხედე ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. --ცანგალა () 17:35, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ცანგალა, ეს ბოლო კომენტარი ვერ ვნახე, თორემ აუცილებლად დავწერდი პასუხს თავის დროზე ვაპაჭუნებ მართალია, ქართულ ვიკიპედიაში ისეთ სიახლეებს გაიგებს კაცი, მეორედ შემოსვლა აღარ მოუნდება ხოლმე. იცი, რატომ? სულ ქსე-დან გადმოწერილი 2 ხაზი რომ წერია ხოლმე. მწარე გამოცდილება მშევიძინე ამასთან დაკავშირებით, როდესაც მოსწავლე ვიყავი. ამანაც გადამაწყვეტინა აქ დარეგისტრირება (ერთ-ერთი მიზეზი იყო, თორემ ბოლო წერტილი ის იყო, ინგლისურ ვიკიპედიაში რომ ეწერა ხერხეულიძეებზე სტატია და აქ არა — სირცხვილის გრძნობამ შემიბყრო). Nodar Kherkheulidze განხილვა 19:15, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გთხოვთ, თავი შეიკავოთ და ნუ გავაცოცხლებთ ასეთ განხილვებს. — მიხეილ მიწერა 19:38, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გვერდ „ორგანი (საკრავი)“-ზე დაბრუნება.