განხილვა:მიეშკო I

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში Untitled

ჩეხიის ჩასწორება ჩეხეთით არასწორია. მაგ ლინკს თანამედროვე ჩეხეთზე გადავყავართ, ჩეხია კი არის ისტორიული ოლქი. იგივე ბოჰემია. ru:Чехия (историческая область). --ჯაბა ლაბა 05:08, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

Untitled რედაქტირება

ქართულში ჩეხია არ არსებობს. არსებობს ჩეხეთი და ასე ჰქვია ისტორიულსაც და თანამედროვესაც. უკეთესი იქნება თუ ბოჰემიით ჩავასწორებთ. Deu aw 05:09, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მერე მე დაგიშალე? ამიტომ უნდა გადაამოწმო და ისე ჩაასწორო, მაგრამ ბოჰემია აქ სხვა სტატიაა. --ჯაბა ლაბა 05:11, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

არც მე არ გიშლი ჩასწორებას   Deu aw 05:17, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა ვერც ერთი ვერ დავუშლით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შეცდომით ჩაასწორო. შეცდომით ჩასწორებას ჯობს საერთოდ არ მოახდინო რედაქტირება. :) --ჯაბა ლაბა 05:22, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ. 1989 წ. გვ. 194: ჩეხია, ჩეხია-მორავიის მაღლობი, ჩეხიის მასივი, ჩეხიის ტყე. თურმე ეს ტერმინი არსებობს. :) --ჯაბა ლაბა 05:27, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

1989 წელს კი ბატონო, მასე ერქვა. ისევე როგორც შვედეთი, სერბია, ბელორუსია, მოლდავეთი. დღეს ყველა ეს სახელები მკვდარი სახელებია და ჩეხიის და სლოვაკიის ნაცვლად გამოიყენება ჩეხეთი და სლოვაკეთი. Deu aw 05:37, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები ქვეყნებთან მიმართებაში, მაგრამ საინტერესოა როდის ეწოდა? კიდევ ერთი მაგრამ: გეოგრაფიულ ობიექტებს (ჩეხია-მორავიის მაღლობი, ჩეხიის მასივი, ჩეხიის ტყე.) დღეს რა ეწოდება?--ჯაბა ლაბა 07:07, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „მიეშკო I“-ზე დაბრუნება.