განხილვა:ლონდონის ტაუერი

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

სათაურის სისწორეში არ ვარ დარწმუნებული, ლონდონის კოშკი ხომ არ უნდა იყოს? --მიხეილ () 20:41, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

მე როგორც დაკვირვებული ვარ, ’ტაუერი’ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ტერმინი. როგორც მაგალითად, ’ები როუდი’ (Abbey Road), რომელსაც არავინ უწოდებს ’სააბატოს გზას’. თუ ვცდები, სხვებმა გამოხატონ კონტრაზრი. — BH განხილვაწვლილი 20:53, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

დამკვიდრებული ნამდვილად არის, მაგრამ მე იმან დამაბნია, რომ ზოგიერთ ენაზე, მაგალითად ფრანგულად და ესპანურად გადათარგმნილი იყო. --მიხეილ () 20:57, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

თუ შეგიძლია მაშინ, გადახედე სხვა სახელებს იგივე ფრანგულ ვიკიში. არც ვიცი, რა პრინციპი აქვთ. ანუ ისე არ გამოვიდეს, რომ პრინციპულად თარგმნიან მაგ სახელებს (თუნდაც იმის გამო, რომ მაქსიმალურად ზღუდავენ საკუთარ მეტყველებაში ინგლისურ სიტყვებს). — BH განხილვაწვლილი 21:13, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

სწორედ ამ ვერსიას ვემხრობი. დაკვირვებული ვარ, ფრანგულში როგორც წესი თარგმნიან ასეთ სახელბს, ენის დაცვის მიზნით. ქართულში კი როგორც წესი, სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობა გვაქვს. --მიხეილ () 21:16, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ფრანგების მაგალითი ინგლისთან არსებული ისტორიული ურთიერთობების შედეგია. აღარ არის იმის ხსენებაც აუცილებელი, რომ დღესდღეობით საფრანგეთში რომ მოხვდე, ინგლისურად არავინ დაგელაპარაკება, სულ რომ გასკდე. ტაუერს რაც შეეხება - თუ საუბარი იქნება სტატიის სათაურის შეცვლაზე, მაშინ ეს პრინციპი უნდა შეეხოს სხვა სტატიებსაც. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თუ არსებობს უკვე რაღაც ნორმები (ავტორიტეტული წყაროების თანახმად), მაშინ ჩვენი წესების მოფიქრება უადგილო იქნება. — BH განხილვაწვლილი 21:29, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ტაუერი, ტოუერი - ქსე, ტ. 9, გვ. 665, თბ., 1985. ლონდონის გარეშე. --ცანგალა () 21:39, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

მაშინ: თუ სხვა ქვეყანაში არის ტაუერი, რომელსაც უწოდებენ სწორედ ’ტაუერს’ (და არა კოშკს), სტატიას უნდა ერქვას ’ტაუერი (ლონდონი)’. თუ არ არსებობს ანალოგი, მაშინ - ’ტაუერი’. — BH განხილვაწვლილი 21:47, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

მხოლოდ რუსულში, უკრაინულსა და ბულგარულშია ლონდონის გარეშე. --მიხეილ () 21:50, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი
არა და გამიგია 'Лондонский Тауэр'. — BH განხილვაწვლილი 21:52, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი
თეთრი სასახლე (White Tower) - უნდა იყოს „თეთრი კოშკი“ - ინგლ. ვიკი, აგრეთვე ქსე, ტ. 9, გვ. 665, თბ., 1985 არსებობს en:Tower of London (disambiguation) და en:Tower (disambiguation) - აქ ვკითხულობთ Tower of London, also known as "The Tower". ინგლ. არსებობს სტატია en:Tower - ქართულში კი კოშკია. აქედან გამომდინარე ინგლ. ვიკიმ სტატია შექმნა Tower of London. მე მომხრე ვარ სტატიას ერქვას ტაუერი.--ცანგალა () 09:25, 19 მაისი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „ლონდონის ტაუერი“-ზე დაბრუნება.