განხილვა:კატარი

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ალიკო თარგამაძე თემაში ენის დეპარტამენტი: სწორია კატარი

ქართულად მართებულია კატარი. ქსე, ტ. 3, გვ. 629, თბ., 1978, სტატია "დოჰა". აგრეთვე უნდა გაკეთდეს მრავალმნიშვნელობის გვერდი.--ცანგალა () 09:49, 5 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

მე არ ვიცი არც არაბული და არც გეოგრაფი ვარ, მაგრამ რამდენდაც ჩემი მეგობარი გეოგრაფებისგან ვიცი ამ ქვეყნის სწორი ქართული ფორმა ყატარია. კატარი ქსე–ში რუსული გავლენით წერია.

ქართულში დამკვიდრებულია კატარი - აქ რუსული გავლენაა თუ არა ეს უკვე სხვა საკითხია. როდესაც შენი მეგობარი გეოგრაფები დააყენებენ საკითხს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაში (15 კაცის შემადგენლობა), რომელიც ამჟამად ენის სამმართველოსთან არის შექმნილი ეს უკანასკნელი კი განათლების სამინისტროს ეკუთვნის მაშინ კი ბატონო იყოს ყატარი. მანამდე კი ეს გვინდა თუ არ გვინდა კატარი რჩება (სანამ კანონი არ შეიცვლება, ყოველთვის ძველი კანონია მომქმედი). საინტერესოა როგორ წერია "საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიულ ლექსიკონში" (1988 - თუ არ ვცდები ამჟამად ახალი გამოიცა საქართველოში ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნის). დაველოდოთ ახალ მართლწერის დაკანონებას, ხოლო მანამდე პატივი უნდა ვცეთ ძველ კანონს და დავემორჩილოთ მას.--ცანგალა () 22:02, 23 აპრილი 2008 (UTC)პასუხი
სტატიაში მაინც მიეთითოს ალტერნატიულ სახელწოდებად— mebadury განხილვაწვლილი 09:57, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
იხ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს ატარი --ცანგალა/ 10:57, 20 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

რომელია სწორი: კატარი თუ ყატარი? რედაქტირება

2022 წლის მსოფლიო თასი დაიწყო და ქართულ ტელესივრცესა თუ სოციალურ მედიაში უწინდელზე გაცილებით დიდი ინტენსივობით ახსენებენ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სახელს. ასე გაჩაღდა კამათი, რომელია სწორი:

კატარი თუ ყატარი?

ტრანსლიტერაციის ნორმებზე საუბრით რომ არ დაგღალოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ არაბულად მოსაუბრე ადამიანისგან ბოლომდე ვერც ერთს მოისმენთ და ვერც მეორეს. რატომ? საქმე ის არის, რომ ქართულ ენაში არ არსებობს ზუსტი ეკვივალენტი არაბული ანბანის 21-ე ასობგერისა ق(კაჶ), რომლითაც იწყება მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის არაბული სახელწოდება: قطر მარტივად რომ ვთქვათ, საწარმოთქმო ორგანოების მიხედვით, ق არის სადღაც, შუაში, -სა და -ს შორის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაუწყვეტელია: თსუ-ს არაბისტიკის დეპარტამენტის პროფესორი, ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე მარტივად გვიხსნის, რომ წარმოთქმისას ق უფრო მეტად იხრება ქართული -სკენ, ვიდრე -სკენ. „ტრანსლიტერაციის ტრადიციით, რაც ქართული არაბისტიკა არსებობს, არაბულიდან როდესაც შემოდის ეს ბგერა ქართულში, გადმოაქვთ, როგორც ქართული “, — დასძენს ლობჟანიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება ზოგიერთ არაბულ სიტყვაზე, რომლებიც, ძირითადად, სპარსულისა და თურქულის გავლით, დიდი ხნის შემოსული და დამკვიდრებულია ქართულში. „იქ [იმ ენებში] არ არის , ამიტომ -დ გაჟღერდა და შემოვიდა, როგორც “, — დასძენს პროფესორი. ის ახსენებს რამდენიმე სიტყვას, მათ შორის „ერაყი“ და „არაყი“, რომელთა ორიგინალ, არაბულ სახელწოდებებში ق ფიგურირებს. „როდესაც, მაგალითად, სპარსულიდან შემოვიდა რაღაც სიტყვა, იქ გაჩნდებოდა ბუნებრივად იმიტომ, რომ სპარსულენოვანი ადამიანი დაახლოებით ისე გამოთქვამს [ამ ბგერას], როგორც ჩვენ“, — ამატებს ის სხვა ენების გავლით შემოსულ არაბულ სიტყვებზე საუბრისას. ცხადია, ასეთ სიტყვებს შორის არ არის და ვერც იქნება გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი სახელმწიფოს სახელწოდება. ის პირდაპირ შემოვიდა არაბული ენიდან და დამკვიდრდა, როგორც კატარი. გიორგი ლობჟანიძე იმასაც ამბობს, რომ ვერ ხედავს ტრაგედიას, თუ ვინმე „კატარს“ „ყატარს“ დაუძახებს, თუ მას ასე მეტად ემარტივება. „როცა ამდენი ადამიანი გიმტკიცებს და უფრო ეადვილება -ს წარმოთქმა, ხომ არ ჯობია, თავი მიანებო ქართულ ფონეტიკურ სისტემას და როგორც ესმის, ისე [წარმოთქვას] ეს სიტყვა? ამიტომ ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვისაც როგორ უნდა, ისე ილაპარაკოს“. თუმცა ფაქტია, რომ ფონეტიკური თვალსაზრისით სწორია კატარი და არა ყატარი. „მცოდნე ადამიანი იტყვის კატარს, სხვები — იტვიან ყატარს“, — ამატებს თსუ-ს პროფესორი.

იხ. წყარო: რომელია სწორი: კატარი თუ ყატარი? Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 15:53, 22 ნოემბერი 2022 (UTC)პასუხი

ენის დეპარტამენტი: სწორია კატარი რედაქტირება

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება. უწყება „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ სწორი ფორმაა კატარი და არა ყატარი.

დეპარტამენტის განცხადებით, არაბული ბგერა ق (კაფ) — რომლითაც იწყება ქვეყნის არაბული სახელწოდება قطر — ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული.

მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არა აქვს, თუმცა ფონეტიკური თვალსაზრისით, ق (კაფ) ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან -სთან.

„არაბული ენის ბგერა ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც . ამიტომ სწორია კატარი და არა – ყატარი“, — აღნიშნავს ენის დეპარტამენტი.

უწყება ხაზს უსვამს, რომ კატარი 1971 წელს შექმნილი სახელმწიფოა და სხვა სახით იგი ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდებოდა.

„ამავე წესით ქართულში შემოსულია ნასესხები სიტყვები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თუ არაბული სიტყვა ქართულში სპარსული ენის გავლით არის შემოსული, მაშინ კაფ-ს შეიძლება შეესატყვისებოდეს ყ. მაგალითად, ალყა, ყადრი, ყავა, ყავლი, ყაიდა, ყალიბი.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ თსუ-ს არაბისტიკის დეპარტამენტის პროფესორს, გიორგი ლობჟანიძესაც ესაუბრა. ისიც ხაზს უსვამს, რომ წარმოთქმისას ق უფრო მეტად იხრება ქართული -სკენ, ვიდრე -სკენ.

„ტრანსლიტერაციის ტრადიციით, რაც ქართული არაბისტიკა არსებობს, არაბულიდან როდესაც შემოდის ეს ბგერა ქართულში, გადმოაქვთ, როგორც ქართული “, — დასძენს ლობჟანიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება ზოგიერთ არაბულ სიტყვაზე, რომლებიც, ძირითადად, სპარსულისა და თურქულის გავლით, დიდი ხნის შემოსული და დამკვიდრებულია ქართულში.

„იქ [იმ ენებში] არ არის , ამიტომ -დ გაჟღერდა და შემოვიდა, როგორც “, — დასძენს პროფესორი.

ცხადია, ასეთ სიტყვებს შორის არ არის და ვერც იქნება გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი სახელმწიფოს სახელწოდება.

ხსენებულიდან გამომდინარე, ფონეტიკური თვალსაზრისით სწორია კატარი და არა ყატარი.

იხ. წყარო: ენის დეპარტამენტი: სწორია კატარი Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 16:02, 22 ნოემბერი 2022 (UTC)პასუხი

აქ არაფერი შეცვლილა. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 13:58, 23 ნოემბერი 2022 (UTC)პასუხი
გვერდ „კატარი“-ზე დაბრუნება.