განხილვა:კარლ II (ნავარა)

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

@Rezo1515: ეს ადამიანი ფრანგული წარმოშობისაა? გიო ოქრო 17:37, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ნახევრად ფრანგი იყო, თუმცა ძირითადად როგორც ნავარელს (ანუ ბასკს) ისე მოიხსენიებენ--Rezo1515 განხილვაწვლილი 17:53, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
სახელი შარლი ხომ არ უნდა იყოს? როგორც ფრანგული წარმოშობის. გიო ოქრო 17:56, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
შარლის ვერსია მეც ვიფიქრე, თუმცა რადგან ნავარის მეფე იყო ამიტომ დავწერე კარლი. თანაც მისი შემდგომი მეფეები: კარლ III და კარლ IV ნამდვილად ამ სახელით იყვნენ ცნობილნი და არა შარლის. --Rezo1515 განხილვაწვლილი 18:07, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
ბასკ. Karlos და ესპ. Carlos კარლი არ არის არანაირად. შესაბამისად სწორია ან კარლოსი ან შარლი. რადგანაც ყველა ეს მეფე წარმოშობით ფრანგი იყო, მაშინ სწორი სახელია შარლი. გიო ოქრო 18:10, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი

ყველა ეს მეფე წარმოშობით ფრანგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგალითად კარლ IV, რომელიც ესპანელი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ესპანეთის მეფე კარლ I და კარლ II, რომელთა სახელებიც ასევე ესპანურად არის Carlos.--Rezo1515 განხილვაწვლილი 18:15, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი

@Rezo1515: ჩვენ გვაქვს მხოლოდ რაც მეორე დაწერე. პირველის სტატიაში წერია კარლოს I ნათლად. იხ. კარლოს V ჰაბსბურგი. ესეიგი ესპანეთში მეფობისას კარლოსი ერქვა, გერმანიაში კარლი. შესაბამისად სწორი სათაურია კარლოსი აქაც ან შარლი (როგორც ფრანგისა). კარლი არაფერ შუაშია. გიო ოქრო 18:26, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
კიბატონო, მაგრამ, თუკი კარლი არაფერშუაშია, მაშინ საიდან გაჩნდა კარლ II, კარლ III, კარლ IV და ზოგადად ტერმინი კარლისტური ომები. რაც შეეხება წარმომავლობას, მგონი რომელი სახელმწიფოს მონარქიც იყო იმის მიხედვით უნდა დაიწეროს მისი სახელი, ნავარა კი მიუხედავად ბასკური წარმოშობისა მაინც ესპანურ სამეფოდ ითვლება. --Rezo1515 განხილვაწვლილი 18:30, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
საიდან გაჩნდა და რუსულიდან არასწორად გადმოტანით. კარლისტური ომებს წყარო აქვს და ვერ შევცვლით (ომი დაიწყო დონ კარლოსმა და ალბათ ამიტომ ეწოდა), დანარჩენი შესაცვლელია. გიო ოქრო 18:35, 11 მაისი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „კარლ II (ნავარა)“-ზე დაბრუნება.