განხილვა:ვინსენტ ვან გოგი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi

რომ ვწერთ ჰოლანდიელი ფერმწერი, რამდენად სწორია ?. იქვე კატეგორიაში ნიდერლანდელია. ქსე ჰოლანდიელს სწერს. - ოთოჯი განხილვა 11:53, 13 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ შეცდომა არც ერთი არ არის, მაგრამ ნიდერლანდელი მაინც უფრო სწორია.--GagaVaa განხილვაწვლილი 13:04, 13 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
გასაგებია, მაგრამ ან ყველგან ნიდერლანდელი უნდა გვეწეროს ან ჰოლანდიელი. მეტიც კატეგორიაც ხომ გასათვალისწინებელია. ჰოლანდია ნიდერლანდის არაოფიციალურ სახელწოდებად რჩებოდა და როგორც ჩანს დარჩა კიდეც, მაგრამ რემბრანდტის შემთხვევაში გასაგებია ლეიდენში იყო დაბადებული და მაგიტომ უწოდებენ ჰოლანდიელ ფერმწერს ? ვან გოგის შემთხვევაში ?. - ოთოჯი განხილვა 14:51, 13 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
სტატია გვაქვს 'ნიდერლანდი', აქედან გამომდინარე უპირატესობა ნიდერლანდელს მიენიჭება + კატეგორიზაციაშიც უმეტესი ნიდერლანდელია.--ბექალაბაძე 15:05, 13 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
იმაზე არ ვდავობ, რომ ნიდერლანდს აქვს უპირატესობა, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ყურადღებას იპყრობს. - ოთოჯი განხილვა 15:09, 13 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
კატეგორიზაციის შემთხვევაში აუცილებლად ნიდერლანდელი, მაგრამ სტატიაში შესაძლებელია ორივე სახელის მოხმარება. ისევე როგორც მაგალითად მოსახლეობის შემთხვევაში კაცი ან ადამიანი ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასეთია ჩემი შეხედულება. ისე მე ყოველთვის ნიდერლანდელს ვხმარობ.--GagaVaa განხილვაწვლილი 08:26, 14 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
მეც ნიდერლანდელს ვხმარობ. - ოთოჯი განხილვა 08:56, 14 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „ვინსენტ ვან გოგი“-ზე დაბრუნება.