განხილვა:დეივიდ ლივინგსტონი

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Saliner

ქართულად დევიდი უფრო შესაბამისი იქნება თუ დეივიდი? ნაწილი ასე წერია, ნაწილი ისე. მემგონი ჯობია ერთზე შევთანხმდეთ და ყველა სტატია იმაზე გადავიტანოთ ვიღიმი--ხაშურელი (გ) 20:09, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური - დეივიდ არის. ისე დიდი ხანია ვბჭობთ ამაზე, დრო და დრო. აქ ისევ ძველი მომენტია - ერთმანეთს ეჯახება რამდენიმე პრინციპი - "ასე უფრო კარგად ჟღერს", "ასე არის დადგენილი" და "ასე არის გამჯდარი". --H.McC. განხილვაწვლილი 20:13, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, თუ მართებული ასეა, გადავიტანოთ ყველა არასწორი და დაე სწორი გაუჯდეთ მეტყველებაში, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში დეივიდი ყურისთვის სულაც არ ჟღერს ცუდად. თუ ამის გამო არ გადაგვაქვს, გამოდის, რომ მთელ რიგ შემთხვევებში სახელად ის ვარიანტი უნდა გვეხმარა, რომელიც უფრო კარგად ხვდება ყურს და არასწორია და არა ის, რომელიც სწორია, თუმცა ყურში გვეხამუშება (მაგ. უნდა გვეხმარა ყატარი და არა კატარი). ასე რომ ვთვლი, რომ ასეთ საკითხებზე საერთო აზრი დროულად უნდა ჩამოვაყალიბოთ და ერთიანად, გადაჭრით ვიმოქმედოთ, ნაცვლად დროდადრო განხილვისა და თემის კვლავ გაურკვევლობაში დატოვებისავიღიმი --ხაშურელი (გ) 20:31, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

არა, მე მგონი უფრო იმის გამო არ გადაგვაქვს, რომ კონსოლიდაცია ვერ მოვახდინეთ. :) --H.McC. განხილვაწვლილი 20:35, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მოხდება კონსოლიდაცია ახლო მომავალში? ასეთ დროს მომხმარებელიც ძალიან იბნევა, ერთგან კითხულობს, რომ დევიდი წერია, მეორეგან დეივიდი. არ გგონიათ, რომ ამან შეიძლება მომხმარებელში გაურკვევლობა გამოიწვიოს? განა არ არის ეს პრობლემა? თუ არის, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს. ვიღიმი--ხაშურელი (გ) 20:41, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მე პირადად მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რამდენიმე საყვარელ მუსიკოსს 'დევიდად' მოვიხსენიებ - წესები სხვა რამ არის. გასატანია ეს საკითხი საერთო განხილვაზე, რომ დაწეროს ხალხმა საბოლოოდ. მერე ბოტებს გავუშვებთ და ყველგან შეცვლიან :) --H.McC. განხილვაწვლილი 20:50, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

Saliner, რაც შეეყება ყატარს და იმას, რომ ზოგან დეივიდი წერია და ზოგან დევიდი — საქმე ისაა, რომ ამ წესებს ხშირად არღვევს ისეთი აკადემიური წყარო, როგორიცაა ქსე. შესაბამისად მას ვეთანხმებით, სულ ესაა. — მიხეილ მიწერა 20:54, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა თემის განხილვისთვის. მე პირადად ვერ შეგეკამათებით ამ შემთხვევაში რომელია მართებული, ეს საერთო განხილვაზე გადაწყდება, ჩემთვის პრობლემა ეს არც ყოფილა, უბრალოდ, ერთ ვარიანტზე რომ არ ვართ შეთანხმებული, ის მიმაჩნია სასწრაფოდ მოსაგვარებლად, ასეთი შემთხვევა მხოლოდ დევიდზე არ არის, მთავარია ვიპოვოთ ისინი, განვიხილოთ და ერთ პოზიციაზე შევთანხმდეთ.ვიღიმი --ხაშურელი (გ) 21:03, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მე როცა ვქმნიდი ამ სტატიას კარგად მესმოდა, რომ ადრე თუ გვიან დაიწყებოდა ამ თემის ირგვლივ განხილვა. მეჯავრება საკუთარ გემოზე რაიმეს კეთება აქ. ჩემს გემოზე რომ დამეწერა ამ ადამიანის სახელი სხვა განიხილავდა და მაინც გადაიტანდა. თანხმობას რაც შეეხება, აჯობებს სულ არაფერს რაიმეს დავეთანხმოთ ხოლმე; იგივე ჩემს შემთხვევაში, რომ არ თქვას ვინმემ ნახეთ ოთოჯიმ თავის გემოზე დაწერა რაღაცეებიო. სხვა მხრივ, არც გადატანაა პრობლემა. პრობლემა ბევრია (იგივე მუსიკის სფეროში მახსენდება დეფისთან დაკავშირებით თუნდაც) და ეს არ არის არცერთი ვიკიპედილების ბრალი, ცუდი ისაა რომ ამ შეცდომების გასწორებაზე არავინ არ ფიქრობს (რა თქმა უნდა აკადემიურ წყაროებს ვგულისხომ; ნაშრომი სულ სხვა თემაა, იქათ ყველა საკუთარ გემოზე სწერს ხოლმე როგორც წესი). სალინერმა ლოგიკური შეკითხვა დასვა, მაგრამ პასუხი სამწუხაროდ ვერ მიიღო როგორც ჩანს (მე პირადად დევიდ ლივინგსტონი ვიცი, ეგრე მისწავლია კიდევაც). – ოთოჯი განხილვა 21:16, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 1989 წ. გვ. 207 ლივინგსტონი დეივიდ --ჯაბა ლაბაძე 20:01, 16 მარტი 2013 (UTC)პასუხი

აი, კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დეივიდია. რაღატომ უნდა გავწელოთ მეტად? თუ ყველა ეთანხმებით, დანარჩენებიც გადმოვიტანოთ, თუ არა — განვიხილოთ და ერთად შევთანხმდეთ სწორ ვარიანტზე.--ხაშურელი (გ) 11:28, 3 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

გვერდ „დეივიდ ლივინგსტონი“-ზე დაბრუნება.