განხილვა:დეივიდ გილმორი

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:დევიდ გილმორი)
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 178.134.118.245

გარდაცალების თარიღისთვის დავარეზერვეთ ადგილი ხო? :)--გიგა პასუხი 15:27, 13 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

რეზერვი მოუხსენი.--ცანგალა () 19:43, 13 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

David Gilmour დეივიდ (და არა დევიდ) აუ: (ა, უ) გილმაური, გილმრი, გილმრი იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური.--ცანგალა () 17:06, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

და ის არ გაინტერესებს, საკუთარ გვარს როგორ წარმოთქვამს ან სხვები როგორ წარმოთქვამენ? http://www.forvo.com/word/david_gilmourThe Pink Floyd განხილვაწვლილი 17:14, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

მეორე წყარო - ავტორიტეტული რადიოწამყვანი Redbeard და მისი ცნობილი გადაცემა In the studio. რამდენიმე წამის მერე ახსენებს დევიდის გვარს. http://www.inthestudio.net/flash/mediaPlayer-updated.php?featuredArtist=Pink%20Floyd (გადაცემა The Wall, Pt 1). — The Pink Floyd განხილვაწვლილი 17:18, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გილმარი? გილმაური? :))) ხევსურია ესეც? :))... ყველანი გილმორად ვიცნობთ. თუკი ზოგად წესს არღვევს, ალბათ ეს სწორედ გამონაკლისი შემთხვევაა. იხილეთ ასევე რუსული ვიკიპედია (გადმოქართულების წესები ქართულ ენაში რუსულიდან გვაქვს შემოტანილი), იქაც გილმრია. ასევე ბერძნულ, ებრაულ და არაბულ ვიკიპედიებშიც (ესენი იმიტომ გამოვყავი, რომ ლათინურს არ იყენებენ). — დავით პასუხი 17:33, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

და საერთოდ - თუკი შესასწორებელი იყო, რატომ არ მოხდა შენიშვნების მოცემა მაშინ, როდესაც პინკ ფლოიდის სტატია წარდგენილი იქნა რჩეულებში, როდესაც თავად დევიდზე ვწერდი სტატიას, როდესაც მის ალბომებზე და ვიდეოჩანაწერებზე ვქმნიდი სტატიებს? მესმის, რომ ვიკიპედიაში ყველაფერი რედაქტირებადია, მაგრამ თუკი ასეთი მნიშვნელოვანი რამ იყო (გვარი არის ბოლოს და ბოლოს და არა რაღაც სხვა), რატომ არ მოხდა ამის განხილვა უფრო ადრე? პლუს ამას, გარდა Dawid Deutschland-ის მიერ ჩამოთვლილებისას, ბულგარულშიც ეგრეა. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 17:36, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ზოგადად ინგლისური ენის მართლკითხვის წესების ასე ჩამოწერა შეიძლება? როგორც ვიცი, ერთი ზოგადი წესი არ არასებობს და ყველა სიტყვას თავისებური მიდგომა სჭირდება; ამიტომ, ის წესი რაც სხვა სიტყვებთან მოქმედებს, შესაძლოა მეორე შემთხვევაში გაუმართლებელი იყოს. გილმორის გილმაურად გადაკეთება აქ იგივე იქნება, პინკ ფლოიდის ნცვლად რომ პაინკ ფლოიდი დავწეროთ (i ხომ ზოგან აი–დ იკითხება...). (თუ ვცდები ინგლისური ენის შესახებ მსჯელობაში, ინგლისურის მცოდნეებმა გამისწორეთ :)) — დავით პასუხი 17:50, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
აი დეივიდთან დაკავშირებით კი ვერაფერს ვიტყვი... ანალოგია გვაქვს? მგონი ყველგან დევიდ–ს ვიყენებთ. დევიდ ბექჰემი – უცებ ეს გამახსენდა. — დავით პასუხი 17:54, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
საქმე იმაშია, რომ რაც მომისმენია, ყველგან ზუსტად ’დეივიდ’ ჟღერს (მოსმენისას). უბრალოდ თუ საქმემ მოითხოვა, საკმაოდ ბევრი სამუშაო გვექნება. იმიტომ რომ ამდენი ხანია ’დევიდი’ მრავალ სტატიაში გვხვდება (და არა მხოლოდ გილმორთან მიმართებაში). მაშ რაღა გილმორით ვიწყებთ? შეგვექმნა სადმე ’დეივიდი თუ დევიდი’-ს განხილვა და იქ შეგვეთანხმა ეს საკითხი. 670 სტატიაში გვხვდება ’დევიდი’, ბოლოს და ბოლოს. :) — The Pink Floyd განხილვაწვლილი 17:57, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
იხ. განხილვა:კოულდპლეი - რატომ დავიწყეთ დევიდ გილმორით. იხ. აგრეთვე განხილვა:დევიდ ბექჰემი. 670 სტატიაში დევიდი უნდა გასწორდეს შეცდომა. მე პირადად მომხრე ვარ, რომ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში ვიხელმძრვანელოთ. რას იტყვით? ეს ხომ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებია.--ცანგალა () 18:12, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
დეივიდის მაგალითებიც გვაქვს მაგ. დეივიდ რეიბიცანგალა () 18:15, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
მე მაინტერესებს ერთი კონკრეტული საკითხი (რომ იტყვიან, სპორტული ინტერესია) - მთელი ეს სტატიები უკვე წლებია ვიკიშია (და არა 1 და 2 თვე) და მარტო ახლა აღმოაჩინეთ ’სიმართლე’ და ამ ’სიმართლის’ რეალობად ქცევა ისურვეთ?

დევიდს რაც შეეხება - მესმის რომ ქართულ ვიკიში ვიმყოფებით ამჟამად - მაგრამ რატომ არ აქვთ სხვა ენებში ეს ’ეი’? — The Pink Floyd განხილვაწვლილი 18:23, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი


ვიკიციტატა
„მთელი ეს სტატიები უკვე წლებია ვიკიშია (და არა 1 და 2 თვე) და მარტო ახლა აღმოაჩინეთ ’სიმართლე’ და ამ ’სიმართლის’ რეალობად ქცევა ისურვეთ“
გვიანი არასოდესაა... თუ შეცდომაა, თანდათან გავასწოროთ დევიდი ყველგან დეივიდით. მაგრამ, სწორია დეივიდი? ეს წესები საიდანაა ამოწერილი (ამდენი ხნის მერე ახლა გამიჩნდა ეს კითხვა), არის ეს ნამდვილად ნორმები? რაც შეეხება გილმორ–გილმაურს – აქ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ — ეს ალბათ გამონაკლისია, რადგან გილმორი ნამდვილად გილმორია (ამას მოწმობს გამოთქმაც და სხვა ვიკიპედიებიც). კიდევ ერთი, ჩემს აბიტურიენტობაში ქართულის გამოცდისათვის ერთი მოსამზადებელი წიგნი იყო, რომელშიც მაშინ ჩემთვის ფრიად აღმაშფოთებელი ნორმა ამოვიკითხე: „უცხოური სახელების გადმოქართულება ხდება იმ წესის მიხედვით, რა წესითაც რუსული ენა ხელმძღვანელობს“ — ეს ნამდვილად მახსოვს (თუმცა წიგნის დასახელება არ ვიცი, დღევანდელმა ვიკიპედიელმა აბიტურიენტებმა შეიძლება იცოდნენ). თუ ამას ვენდობით, მაშინ დევიდიც სწორია და გილმორიც. P. S. რადგან დევიდი მარტო გილმორი არაა, ეს თემა ჯობია ყავახანაში განვიხილოთ. — დავით პასუხი 05:32, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
უჰ, ზემოთ ყოფილა იმ გვერდის წყარო, ბოდიშით... — დავით პასუხი 05:34, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ლინგვო ამას ამბობს და ვერ გავიგე რაღაც კარგად David 1) Де(й)вид — 178.134.118.245 18:06, 27 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „დეივიდ გილმორი“-ზე დაბრუნება.