განხილვა:ბაქარი და ბაკური

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george

ამ სტატიის ისტორია, თავიდან არსებულ და ბოლოში არსებულ ტექსტს შორის სხვაობა მაკვირვებს. --Wiki - ჯაბა 16:10, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

@Lasha-george: აქაც შენს მიერ განხილვის გარეშე გადატანა იკვეთება და სულ ახლახანს 29 ოქტომბერს. შემდეგ 31 ოქტომბერს ქმნი სტატიას ბაქარ I. რა ხდება გამარკვიე. --Wiki - ჯაბა 16:26, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

კეთილი. ეს, სტატია დიდი ხნის განმავლობაში იყო ბაკურ II და მისამართდებოდა ბაქარ I-ზე (?!)... განხილვის გვერდზეც არაერთხელ დავწერე, რომ რაიმე უნდა გაკეთებულიყო... შემდეგ, ვინაიდან სტატია ორივე პიროვნებას ეხებოდა (იხ. მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი "საქართველოს მეფეები". გვ. 33, 34.) და ჩავთვალე, რომ სასურველი იქნებოდა ინფორმაცია არ დაკარგულიყო, გადავიტანე აღნიშნულ დასახელებაზე (ბაქარი და ბაკური), შემდგომ ბაკურ II და ბაქარ I წასაშლელებში გადავიტანე და წაშლის შემდეგ შევავსე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:38, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ხო ბაკურ II-ც 31 ოქტომბერსს შეგიქმნია. + 1 „დანაშაული“ :) --Wiki - ჯაბა 16:43, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ხო... მაგრამ მანამდე არავის უთქვამს კარგა ხანი არაფერი განხილვის გვერდზე. რომ არ შემექმნა, რატომ არ შექმენიო იქნებოდა:-)--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:48, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

აქ არავინ არავის არ ეუბნება რატომ არ შექმენიო. ვიკიპედია მოხალისეობრივი პროექტია. თუმცა ეს არ ნიშნავს არასწორად გადატანა-გადმოტანის დაშვებას, სტატიების გაერთიანებას და მერე ცალ-ცალკე ამ პიროვნებებზე სტატიების წერას. ეს საკითხიც განხილვის თემაა: სტატიის ისტორიიდან გამომდინარე რა უნდა წაიშალოს და რა დარჩეს, ამასაც მივხედავთ. --Wiki - ჯაბა 16:52, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

კარგი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:55, 1 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „ბაქარი და ბაკური“-ზე დაბრუნება.