განხილვა:ბაგრატ თეიმურაზის ძე

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 95.137.229.4 თემაში სათაური
@Lasha-george: ეს რა არის? რა ფუნდამენტური ქართული კვლევები? წყაროების ფალსიფიცირება ძალიან ცუდი საქციელია და შეიძლება [მორიგი] ბლოკირების მიზეზი გახდეს.--Melberg მიწერა 14:33, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ამ ბმულის ჩასმა არ შეიძლება?--Lasha-george განხილვაწვლილი 15:04, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
თუ არ შეიძლება აღნიშნული ბმულის ჩასმა ამოვიღოთ მერე, საყვირალია ეს?--Lasha-george განხილვაწვლილი 15:05, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ბაგრატ IV, ალექსანდრე III-ის ძე ეს არის არასწორი! რადგან 1590 წელს ამ მეფეს არ უმეფია ნამდვილად--Lasha-george განხილვაწვლილი 15:07, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
არა, ამ ბმულის გამოყენება არ შეიძლება, არც ამის. მითუმეტეს არ შეიძლება ამის გასაღება როგორც ფუნდამენტური ქართული კვლევები. რომ წაგეკითხათ წყაროების მითითების გაიდლაინი, რაზეც უკვე არაერთხელ მიგითითეთ, ეს კითხვა არ გაგიჩნდებოდათ.--Melberg მიწერა 15:13, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ეს ბაგრატი ტრადიციულ ქართულ ისტორიოგრაფიაში მეფედ არ მიიჩნევა, თუმცა ფუნდამენტური ქართული კვლევები რას ნიშნავს დასაზუსტებელია. ბაგრატი იყო პრეტენდენტი ("ანტი-მეფე") და გარკვეული ხნით ქუთაისი ეჭირა გიორგი გურიელის მხარდაჭერით. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით იყო ალექსანდრე II-ის შვილთაშვილი (ალესანდრე > ვახტანგ ბატონიშვილი > თეიმურაზი > ბაგრატი).
ვიკიციტატა
„არამედ ამავ ქორონიკონს იხილა გურიელმან გიორგიმ საქმე როსტომისა, შეიკრიბნა სპანი, მოვიდა და მოიყვანა ბაგრატ ძე თეიმურაზისა ვახტანგის ძისა; ვერ წინააღუდგა როსტომ, წარუხუნა ქუთათისი და მისცა ბაგრატს, განუმაგრა ციხე ქუთათისი და მოუდგინა ძე თჳსი მამია ბაგრატს და თჳთ მივიდა საჩინოს; მოიყვანნა ოსმალთა სპანი. განსდევნა ჩიჯავაძე, აღიღო ციხე სებეკა, შემუსრა იგი და მუნ დასუა სხუა ჩიჯავაძე და მიიქცა გურიასავე. ამასვე ქორონიკონსა კუალად მოვიდა სჳმონ მეფე და მიერთნენ იმერნი, მოადგა ქუთათისს, აღიღო და გამოიყვანა ბაგრატ და მას შინა შეაყენნა გუშაგნი თჳსნი და დამძევლნა კუალად იმერეთი და წარვიდა ქართლს; ხოლო როსტომ ამათ ვითარებათა მხილველი და თჳთ ვერა რისა მყოფელი წარვიდა მანუჩარ დადიანისა თანა და ევედრა მას შეწევნასა. მაშინ დადიანმან შეიკრიბნა სპანი, მოვიდა, აღიღო ქუთათისი და დაიპყრა იმერეთი როსტომ.“

--Kober განხილვაწვლილი 15:19, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი

@Kober: მიხარია შენი ნახვა. მე შინაარსობრივ მხარეზე არაფერს ვამბობ, პრობლემა წყაროებთან მაქვს - სტატიის ავტორს სერიოზული პრობლემა აქვს წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით, უკვე მერამდენედ ვთხოვ, რომ გაიდლაინი წაიკითხოს, ის კი გაუგებარ პასუხებს მცემს. დავიღალე, სიმართლე გითხრა.--Melberg მიწერა 15:22, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
მეც მიხარია ძველ გვარდიასთან ურთიერთობა :). ეგ სხვა თემაა და უნდა გაიაზროს მომხმარებელმა. სხვაგვარად ვიკიპედია არ მუშაობს. --Kober განხილვაწვლილი 15:26, 7 მაისი 2020 (UTC)პასუხი
  1. წყაროების ფალსიფიცირება (როდოვოდის და ვიკიწყაროს ფუნდამენტალურ კვლევად გასაღება)
  2. ტექსტში მთავარი სათაური არაა გამუქებული
  3. დაბადება-გარდაცვალების არასწორი ფორმატი.
  4. სათაურის შემდეგ არ არის ტირე.
  5. პირველივე გაუმართავი წინადადება.
  6. უკატეგორიო
  7. არასანდო წყაროები
  8. არავიკიფიცირებული

4 წელია მომხმარებელი ვიკიპედიაშია და ვერ ისწავლა სტატიის წერის მინიმალური წესები. სტატია ამ ფორმით  წასაშლელია--Wiki - ჯაბა 06:52, 8 მაისი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! თქვენდამი უდიდესი პატივისცემით მინდა გთხოვოთ აღნიშნული გვერდის შესწორებული ვერსიის განხილვა ნახოთ. მე ვფიქრობ წაშაშლელთა კატეგორიას არ უნდა მივაკუთვნოთ. ტერმინი გასწორდა და სიტყვა ფუნდამენტური ქართული წყაროს თანახმად ამოღებულია. ეს პიროვნება რეალურად არსებობდა და ქსე-შიც დაფიქსირებულია, სახელდობრ, აქ↓

კი პატივისცემას ყოველ ნაბიჯზე გამოხატავ ფაქტია. :) ვანდალიზმითაა სავსე შენი აიპიც და პირადი წვლილიც. სხვათაშორის ქსე-ს მესამე ტომში გ, დ და ე ასოებია და ამ მომხმარებლის სახელი ბ-ზე იწყება, ხომ ვერ მეტყვი რატომ არ შეიტანეს ბ ასოზე მეორე ტომში? --Wiki - ჯაბა 07:14, 8 მაისი 2020 (UTC)პასუხი

არ ვიცი რატომ, უბრალოდ გიორგი II გურიელის გვერდზე მოხსენიებულია ბაგრატ თეიმურაზის ძე, მაგრამ აქ არ მოვიხსენიებ ტიტულით როგორც მეფეს და ვთანხმდები რომ მეფე არ ყოფილა და ამიტომ კატეგორიზაციას (ვგულისხმობ მეფეების გაიდლაინის ჩასმას არ მივიჩნევ მართებულად). ის უბრალოდ ანტიმეფე ან პრეტენდენტი (ეს უფრო ხმარებადი სიტყვაა) იყო.--212.72.158.122 07:25, 8 მაისი 2020 (UTC)პასუხი
ა, ხო. მე ის ვთქვი რომ განუსაზღვრელი ვადით არ უნდა დაბლოკილიყო DEU. შესაძლებელია არ იყო სამართლიანი რაიმე გადაწყვეტილებაში, მაგრამ ადმინისტრატორებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, მათ უნდა გაკიცხონ და არა მისნაირმა შემმოწმებელმა. შეურაცხოფად ნუ მიიღებ, მაგრამ იერარქიულ პრინციპს ვგულისხმობ თუ გინდ ეს სტატია ავიღოთ. ხომ შეიძლება როგორც გამოცდილმა მომხმარებელმა დახმარება გამიწიო და მითხრა ეს არასწორია და შემისწორო. ვაღიარებ, ბევრი რამ სტანდარტების მიხედვით მეშლება, ამას ვაღიარებ, მაგრამ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვა? ცოტა ძველი თაობის ვარ და არ მეპატიება?.--212.72.158.122 07:33, 8 მაისი 2020 (UTC)პასუხი
საკმაოდ უადგილო განცხადებებს აკეთებ მინდა გითხრა. დახმარებას გიწევთ, მაგრამ კვლავ და კვლავ პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებ, მსგავის პროვოკაციული გამოხტომა იყო შენი მეექვსე ბლოკის მოხსნის შემდეგ გაკეთებული ქმედებებიც, რისთვისაც დამსახურებული ბლოკი მიიღე. --Wiki - ჯაბა 11:01, 9 მაისი 2020 (UTC)პასუხი

სათაური რედაქტირება

სათაურიც არ მგონია სწორი იყოს. --Wiki - ჯაბა 19:23, 9 მაისი 2020 (UTC)პასუხი

სახელი (სტატიის სათაური) გიორგი II გურიელის გვერდის ბოლოს წინა აბზაცში მოხსენიებულია სწორედ ბაგრატ თეიმურაზის ძის სახელით, რომლის წყარო თვით ქსე-ა. რაც შეეხება ციტირებას, ვიკიწყარო წყარო არაა, კი ბატონო, ნაცვლად ამისა მითითებულია ლიტერატურაში. ვიკიციტატა იმიტომ, რომ განსაზღვრულად და განვრცობილად იქნას მითითებული პირველი წინადადების წყარო. დაბრუნებულია წინა ვერსიაზე მითითებული არგუმენტით. --95.137.229.4 06:57, 10 მაისი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „ბაგრატ თეიმურაზის ძე“-ზე დაბრუნება.