განხილვა:აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950)

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა UndDerDie თემაში სახელწოდებასთან დაკავშირებით
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (6 იანვარი, 2020).

სახელწოდებასთან დაკავშირებით რედაქტირება

რადგანაც სულ მალე ამ სტატიას რჩეულობაზე წამოვაყენებ, ბარემ წამოვიწყებ ამ დისკუსიას. აშშ-ის პოლიტიკური სისტემის და ინგლისური ენის თავისებურობების გამო, ცოტა რთულია ქართულ ენაზე სახელწოდების „ლამაზად“ თარგმნა. პირადად მე ეს ვარიანტი შევარჩიე, მაგრამ, მგონი, უკეთესიც შეიძლება. -- UndDerDie 19:34, 23 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი

ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ პატარა პრობლემა არის აქ: ირჩევენ არა სენატს, არამედ კონკრეტულ სენატორს. ანუ ხმას აძლევენ კონკრეტულ კანდიდატს, რომელიც შტატს სენატში წარმოადგენს. არჩევნები რომ პროპორციული ტიპის იყოს და რაღაც პარტიული სიები არსებობდეს, ასეთი დასახელება სწორი იქნებოდა; თუმცა ამ შემთხვევაში, ის შესაფერისი არ მგონია. -- UndDerDie 20:11, 23 აგვისტო 2018 (UTC)პასუხი
სენატის არჩევნები კალიფორნიაში არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც კალიფორნიის სენატის არჩევნებია. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სენატის წარმომადგენელს ანუ სენატორს ირჩევენ კალიფორნიის შტატში. ვთვლი, რომ ამჟამინდელი სათაური ყველაზე ზუსტად შეესაბამება სტატიას--დათო1010 16:17, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
ზოგადად, ცოტა არ იყოს რთული საკითხი არის - შეიძლება ითქვას, უფრო პირად აღქმაზეა დამოკიდებული. @Otogi:, @Gobrona: - იქნებ თქვენც დააფიქსიროთ აზრი. -- UndDerDie 16:23, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

ამჟამინდელი სათაური ბევრად უკეთესია და სწორად ასახავს შინაარს. ძველი არ მომწონდა. საინტერესოა ავტორი რას შემოგვთავაზებს ახალ სათაურს, როგორც თავად აღნიშნა დავით1010-ის განხილვაში ძველი არც მას მოსწონდა. --ჯაბა 1977 16:44, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

არც ძველი სათაური მომწონდა, მაგრამ არც ახლანდელი მომწონს, რომ არ მოგატყუოთ. შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-ის სენატორის არჩევნები კალიფორნიაში (1950). მემგონი, ეს ორივეს ჯობია და შინაარსსაც მართლაც რომ ზუსტად გადმოსცემს. -- UndDerDie 16:51, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
არჩევნებს რომლის ფარგლებშიც ამ სენატორებს ირჩევენ ეწოდება სენატის არჩევნები. თან ინგლისურშიც სენატის არჩევნები ეწოდება, რატომ ვიგონებთ ხელახლა ველოსიპედს?--ჯაბა 1977 17:48, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
დავუშვათ, ირჩევენ პარლამენტარს შუალედურ არჩევნებში. ამ სტატიას ჩვენ უნდა ვუწოდოთ პარლამენტის შუალედური არჩევნები თუ საპარლამენტო? იგივე სიტუაციაა სენატთან დაკავშირებით, მაგრამ სასენატორო ხომ არ გხვდება კარგად ყურში?-- UndDerDie 21:14, 13 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
საერთოდ უადგილო შედარებაა, სად პარლამენტის შუალედური არჩევნები და სად კონგრესის არჩევნები? სენატის არჩევნები შეგვიძლია შევადაროთ ჩვენი საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ოლქებს--დათო1010 05:56, 14 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
დავით, მე ერთმანეთს არჩევნები კი არა, შესაძლო დასახელებები შევადარე. -- UndDerDie 09:35, 14 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი
გვერდ „აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950)“-ზე დაბრუნება.