განხილვა:არშუშა (ქართლის ერისმთავარი)

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში ტიტულთან მიმართებით არასწორი წყარო!

@Georgiano: აქაც იგივე პრობლემა რაც განხილვა:არშუშა II-ში. მითითებულ ლიტერატურაში მეექვსე საერთოდ არ წერია. --Wiki - ჯაბა 04:58, 2 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ქართლის ერისმთავარი ყოფილა. ეს VI ნამდვილად არასწორია. ლიტერატურის შესაბამისად უნდა იყოს არშუშა (ქართლის ერისმთავარი). გიო ოქრო 16:04, 2 მარტი 2020 (UTC)პასუხი

გაკეთდა--Wiki - ჯაბა 16:13, 3 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ტიტულთან მიმართებით არასწორი წყარო! რედაქტირება

სწორია:

  • მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 219, თბ., 1997 წელი.
თარგი:საქართველოს მმართველები/ქართლის ერისთავები აქ წარმოდგენილი არშუშა არის ერისთავი და რატომ ვამისამართებთ ქართლის საერისმთავროზე? არსებობს ასევე წყარო, რომლის მიხედვით ერისმთავრის გვერდზე განთავსებულია ერისმთავრები და არა ერისთავები, რომელი ცნობები ეთანხმება ქართლის ერისმთავართა სიას. რომელ წყაროში ნახეთ მეგობრებო არშუშა ერისმთავარი?

ფეროზი მიჰრანიდია და ფეროზიანები საიდან მოგვაქვს, იქნებ მითხრათ? მიჰრანიდები ფეროზიდან იღებენ სათავეს, კიბატონო, მაგრამ მათი დინასტია მიჰრანიდებად ითვლება. არსებობს ხოსროვიანთა დინასტია, რომელიც მიჰრანიდების ქვეგანშტოებას წარმოადგენს.

თემას ჯერ გაეცანით მეგობრებო. გთავაზობთ თავდაპირველ ტექსტს: არშუშა. აქ მითითებული ტექსტში არშუშა არა ერისმთავრად, არამედ "ქართველთა ერისთავად", "მამფალის" და "პატრიკოსის" ტიტულებით იხსენიება. სადმე ჩანს აქ რომ ერისმთავრის ტიტული ჰქონდა? მერე გვწყინს რაღაცეების... ვიღებ გაფრთხილებებს. ბაკურ II მისამართდება ბაკურ I-ზე. მე მაპატიეთ...--Lasha-george განხილვაწვლილი 09:51, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

უკაცრავად ვის მიმართავთ რომ ვიცოდეთ კარგი იქნება (ამისათვის საბედნიეროდ გვაქვს მონიშნის ღილაკი). ჩემი რჩევა იქნება უფრო გასაგებად დაწეროთ. აქ არის არშუშას განხილვა და რა შუაშია ბაკურ II და სათაურად გამოტანილი წყარო? --Wiki - ჯაბა 14:53, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ვის უნდა მივმართავდე? ერისმთავარი არასწორი ფორმულირებაა. ერისთავი (იხ. თარგი:საქართველოს მმართველები/ქართლის ერისთავები). განხილვაში დავწერე და მონიშვნა არ მიმითითებია. ბაკურ II მაგალითად მოვიყვანე, რომ ბაკურ I-ზე არ უნდა გადადიოდეს, მაგრამ რატომ გადამისამართდა ერისმთავარზე და თავის მხრივ ერისმთავარი ქართლის საერისმთავროზე ჯაბა? თარგის მსგავსად სათაური არშუშასი იყო ქართლის ერისთავი და არა ერისმთავარი. იმას ვწერ რომ შეცდომაა და კიდევ, სადმე წერია ქართლის საერისმთავროს სიაში არშუშა?! ეს იმას მიანიშნებს, რომ არშუშა ერისთავი იყო. ბოდიში, თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთმანეთს ვკითხოთ ხოლმე რაღაცეები კარგი იქნება.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:14, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ბოდიში თუ რაიმე ზედმეტი მომივიდა, მაგრამ როგორც ვფიქრობ და რაც სწორად მიმაჩნია ის დავწერე, რომ არშუშა ერისთავია, ანუ ქართლის ერისთავების სია არ უნდა აგვერიოს ქართლის საერისმთავროს სიაში. ერთმანეთს ეს ორი სია არ ეწინააღმდეგება. მადლობელი ვიქნები თუ გავითვალისწინებთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:23, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

უკაცრავად მაგრამ ბაკურ II ბაკურ I-ზე თქვენ გადაამისამართეთ და ვის აბრალებთ? და რაც შეეხება არშუშას ერისმთავრობას, ამას წყარო გვეუბნება ასე და ვერ ვენდობით ამ შემთხვევაში თქვენს მიერ რედაქტირებულ და წყაროდ მოყვანილ ვიკიპედიის სტატიებს. --Wiki - ჯაბა 16:32, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ჩემამდე გადამისამართდა, რის შესახებაც განხილვაში წერია. რომელი წყარო ჯაბა?
  • „შეწევნითა ქრისტჱსითა, ჲვსტინაე მეფისა ზე, მე ........ ვიქმენ ღმრთისაგან განდიდებული ნათესავთა ყოველთა ჩემთა: ბრძანებითა ღმრთივ-დაცულისა მამფლისა არშუშა პატრიკიოსისა და ნებითა ღმრთისაჲთა ქართველთა ერისთავისა, ქრისეპულის ციხისათა ბოძებითა, მოწუეულ ვიყავ და აღვმართე პატიოსანი ჯუარი, წმიდისა ღმრთის-მშობელისა სახელსა, სალოცველად ჩემდა და ძმათა ჩემთა მეოხებისათჳს ყოველსა ჭირსა ამას საწუთროსა და საუკუნესა. და ვინ აღმოიკითხოს ლოცვასა მომიჴსენეთ.“

აქ წერია: "ქართველთა ერისთავისა, ქრისეპულის ციხისათა ბოძებითა, მოწუეულ ვიყავ და აღვმართე პატიოსანი ჯუარი" ქართლის საერისმთავროზე არ უნდა გადამისამართდეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:51, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

რას ქვია თქვენამდე გადამისამართდა? აგერ ისტორია შეგიძლია იხილოთ. თქვენ გადაამისამართეთ და ახლა აქ აპროტესტებთ ამას.--Wiki - ჯაბა 17:04, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

არ ვიცი, შესაძლოა რაიმე შედომას ჰქონდა ჩემი მხრიდან ადგილი. განხილვაშ მე თვითონ ვწერდი, რომ ბაქარ I ბაკურ II არაა... ანუ ამას მხოლოდ ადმინისტრატორის ხელი უნდა?--Lasha-george განხილვაწვლილი 17:09, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ტექსტში წერია: ბაქარ I („ქართლის ცხოვრების“ მიხედვით) ან ბაკურ II — „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ცნობით, 28-ე და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით იბერიის 25-ე მეფე. მაგრამ არ ვიცი, ჩემი გადატანის შესახებ ვერ ვხვდები საიდან... თემას კი გადავუხვიეთ, მაგრამ ერისთავია არშუშა...--Lasha-george განხილვაწვლილი 17:13, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ გეუბნებით: აქ არ არის მაგ გვერდის გადატანა-გადმოტანის განხილვის ადგილი. მაგ გვერდს აქვს თავისი განხილვა და იქ დაწერეთ.--Wiki - ჯაბა 17:18, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

კარგი, გასაგებია, მაგრამ არშუშასთან მიმართებით ვიტყვი ცოტაოდენს კიდევ; ქართლის ერისთავებში წარმოდგენილ სიაში მოხსენიებული ერისთავების ნაწილი, ქართლის საერისთავოში მოხსენიებული ერისთავებისგან განსხვავებით, ზოგი ერისმთავარი გახდა, ზოგიერთი კი მეფე. არ უნდა მისამართდებოდეს სულ სხვა ქართლის საერისმთავროში წარმოდგენილ ერისმთავრებზე.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:31, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

აი, რაც შეეხება არშუშას თანამდებობას, საიდანაც არის შემოტანიული, იმ წყაროში ერისმთავარი ეწოდება, თუმცა თქვენი საუბარიც ლოგიკურია. რა მაქვს საწინააღმდეგო, მოიყვანეთ წყარო და დაელოდე სხვების აზრს. ამ შემთხვევაში გადატანას არაფერი უდგას წინ. --Wiki - ჯაბა 17:33, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ჯაბა, გულნარა მჭედლიძის მიერ მომზადებულს გულისხმობ წყაროს? „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში შესულ "დიდ ერისთავთა" სიაში მოხსენიებულია კურაპალატის ტიტულით და აგრეთვე აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაში--Lasha-george განხილვაწვლილი 17:36, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მანდ სხვა წყაროებს ვერ ხედავთ? მე ვგულისხმობ ენციკლოპედია საქართველოს. ეგ ქიმ-ჯი კი საერთოდ ამოსაგდებია. მე კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ილაპარაკეთ წყაროებით და არა ვიკიპედიის სტატიებით, რომელიც თქვენი დამუშავებულია და ბევრ შეუსაბამობას ვხედავ მე პირადად. --Wiki - ჯაბა 17:38, 24 მარტი 2020 (UTC)პასუხი

არსებობს ასევე სტატია, ერისმთავარი. აქ ასევე არ არის არშუშა მოხსენიებული. მე ვფიქრობ სასტარტო სათაური ერისთავი უნდა ეწეროს, რამეთუ ქვემოთ, გაიდლაინში ქართლის ერისთავები წერია და ლოგიკურიც მგონია, რომ თუ არშუშა ნამდვილად ერისმთავრად მოიხსენიება ენციკლოპედიაში, არც მე მაქვს საწინააღმდეგო, იყოს, მაგრამ არა მთავარ სათაურად, ხომ გესმით, გაიდლაინის მიხედვით, და საერთოდ, ქართლის ერისთავების სიის კონკრეტული პირების მთავარ გვერდზე არსებულ ტიტულებად ერისთავი უნდა ეწეროს და თუ ენციკლოპედიაში ან/და ქსე-ში ერისმთავრის ტიტულითაა მოხსენიებული კი ბატონო დასათაურდეს, მაგრამ ვიმეორებ, სწორი იქნება თუ მთავარ სათაურად ერისთავი ეწერება--Lasha-george განხილვაწვლილი 17:48, 24 მარტი 2020 (UTC).პასუხი
გვერდ „არშუშა (ქართლის ერისმთავარი)“-ზე დაბრუნება.