განხილვა:აზროვნების დონეები

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII

კიდევ რა ჭირდება ვიკიციფირებისთვის?

en:Mastery learning - რამდენად მართლებული თარგმანია?--ცანგალა () 14:15, 30 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
კითხვა ვერ გავიგე, რა საიდან არის თარგმნილი? --Ganatleba 18:50, 30 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ვთხოვ ავტორს არ მოხსნას ეს ტარგი, სანამ მისი ხარისხი არ იქნება ყველასთვის მისაღები.--გიორგი    17:44, 30 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

რადგანაც შეკითხვა ვერ გაიგე სხვანაირად ვიკითხავ: როგორ არის ინგლისურად ან რომელიმე სხვა ენაზე „აზროვნების დონეები“?--ცანგალა () 21:48, 30 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
ბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომიაზეა ეს სტატია, ინგლ. en:Taxonomy of Educational Objectives, თუმცა საკმაოდ სახეშეცვლილი. - ალ-ო     @ 21:56, 30 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
ჰო, კიდევ, აღქმის იერარქიაში ზოგიერთი ვერსიით ანალიზი, სინთეზი და შეფასება ერთ დონეზეა (იხ. სურათი). ის რაც ახლა დევს გასარკვევია საიდან მოვიდა, წყაროს მითითება სჭირდება. - ალ-ო     @ 07:22, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
წყარო მითითებულია ბიბლიოგრაფიაში. ეს წყარო თუ არ გაკმაყოფილებთ ხომ არსებობს http://images.google.ge/images?um=1&hl=en&rlz=1C1GGLS_ruGE300GE303&q=bloom+taxonomy&btnG=Search+Images ნუ დაგეზარებათ. ტეგების ჩასმას სტატიაში და სპეციალისტების მოწვევას აჯობებდა 20 წამით მეტი დაგეხარჯათ...
რაც შეეხება აზროვნების დონეებს - ასეა თარგმნილი, იმისთვის, რომ ქართველი მასწავლებლებისთვის გასაგები იყოს, თორემ უფრო სპეციფიკური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ ეს არის კოგნიტური დომენის კატეგორიები, ან კოგნიტური დონეები კომპეტენციების ჩამონათვალი, ან აბსტრაქციის დონეები და სხვ. აზროვნების დონეები ასევე სწორი ტერმინია. http://www.udel.edu/inst/june99/bloom2/sld010.htm http://krummefamily.org/guides/bloom.html ანუ აზროვნების დონეები არის ნათარგმნი cognitive levels, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც შემეცნების დონეები, ისე როგორც აზროვნების დონეები. --Ganatleba 13:49, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
ბიბლიოგრაფიაში წყაროს მითითება არ კმარა, სურათს როცა ტვირთავთ იქ უნდა მიუთითოთ წყარო, რომლითაც სარგებლობთ. არავინ არის ვალდებული წყაროები ამოწმოს ყველაფერზე, რასაც აქ ვინმე შემოიტანს. როცა სტატია ენციკლოპედიის სტანდარტებს არ პასუხობს, რედაქტორები მასში ტაგებს სვამენ, ისინი კი ვისაც ამის სურვილი და საშუალება აქვთ, სტატიას ამ ხარვეზებს უსწორებენ. სანამ ამას ვინმე მოახერხებდეს, ეს ტაგები ამ სტატიაში დარჩება. - ალ-ო     @ 14:17, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ხო, თორემ ძალიან ტრივიალური სტატია გამოდის...--გიორგი    07:26, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

სურათის წყარო მითითებულია და ნათლად წერია რომ ის ჩემი შექმნილია. რაც შეეხება მის შინაარსს, ის იმეორებს სტატიის შინაარსს, რომლის წყაროც არის მითითებული. თუ პასუხისმგებლობა არ გინდა აიღო იმაზე, რომ წყარო შეამოწმო, მაშინ იმის პასუხისმგებლობას რატომ იღებ, რომ მიუთითო სტატია არ არის გამართული? --Ganatleba 14:26, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

შენ არა ხარ საკმარისი ავტორიტეტი ამისთვის და ეს სურათიც შენი შექმნილი არ არის. თუ წყაროს არ მიუთითებ, საიდან მოიტანე ეს ინფორმაცია, ამ სურათს რაიმე ღირებულება არ გააჩნია. შენ პირადად გირჩევ უფრო კოლეგიალური ტონი შეარჩიო, სხვაგვარად აქ ვერ იმუშავებ. ჩემი მოვალეობაა მიგითითო ხარვეზებზე, თუ გამოსწორების სურვილი არ გაქვს, მაშინ ან სხვები გაასწორებენ ან კიდევ წაშლიან მას. - ალ-ო     @ 14:32, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

რას ეფუძნება თქვენი მოსაზრება რომ სურათი ჩემი შექმნილი არ არის? საკუთარი ხელით გავაკეთე და რა უნდა გამოასწოროს სხვამ? მიაწეროს რომ სხვისი შექმნილია? არაკოლეგიალურობა არაფერ შუაშია - მოთხოვნა გაქვთ არაადეკვატური.

სურათის შინაარსი იმეორებს სტატიის შინაარს. და რა არის საკმარისი ავტორიტეტი თქვენთვის? ეს სტატია გამოქვეყნებულია 23 განათლების სპეციალისტის თანაავტორობით გამოცემულ ლექსიკონში, რომელიც მითითებულია ბიბლიოგრაფიაში http://ganatleba.org/download.php?file=publications/leqsikoni2007.pdf იქნებ მაჩვენოთ რაიმე წესი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ არის საკმარისად ავტორიტეტული წყარო?--Ganatleba 14:41, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

და ბოლოს http://en.wikipedia.org/wiki/File:Blooms_rose.svg რა განსხვავებაა ამ სურათის აღწერას და ჩემი სურათის აღწერას შორის? --Ganatleba 14:50, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

აჰა, კიდევ ერთი პრობლემა: ეს წყარო, საიდანაც თქვენ ეს ინფორმაცია სიტყვასიტყვით გადმოწერეთ, თავისუფალია? ანუ, გაძლევთ თქვენ იგი ამის თავისუფლად გამოქვეყნების უფლებას? გამორცხული არაა, მაგრამ ესეც დასაზუსტებელია. თქვენს მიერ შექმნილ ილუსტრაციას კი ჩემი აზრით შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და უნდა წაიშალოს. - ალ-ო     @ 15:05, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

საავტორო უფლებების პრობლემა სიმანდვილეში არ არის. რა ფორმით გინდათ რომ ავტორებმა / ავტორმა (ანუ მე) დაგიდასტუროთ, რომ გამოცემული მასალის გამოყენება აქ დაშვებულია? გნებავთ მომწერეთ თქვენი იმეილი და გამოგიგზავნით ოფიციალურ წერილს, სადაც მოგწერთ, რომ ჩემი სტატიის გამოყენების უფლებას საკუთარ თავს ვაძლევ? :)

რაც შეეხება შეცდომაში შეყვანას - არ არის ეს სწორი. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის თაობაზე, აზროვნების დონეები იერარქიულია თუ თანაბრად რთული, როდესაც ეხება ამ სამ დონეს. თუმცა თვითონ ამ თეორიის ავტორს სწორედ ისე აქვს ეს განმარტებული, როგორც მე მაქვს დახატული. იხ. Bloom, Benjamin S. Taxonomy of Educational Objectives. Published by Allyn and Bacon, Boston, MA. Copyright (c) 1984 by Pearson Education

თქვენი მოცემული ილუსტრაცია ეხება ბლუმის ტაქსონომიის გადამუშავებულ ვარიანტს იხ. A Taxonomy for Learning, Teaching, and Assessing — A Revision of Bloom's Taxonomy of Educational Objectives; Lorin W. Anderson, David R. Krathwohl, Peter W. Airasian, Kathleen A. Cruikshank, Richard E. Mayer, Paul R. Pintrich, James Raths and Merlin C. Wittrock (Eds.) Addison Wesley Longman, Inc. 2001

ჩემი სტატია სწორედ ბლუმის თეორიას ეხება და არა მის გადამუშავებულ ვარიანტებს. მაგ. არსებობს სხვა ვარიანტები, სადაც შეფასების ნაცვლად შექმნა / create - არის... --Ganatleba 15:18, 31 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ ი-მეილი ვერ იქნება ჩვენთვის საბუთი (თან ლექსიკონში მითითებულია ავტორთა ჯგუფი). თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ ეს ლექსიკონი განათლების სამინისტროს მიერ გამოიცა, ის უკვე არის საზოგადოებრივ დომენში და მასზე შეზღუდული ლიცენზია ვერ გავრცელდება. (2) მიუხედავად ამისა, ამ წყაროდან ინფორმაციის სიტყვასიტყვით გადმოწერა ვიკიპედიაში მიზანშეწონილი არ არის. ის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე მხოლოდ ბმულის მითითება საკმარისია. (3) სტატიაში თქვენ იყენებთ თქვენს მიერვე დაწერილ წყაროს, მაგრამ გადამოწმებადობისთვის სხვა, დამოუკიდებელ წყაროებზე არის მითითება გასაკეთებელი (თუნდაც შესაბამისი გვერდები, სადაც ეს მტკიცებებია მოყვანილი, ზემოთ მოყვანილი ლიტერატურიდან, რომლებიც ვიკიპედიის ინგლისურ სტატიაშიცაა მოყვანილი, ან კიდევ ერთ-ერთი ონლაინ წყარო, რომელიც გუგლს გამოქვს, მაგ. დასავლეთ ფლორიდის უნივ-ის გვერდზე გამოქვეყნებული). (4) სტატიაში თქვენ ეყრდნობით მხოლოდ ბლუმის თეორიას, თუმცა ბლუმის თანამედროვე კრიტიკა ეჭქვეშ აყენებს შემეცნების კატეგორიების (ან დონეების, როგორც თქვენ უწოდებთ) იერარქიულობას, ამგვარად თქვენ მხოლოდ ცალმხრივად გაქვთ გაშუქებული ეს საკითხი, რაც მის ენციკლოპედიურ ღირებულებას აკნინებს. ამ მიზეზთა გამო მე ვთვლი, რომ ამ სტატიას გადახედვა სჭირდება. - ალ-ო     @ 04:58, 2 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ამ გვერდისთვის ხომ არ დაგვერქვა ბლუმის ტაქსონომია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:10, 5 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გვერდ „აზროვნების დონეები“-ზე დაბრუნება.