განხილვა:აბორიგენი (ტომი)

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

ინტერვიკი და კატეგორიები არ დავურთე, რადგან ინგლისურ და რუსულ ვარიანტებში აბორიგენი გაერთიანებულია უფრო ფართო ცნებაში "Indigenous peoples". ამიტომ, ალბათ ჯერ გვერდის გადატანა მოგვიწევს და შემდეგ ბმულების დართვა --გიგა 15:45, 26 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

ინტერვიკი ჯობია მაინც დაურთო. თუ სათაური გადავიტანეთ მაგასთან ერთად გადავა ეგენიც. (ტომი) ფრჩხილებში რატომ აქვს - ეს სტატია ამ იტალიელ ტომზეა თუ ზოგადად აბორიგენებზე? - ალ-ო / 17:51, 26 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

არ ვიცი ტომი რატომ აქვს ფრჩხილებში, ზოგადად აბორიგენებზე უნდა იყოს წესით, რადგან მრავალმნიშვნელობაში მასე წერია და თან, ბმულების კონტექსტიდანაც მარტო ზოგადი მნიშვნელობა იგულისხმება. და სად უნდა გადავიდეს გვერდი? ქართულად როგორ იქნება ანუ - მკვიდრი მოსახლეობა ?--გიგა 17:54, 26 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

იყოს ჯერჯერობით აბორიგენი. ისე ძირძველ მოსახლეობასაც იტყვიან, მაგრამ რამდენად ენციკლოპედიურია არ ვიცი. - ალ-ო / 18:02, 26 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

აბორიგენებზე ცოტა რამ წერია და შეიძლება ახალი დავწერო?--NikaJiadze განხილვაწვლილი 18:30, 15 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

როდესაც სტატია უკვე არსებობს, სურვილისამებრ, უნდა დაამატოთ ინფორმაცია, რომელიც მასში არ არის - რაც მთავარია, ვიკიპედიური ენით დაწერილი. ახალი სტატიები ასეთ შემთხვევაში არ იქმნება. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:34, 15 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

მე კიდე ვიცი, რომ აბორიგენები ავსტრალიის ადგილობრივი მოსახლეობაა. აქ კიდე სულ სხვანაირადაა. შემიძლია გავაკეთო სტატია აბორიგენები (ავსტრალია) ან ესეთი რამე?--NikaJiadze განხილვაწვლილი 17:26, 27 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

არა, მხოლოდ ავსტრალიის არა, ეს ზოგადი ტერმინია. --მიხეილ (მიწერა) 17:31, 27 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

საერთაშორისო ბმულები სწორია? --JABA 1977 03:21, 27 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ბმულები კი სწორად ჰგონია, მაგრამ აბორიგენი (მრავალმნიშვნელოვანი) აქ რაღაც გაუგებრობაა. --JABA 1977 03:24, 27 მაისი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „აბორიგენი (ტომი)“-ზე დაბრუნება.