განხილვა:Одноклассники.ru

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaeser თემაში ხმა მივცეთ

ბარემ ისიც ჩაწეროს ვინმემ, რომ ბევრის აზრით ФСБ-ს პროექტია. ინტერენტში უამრავი მასალაა ამაზე.--Zolokin განხილვაწვლილი 15:29, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

დემოგიის გავრცელება რამდენად შეგვიძლია, არ ვიცი--თეიმურაზი () 15:34, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ექსპერთა მოსაზრებები როდიდან ფასდება, როგორც დემაგოგია? --Zolokin განხილვაწვლილი 15:56, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვფიქრობ, დასაშვებია მსგავსი ინფორმაციის შეტანა, მით უმეტეს, რომ მასალები არსებობს ამაზე. მაგალითად...... რაც შეეხება იმას, სად დაიწეროს - ქვეპუნქტში ’კრიტიკა’. როგორც ეს ბევრ ვიკიპედიაში წერია ხოლმე. — ჰუ ემ აი განხილვაწვლილი 16:34, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

შესაძლოა – ქვეპუნქტში ’კრიტიკა’. --Zolokin განხილვაწვლილი 17:01, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სათაური Odnoklassniki.ru ხომ არ გადავიტანოთ?--ცანგალა () 19:52, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

რატომ?--თეიმურაზი () 20:00, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ცანგალას კითხვა ლოგიკურია, რადგან აბა მითხარით ქართველი ვიკიმკითხველის რამდენი პროცენტი დაიწყებს ქართულ ვიკიპედიაში ძებნას კირილიცით? გვაქვს კი რომელიმე სხვა სტატია კირილიცით შესრულებული სათაურით? ლათინურით რომ ბევრია ვიცი.--Zolokin განხილვაწვლილი 20:49, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ცანგალას იდეას ვემხრობი. აკრეფისას მაინც ლათინურად კრეფთ მისამართების ველში, ე.ი. საიტის სახელი ლათინურადაა.— გიორგი განხილვაწვლილი 05:51, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მომხ. Zolokin, არ მაქვს არანარი პრობლემა, მაგრამ პროექტის ოფიციალური სახელწოდებაა Одноклассники.ru. --თეიმურაზი () 11:46, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მაგრამ საიტის მისამართია http://www.odnoklassniki.ru/ – ლათინურად.--Zolokin განხილვაწვლილი 11:53, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ხოხ! ესეც ნახეთ. В Контакте და არა Vkontake.ru რადგანაც პროექტის სახელწოდებაა В Контакте --თეიმურაზი () 12:21, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

"ხოხ!" არ უნდა. ცინიზმს მოეშვით და საქმესთან დაკავშირებით ილაპრაკეთ, თუ შეიძლება. ეს სტატია В Контакте რუსულ ვიკიპედიაშია და იმიტომაცაა რუსულად. ქართულ ვიკიპედიაში, ბუნებრივად, უნდა იყოს ან ქართულად : "ოდნოკლასნიკი", ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლათინურად. მე უფრო ქართულ ვარიანტს ვემხრობი.--Zolokin განხილვაწვლილი 12:31, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ქართული ასოებით დაწერის მომხრე ვარ :). + ბოლოში .რუ–ს გარეშე, როგორც ეს ინგლისურ და სხვა რამდენიმე ვიკიპედიაშია. — დათო პასუხი 12:46, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ეგ ანტირუსულ პროპაგანდას უფრო ჰგავს. და მომხ Zolokin, მე საქმესთან დაკავშირებით არ მქონდა დაწერილი. რა ვქნა თქვენ რომ არ მოგეწონათ ეგ არგუმენტი? თან ცინიკოსი ვარ ვიკრიჭები--თეიმურაზი () 13:09, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

რა ჰგავს ანტირუსულ პროპაგანდას? რომ სტატიის სახელი ქართულ ვიკიპედიაში ქართულად უნდა იყოს? რა ენაზე ხდება ძიება ქართულ ვიკიპედიაში? რატომ უნდა ვეძებო "ოდნოკლასნიკი" კირილიცათი ქართულ ვიკიპედიაში და არა ქართულად. სხვა რუსულმა დასახელებებმა რა დააშავეს? მაშინ პუშკინიც რუსულად შევიტანოთ და რუსულად ვეძებოთ. ცინიზმზე არარ გავაგრძელებ, ისედაც ყვეალფერი ნათელია მისთვის, ვინც ამ გვერდს წაიკითხავს. ილაპარაკეთ საქმეზე და თქვენი არგუმენტი არგუმენტი კი არა ვარაუდი უფროა. არგუმენტი არის ის, რასაც საფუძველი აქვს. ქართულ ვიკიპედიაში კირილიცით ძებნას კი არავითარი საფუძველი არ აქვს.--Zolokin განხილვაწვლილი 13:28, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ეს ბოლოდროინდელი ტენდენციაა საერთოდ. რადგან რაღაც არ გინდა, რუსულად ეწეროს, ეგრევე ლოგიკურად ბრალს გდებენ ანტირუსულში. თუ წითელი ფერის კაბელი არ მუშაობს, მაშინ მწვანეს გამოჰკრავენ. მაჩვენეთ ერთი სტატია კიდევ ვიკიპედიაში, რუსულად რომ აწერია სახელი. მასე მე შევქმენი სტატია DDT (ჯგუფი). რომ მდომებოდა, რუსულად დავაწერდი სახელწოდებას და არა ლათინური ასოებით, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ეს სტატიის მოძიების შანსებს ამცირებს.

სახელწოდებას რაც შეეხება, უნდა იყოს ლათინურად. ზოგ მომხმარებელს თავისი ’დესკტოპის’ კუთხეში, ენების გადასართავში საერთოდ არ აქვს რუსული ჩამატებული და არც იყენებს მაგას, მაგრამ უნდა ჰქონდეს საშუალება, ნებისმიერი კომბინაციის აკრეფით, შევიდეს ამ სტატიაზე. იყოს ეს გადამისამართება რამდენიმე სიტყვიდან - Одноклассники.ru, ოდნოები, ოდნოკლასნიკი, უხეში ’ადნაკლასნიკი’ და ა.შ. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 13:34, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვაიმე, მომხ. Zolokin, თქვენთან კამათის სურვილი არ მაქვს. მოვიყვანე არგუმენტი, არ მოგეწონათ და კიდევ მერჩით. სულ რატომღაც მიწუნით სტატიას, წყაროს, არგუმენტს (თუნდაც ჩემის აზრით არგუმენტის), სულ რატომღაც ომზე გადადიხართ. დიდი თხოვნა მაქვს: ნუ მომწერთ ხოლმე ასეთ შენიშვნებს. ან ეგ რა იყო:ცინიზმზე არარ გავაგრძელებ, ისედაც ყვეალფერი ნათელია მისთვის, ვინც ამ გვერდს წაიკითხავს.? --თეიმურაზი () 13:36, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არ გერჩით, თეიმურაზ და რც გეომებით – ჩემ აზრს გამოვთქვამ, ისევე, როგორც ყველა. "ხოხ"–ებს თუ აღარ გამოიყენებთ, კარგს იზამთ. --Zolokin განხილვაწვლილი 13:42, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
კარგით, ნუ გამოვეკიდებით ასეთ სიტყვებს, "ხოხ"–ის მსგავსებს :)). დარწმუნებული ვარ თემურს ამ სიტყით ცუდი არაფერი უგულისხმია :). — დათო პასუხი 13:45, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ხმა მივცეთ რედაქტირება

ქართულად რედაქტირება

კარგი, არ გამოვეკიდები, მაგრამ უკეთესია სხვა დროს თუ თავს შეიკავებს.
ახლა ისევ საქმეზე გადავიდეთ – დაიწეროს ოდნოკლასნიკი ქართულად:
წინააღმდეგებს ნუ ჩაწერთ, ჩაწერეთ მხოლოდ მომხრე იქ, რომელსაც ეთანხმებით. — დათო პასუხი 13:56, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ლათინურად რედაქტირება

კირილიცა რედაქტირება

  (მომხრე)--თეიმურაზი () 14:45, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

უკრაინულადაც კი ლათინურადაა.--Zolokin განხილვაწვლილი 14:52, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

აქ ხმის მიცემაა, ბატონო, და არა განხილვა-გადარწმუნება--თეიმურაზი () 17:03, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ზოლოკინ უკრაინულშიც ლათინურადაა და ხმას ქართულს აძლევ?  ჯაბა ლაბაძე () 17:36, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჯაბა, ზემოთ დავწერე ჩემი პოზიცია: "ქართულ ვიკიპედიაში, ბუნებრივად, უნდა იყოს ან ქართულად : "ოდნოკლასნიკი", ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლათინურად. მე უფრო ქართულ ვარიანტს ვემხრობი".--Zolokin განხილვაწვლილი 12:31, 30 სექტემბერი 2010
თუ უმრავლესობის აზრი ლათინურისკენ გადაიხრება, ვიდრე ქართულისკენ, მაშინ ლათინურს ვარჩევ, მაგრამ არა კირილიცას.--Zolokin განხილვაწვლილი 18:38, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია. მაგრამ ქართულში ბუნებრივად არაა საიტები ქართულად Lib.ge, google, Facebook. მე მაქვს იდეა Odnoklassniki ეწოდოს ამ სტატიას. — ჯაბა ლაბაძე () 18:49, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

Lib.ge, google, Facebook და მისთანები უფრო გამონაკლისია, ვიდრე ბუნებრივი ქართული ვიკიპედიისთვის. რამდენი პროცენტია ამგვარი სათაურით? მაგრამ ლათინურსაც მისაღებად ვთვლი (როგორც საერთაშორისო წერით სისტემას) საჭიროების შემთხვევებში, მაგრამ არა კირილიცას, რომლის ძიებას ვერ მოახდენს ქართველი მკითხველის 95%. ჩემი აზრია ან ქართულად, თუ არა და ლათინურად.--Zolokin განხილვაწვლილი 19:12, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ქართულად არცერთი საიტი არაა მგონი ვიკიპედიაში, აი კირილიცის მეც წინააღმდეგი ვარ. ლათინური კი ბატონო. — ჯაბა ლაბაძე () 19:16, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ზოგადად ვამბობ, ჯაბა, და არა საიტებზე.--Zolokin განხილვაწვლილი 19:22, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „Одноклассники.ru“-ზე დაბრუნება.