განსაკუთრებით საშიში (ფილმი)

„განსაკუთრებით საშიში“ (ინგლ. Wanted) — 2008 წლის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მარკ მილარის ამავე სახელწოდების კომიქსების წიგნთა სერიაზე. ფილმის რეჟისორია ტემურ ბეკმამბეტოვი. მთავარ როლებს ასრულებენ: ჯეიმზ მაკევოი, მორგან ფრიმენი და ანჯელინა ჯოლი. გადაღებები დაიწყო 2007 წლის აპრილში. ფილმი გამოვიდა 2008 წლის 25 ივნისს ინგლისში და ამავე წლის 27 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„განსაკუთრებით საშიში“
რეჟისორი ტემურ ბეკმამბეტოვი
როლებში ჯეიმზ მაკევოი
ანჯელინა ჯოლი
მორგან ფრიმანი
გამოსვლის თარიღი 2008
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
გერმანიის დროშა გერმანია
რუსეთის დროშა რუსეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 341.4 მილიონი აშშ დოლარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება